2025 წლის 1 ივნისს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ეს დღე სადღესასწაულო იყო ასევე საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები სომეხი ბავშვებისთვის. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით, ბავშვებში მაღალი განწყობის შესაქმნელად და სასიამოვნო სიურპრიზების მოსაწყობად გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება.
სადღესასწაულოდ მორთული ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის დარბაზში დაახლოებით ასამდე ბავშვი შეიკრიბა. ისინი წარმოადგენდნენ არა მხოლოდ „წმინდა მოვსეს ხორენაცის“ სკოლამდელ დაწესებულებას, ცენტრის ხელოვნების წრეს (პედაგოგი - ანნა კარაპეტიანი), არამედ საქართველოს სომხური თემის (თავმჯდომარე - ართურ მირზოიანი) არასამთავრობო ორგანიზაციის ხატვის ჯგუფის (პედაგოგი - ალა ანტონიანი) მოსწავლეებს და „ჰომენეთმენ“ თიფლისის იზოლირებული რაიონის სკაუტების (თავმჯდომარე: ძმ. ჰაკობ ლამაზიანი) აღსაზრდელებს.
დღე დაიწყო ცენტრის დირექტორის - ევგენია მარკოსიანის მიერ, ეპარქიის წინამძღვრის მამაოებრივი კურთხევის გადაცემითა და მილოცვის სიტყვით, რის შემდეგაც გავრცელდა მუსიკა, გაისმა ბავშვების მხიარული სიმღერები და გაიმართა ცეკვები. თამაშების ორგანიზატორებმა - ჰენრიხ პეტროსიანმა და არამ მიქაელიანმა შექმნეს მხიარული ატმოსფერო, პატარადან დიდამდე, ყველა ჩართეს თამაშებსა და შეჯიბრებებში.
მალე ბავშვები მასწავლებელ აიდა ბაზოიან-სურმალიანის თანხლებით, სამ ჯგუფად დაიყვნენ. ავლაბარის სბ.ეჯმიაწინის ეკლესიის ეზოში ბავშვებმა ასფალტზე დაიწყეს თავიანთი ჩანაფიქრების ხატვა, რაც ასევე მათი მშვიდობის სურვილი იყო.
„ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელოვნების ჯგუფმა კი მუყაოსგან დამზადებული ადამიანების ფიგურების ნიღბებით მორთული წარადგინა თავი. ერთობლივი ცეკვით მათ თანატოლები გაახარეს, ბოლოს კი ერთმანეთს საკუთარი ხელნაკეთი ფრიალები და გვირგვინები აჩუქეს. მესამე ჯგუფი, მასწავლებელი არნელა მალხასიანის თაოსნობით, დაკავებული იყო მძივებისგან სხვადასხვა სამკაულების დამზადებით. სასიხარულო იყო, რომ ბავშვები სიყვარულით ჩუქნიდნენ და ერთმანეთს უცვლიდნენ თავიანთ ხელნაკეთ ნამუშევრებს.
ბოლოს, ყველა ბავშვი საპნის ბუშტებითა და სხვადასხვა თამაშებით შეუერთდა გართობას მასწავლებლების - ტათევიკ საჰაკიანის, ნანე ოგანესიანისა და ჟანეტა ბაღდასარიანის ხელმძღვანელობით.
დღე „ჰაიარტუნ“ ცენტრში დასრულდა იმით, რომ პატივცემულმა ევგენიამ ბავშვებს ნაყინით გაუმასპინძლდა.
ბავშვთა დაცვის დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ჩაიარა მხიარულად, განსაკუთრებული ხალისითა და ფერადოვნად.
2025 წლის 22 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ,,წმ. მოვსეს ხორენაცის,, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მხიარული განწყობა სუფევდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას ეწვია საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი, ეჯმიაწინის ეკლესიის ჯვრის ნათლია კარენ დარბინიანი მეუღლესთან -ანუშ მარკოსიანსა და მცირეწლოვან ვაჟთან ერთად, ასევე ეპარქიის ადმინისტრაციული განყოფილების ხელმძღვანელი კარენ ერიციანი.
სტუმრები, რა თქმა უნდა, ხელცარიელი არ მოვიდნენ. საჩუქრები ყოველთვის სასიამოვნო სიურპრიზია, სააღდგომო საჩუქრები კი უფრო მეტიც. პატარებმა, "ჰაიარტუნის" დირექტორ ევგენია მარკოსიანთან და მასწავლებლებთან ერთად დახვდნენ სტუმრებს. ბავშვების დალოცვის შემდეგ უწმინდესმა მათ დაურიგა „კეთილი სამარიტელი“ ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციის საჩუქრები ,,სამარიტელის ქისა,, ,ხოლო ჯვრის ნათლიამ და მისმა მეუღლემ პატარები გაახარეს შეღებილი კვერცხებითა და ტკბილეულით დამზადებული საჩუქრებით. სიხარულმა პიკს მიაღწია, როცა სკოლამდელ დაწესებულებაში ბავშვებმა „კვერცხის ბრძოლის“ თამაში დაიწყეს.
2025 წლის 17 აპრილი არის წმინდა კვირის დიდი ხუთშაბათი. იგი წმინდა კვირის ყველაზე დატვირთული დღეა. ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიებში დაიწყო წმინდა ლიტურგიით. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში წმ. ლიტურგია აღასრულა ღირსი მამა ღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა, ხოლო ავლაბრის წმინდა ეჯმიაწინის ეკლესიაში წირვა-ლოცვა ღირს. მამა ღვდელმა კირაკოს სიმონიანმა აღასრულა.
2025 წლის 12 აპრილს თბილისის სურბ გევორგის სახელობის საკათედრო ტაძარში შეიკრიბნენ სხვადასხვა ასაკის ბავშვები ხალისიანი და ბედნიერი სახეებით. ისინი ,, საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ( ხელმძღვანელი ართურ მირზოიანი) სხვადასხვა ჯგუფების მოსწავლეები იყვნენ რომლრბიხ მისულები იყვნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევის მისაღებად .
საუფლო ლოცვის შემდგომ, ბავშვებმა მიიღეს მისი დალოცვა და კეთილი სურვილები. ახალგაზრდებისთვის დაუვიწყარი და საინტერესო გახდა ის მომენტები, როდესაც ეპარქიის წინამძღვარმა თვითონ გადასცა მათ ,, სამარელის ქისა“ ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციისგან საჩუქრები, რომლებიც დიდი ინტერესი გამოიწვია მათში.
ეს დღე ბავშვებისთვის გახდა მოულოდნელობით და დაუვიწყარი საჩუქრებით აღსავსე დღე.