ქრისტეს სახელდების დღესასწაულზე საღმრთო ლიტურგია
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, 2026 წლის 13 იანვარს, თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში, ღირსმა მამა ვირაპ ღაზარიანმა აღავლინა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია. საღმრთო ლიტურგია მაცხოვრის სახელდების დღესასწაულს მიეძღვნა.
საღმრთო ლიტურგიის აღმასრულებელმა მღვდელმა შესაფერის ქადაგებაში ისაუბრა დღის მნიშვნელობაზე. ებრაული კანონის თანახმად, დაბადებიდან მერვე დღეს, იესო, როგორც ყოველი ახალშობილი მამრობითი სქესის შვილი, წინადაიცვა და სახელად ეწოდა.
ამ დღეს, საღმრთო ლიტურგია აღევლინა ყველა სომხურ ეკლესიაში, ხოლო წინა დღეს, საღამოს წირვის ბოლოს, წინასადღესასწაულო წეს-ჩვეულება გაიმართა.
Հայերեն
ქართული
English
Русский 
