შუამდგომლობითი ლოცვა თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში
2026 წლის 24 აპრილს, სომხეთში და დიასპორაში მცხოვრები სომხები პატივს მიაგებენ სომეხთა გენოციდის 111-ე წლისთავს — მოკრძალებითა და შუამდგომლობითი ლოცვით.
თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, კირაკოს ეპისკოპოს დავთიანის თავმჯდომარეობით, ეკლესიის სასულიერო პირთა და დიაკონთა მონაწილეობით და მრავალი მორწმუნის თანდასწრებით, აღევლინა შუამდგომლობითი ლოცვა გენოციდის 1,5 მილიონი უდანაშაულო მოწამის ხსოვნისათვის, რომლებიც არაადამიანური ტანჯვის შედეგად შეეწირნენ „რწმენისა და სამშობლოსათვის“.
საზოგადოებისადმი მიმართვისას, ეპარქიის წინამძღვარმა ისაუბრა მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიის მიერ ორგანიზებული და განხორციელებული საშინელი გენოციდის მსხვერპლთა შესახებ — იმ მოწამეებზე, რომლებიც დღეს უკვე წმინდანად არიან შერაცხილნი, ასევე მათზე, ვინც სასწაულებრივად გადარჩა და მთელ მსოფლიოში გაიფანტა. ისინი, ჯვარცმულ და აღმდგარ მაცხოვარზე მინდობილნი, დედა სამშობლოში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აგრძელებენ წინაპართა ხსოვნის პატივისცემას — სამართლიანობისა და სომეხთა სამართლიანი საქმის გამარჯვების რწმენით.
ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოების, კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, დამსწრეებმა ყვავილები მიიტანეს ეკლესიის ეზოში აღმართულ ხაჩქართან.
Հայերեն
ქართული
English
Русский 

