წმინდა ლიტურგია ტეარინდარაჯ (მირქმა) დღესასწაულთან დაკავშირებით
2026 წლის 14 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში ტეარინდარაჯ-ის დღესასწაულთან დაკავშირებით აღევლინა სადღესასწაულო წმინდა და უკვდავი ლიტურგია.
თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, სადღესასწაულო წმინდა ლიტურგია აღავლინა ღირსმა მამა კირაკოს სიმონიანმა.
საღვთო ლიტურგიის მსვლელობისას, ლიტურგიის აღმსრულებელმა მღვდელმა შესაფერისი ქადაგება წარმოთქვა ტეარინდარაჯის დღესასწაულის შესახებ და აღნიშნა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, მისი უწმინდესობა გარეგინ II-ის უმაღლესი განკარგულება, რომლითაც ტეარინდარაჯის დღესასწაული გამოცხადებულია ახალდაქორწინებულთა კურთხევის დღედ.
ღვთისმოსაობითა და უზენაესის კურთხევის მიღების სურვილით, იმ დღეს ეკლესიებში მოვიდნენ ის ახალდაქორწინებული წყვილები, რომლებიც გასული ერთი წლის განმავლობაში დაქორწინდნენ.
ხალხის მიერ საყვარელი დღესასწაული წინადღესასწაულით, ახალდაქორწინებულთა კურთხევითა და კოცონის გარშემო სიხარულით, სიმღერითა და ცეკვით აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში.
Հայերեն
ქართული
English
Русский 
