Материалы

თბილისის სომხურ ეკლესიებში აღინიშნა ქრისტეს ვნებისა და ჯვარცმის წესი

2026 წლის 3 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში აღესრულა დიდი პარასკევის ღვთისმსახურებანი. დიდი პარასკევი იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმის, სიკვდილისა და დაკრძალვის ხსენების დღეა.

ამ წმიდა საიდუმლოსთან თანაზიარების გულწრფელი სურვილით, თბილისელი სომეხი ეკლესიისმოყვარული ქალები სურბ გევორგის საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში ყვავილებითა და რტოებით შეამკეს უფლის საფლავი.

შემდგომ მორწმუნე სომხები შეიკრიბნენ ეპარქიის სხვადასხვა ეკლესიებში ერთობლივი ლოცვისათვის და უფლის ვნებათა თანაზიარებისათვის.

ამავე დღეს, დილის ჟამის მსახურების შემდეგ, ეპარქიის ეკლესიებში აღესრულა ჯვარცმის წესი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge