„ჰაიარტუნ“ ცენტრში დოკუმენტური ფილმის „წმინდა მოციქულთა მონასტრის ბრძოლა“ ჩვენება გაიმართა
2026 წლის 25 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრი მაყურებლით სავსე იყო. ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით გაიმართა დოკუმენტური ფილმის „წმინდა მოციქულთა მონასტრის ბრძოლა“ ჩვენება.
ფილმის ავტორი და რეჟისორია სომეხთა ისტორიის მკვლევარი, სომხური კვალის შემსწავლელი პედაგოგი რევიკ კარაპეტიანი.
ფილმი ეძღვნება ისტორიული სომხეთის მუშის ოლქში მდებარე წმინდა მოციქულთა მონასტერში (XI საუკუნე) 1901 წელს ანდრანიკ ოზანიანის ხელმძღვანელობით ფედაინების უთანასწორო, თუმცა გმირულ ბრძოლას — ერთი მუჭა ჰაიდუკების ოცდღიან წინააღმდეგობას სამიათასიან თურქულ არმიას.
ფილმი სიმბოლურად იქცა იმის დასტურად, რომ სომეხი ხალხი 24 აპრილს იხსენებს და პატივს მიაგებს სომეხთა გენოციდის 1,5 მილიონ წმინდანად შერაცხულ მოწამეს, ხოლო 25 აპრილი უკვე ადასტურებს ერის ურყევ სულს, იმედს, სამართლიანობის აღდგენის რწმენასა და მისწრაფებას.
გამომსვლელებმა მადლიერება და დაფასება გამოხატეს რევიკ კარაპეტიანის მიმართ, რომელმაც ყოველგვარი მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე საქართველოს სომხობას წარუდგინა სომეხთა ისტორიის ერთ-ერთი დიდებული ფურცელი — „წმინდა მოციქულთა მონასტრის ბრძოლა“.
დამსწრეებმა ასევე გამოთქვეს სურვილი და მოუწოდეს რევიკ კარაპეტიანს, რომ სომეხთა ისტორიული დოკუმენტური ფილმების შექმნა გაგრძელდეს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
Հայերեն
ქართული
English
Русский 
