სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის სასულიერო პირთა მონაწილეობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაში
კვირას, 2026 წლის 22 მარტს, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები მონაწილეობდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის დაკრძალვის წესის აღსრულებაში.
სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის რუმინეთის სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ტათევ ჰაკობიანმა, ყოვლადსომეხთა კათოლიკოსის, მისი უწმინდესობის გარეგინ II-ის ლოცვა-კურთხევითა და დავალებით, დაკრძალვის წესზე წარმოადგინა წმინდა ეჯმიაწინის საკათოლიკოსო საყდარი. და იგი საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის თანხლებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გადასცა ყოვლადსომეხთა კათოლიკოსის სამძიმარი ქრისტესმიერ ძმური ეკლესიის წინამძღვრის გარდაცვალების გამო და აღავლინა სამძიმრის ლოცვა, ევედრა რა ყოვლადმოწყალე უფალს, ნათელი დაუმკვიდროს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სულს მართალთა სავანეში.
Հայերեն
ქართული
English
Русский 
