Материалы

„რაფაელ ჯავახ“-ს საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი

სომხური ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ვიკარიოს ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ საგანმანათლებლო, კულტურული და  ახალგაზრდული ცენტრი  2013 წელს დაარსდა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის ლოცვა-კურთხევით და ატარებს  ჯავახქის (ხოჯაბეკის) ცნობილი პოეტის- რაფაელ ჯავახის (რაფაელ ღარსლიანის) სახელს. ცენტრის შენობა შეძენილია ძმების - არმენ და თათულ ღარსლიანების ქველმოქმედებით.

ცენტრში ფუნქციონირებს:

✓  დეკლამატორთა სტუდია „პარნასი“

✓ მომღერალთა გუნდი„არავოტ ლუსო“ (,,განთიადი,,)

✓ ეროვნული სახვითი ხელოვნების წრე

✓ეროვნული ცეკვის ანსამბლი „წაღკაზარდი“ (,,თაიგული,,)

✓ სომხური ისტორიის შემსწავლელი ჯგუფი

✓ სომხური ეკლესიის ისტორიის შემსწავლელი ჯგუფი

✓ ინგლისური ენის კურსები

✓ საინჟინრო ლაბორატორია „არმათი“

✓სარეაბილიტაციო ცენტრი „ქაილერ“ (,,ნაბიჯები,,)

ცენტრის სასულიერო ხელმძღვანელია ნინოწმინდისა და მეზობელი სოფლების სასულიერო მოძღვარი, ღირსი მამა არმაშ მღვდელი პოღოსიანი. ცენტრის მუშაობა ხორციელდება ცენტრის საკოორდინაციო საბჭოსა და თანამშრომლების მეშვეობით. ცენტრის სასწავლო გეგმას შეიმუშავებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილება და ამტკიცებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი. კურსების დასრულების შემდეგ ტარდება გამოცდები, სატესტო სამუშაოები, საანგარიშო კონცერტები. ცენტრს აქვს 100 ადგილიანი დარბაზი საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფით, 4 სასწავლო ოთახი. სასწავლო გეგმის პარალელურად, ცენტრი აწყობს საგანმანათლებლო, კულტურულ, სასულიერო, შემეცნებითი, ფიზიკური აღზრდის ღონისძიებებს, მომლოცველობებს.

ცენტრის საქმიანობას ცენტრის საინფორმაციო განყოფილება აშუქებს და ხელმისაწვდომია როგორც საქართველოს სომეხთა ეპარქიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიის და „ნინოწმინდის სამწყსო რ.ჯ. ცენტრის“ Facebook გვერდებზე.

ცენტრის საქმიანობა ასევე მოიცავს წიგნების გამოცემას. დაარსების დღიდან „რაფაელ ჯავახ“ სერიის ფარგლებში გამოიცა არაერთი სასულიერო, მხატვრული, დოკუმენტური წიგნები,  დაიბეჭდა კალენდრები.

მისამართი: ქ.ნინოწმინდა, ერზრუმის ქ. №12

ტელეფონი: + 995 599 913 748; + 995 595 913 748

ელ. ფოსტა:   ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. , ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript., ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge