Материалы

ქალაქ მარნეულის ბავშვებმა „კეთილი სამარიტელის“ საჩუქრები მიიღეს

2026 წლის 2 მაისს, ქვემო ქართლის რეგიონში ვიზიტის დროს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი შეხვდა  ქალაქ  მარნეულის სომეხ ბავშვებს, რომლებიც თემის წინამძღვართან შესახვედრად იყვნენ მოსულნი მორწმუნე გოგიან ძმათა ინიციატივით.

სასულიერო მამამ თავის კურთხევასა და კეთილ სურვილებში ბავშვებს უსურვა ჯანმრთელობა, ბედნიერი ბავშვობა, კარგი სწავლა და რომ გახდნენ ერის, რწმენის, სამშობლოსა და მშობლიური კერის ერთგული მოქალაქეები.

ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ხელით და მასთან ერთად მყოფი ეპარქიის ადმინისტრაციული განყოფილების ხელმძღვანელის კარენ ერიციანისა და ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელის ემილ სარგსიანის დახმარებით, ყველა ბავშვმა მიიღო საერთაშორისო ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციის „სამარიტელის ქისა“ პროგრამის ფარგლებში „კეთილი სამარიტელის“ საჩუქრები.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge