სოფელ შაუმიანისა და კარმირის სომხურ ეკლესიებში სააღდგომო ვიზიტი და კურთხევა
2026 წლის 12 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ტერ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, ღირსმა მღვდელმა ტერ კირაკოს სიმონიანმა, დიაკვან ოთარ გიგაურთან ერთად, სააღდგომო ვიზიტითა და კურთხევით იმყოფებოდა ეპარქიის შაუმიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიასა და სოფელ კარმირის წმინდა მახარებელთა სამლოცველოში.
ორივე სოფლის მორწმუნე საზოგადოება სააღდგომო ნობათით შეიკრიბა, რათა მონაწილეობა მიეღო სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის კალენდრით აღნიშნულ კრკნაზატიკის (მეორე აღდგომის) დღესასწაულში.
მამა ტერ კირაკოსმა დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევა და ახარა მათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრით აღნიშნული უფალი იესო ქრისტეს დიდებული აღდგომის სასიხარულო ხარება. მან ასევე აღავლინა მილოცვისა და კეთილი სურვილების სიტყვა.
სულიერი კურთხევით აღვსილმა მორწმუნეებმა სიხარულითა და ამაღლებული განწყობით იზეიმეს წმინდა აღდგომის დღესასწაული.
Հայերեն
ქართული
English
Русский 
