სომხური არამატერიალური ფასეულობების შენარჩუნება ხელნაკეთობების თაობებისთვის გადაცემის, გავრცელებისა და პოპულარიზაციის გზით
სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული სლოგანით „სომხური ხელნაკეთობების თაობებისთვის გადაცემა არამატერიალური ფასეულობების შესანარჩუნებლად“ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრში, ერევნის ხალხური რეწვის მუზეუმის მასწავლებლებმა და ოსტატებმა ჩაატარეს მასტერკლასები სხვადასხვა ხელნაკეთობებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ზემოაღნიშნული ცენტრის ესთეტიკური ჯგუფის აღსაზრდელებმა, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებმა და ხელოსნობის მოყვარულებმა.
„ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორის ევგენია მარკოსიანის მისასალმებელი სიტყვისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევის შემდეგ, ოთხ სხვადასხვა ჯგუფში დამსწრეებმა ოსტატი მასწავლებლების რჩევებით სხვადასხვა ნივთების დამზადება დაიწყეს. ნაქარგების ოსტატის, არმენუჰი ხაჩატრიანის, შალის ქსოვის (თექის) ოსტატების, მარინე ღარიბიანის და წოვინარ თადევოსიანის, ასევე ხალიჩებისა და ნოხების ქსოვის ოსტატის, მარგარიტა ხაჩიანის ხელმძღვანელობითა და ინსტრუქციებით, მოსწავლეები გაეცნენ ხალხური რეწვის ახალ აღმოჩენებს, დაამზადეს სხვადასხვა სათამაშოები, თოჯინები და ნაქარგობის ნიმუშები.
იმავე დღეს, სომხეთიდან ჩამოსულმა ოსტატმა მასწავლებლებმა მასტერკლასი ჩაატარეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვჰ. თუმანიანის სახლის“ სამეცნიერო-კულტურულ ცენტრში, რათა სიმბოლურად გადაეცათ იქ დამზადებული თოჯინა „ჰაიარტუნ“ ცენტრის „წმინდა მოვსეს ხორენაცის“ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის.
მასტერკლასის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ მათ მიერ დამზადებული ნივთები ახალი წლის დღესასწაულზე გამოფენილიყო.
Հայերեն
ქართული
English
Русский 
