Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ბუნ ბარეკენდანი აღნიშნეს

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით, ბუნ ბარეკენდანის დღესასწაული თბილისის სომხურ თემში ხალხურ დღესასწაულად იქცა. თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში 2026 წლის 15 თებერვალს სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. დღის სულიერი შინაარსიდან გამომდინარე, მორწმუნეები დიდი მარხვის გზის დაწყებისთვის ემზადებოდნენ, რის შემდეგაც წმინდა აღდგომას აღდგომის სასიხარულო ცნობით იზეიმებდნენ.

საკვირაო წმინდა ლიტურგიის შემდეგ მორწმუნეებს ელოდათ ბარეკენდანის სიუხვით მორთული სუფრები და სადღესასწაულო მხიარული განწყობით აღსავსე ეკლესიის ეზო. ღონისძიების მიზანი იყო ხალხური ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და ეროვნული კერძების შენარჩუნება და თაობებისთვის გადაცემა.

თბილისის სურბ გევორგისა და სურბ ეჯმიაწინის სომხური ეკლესიების ჯვრის ნათლიების, არკადი ჰოვაკიმიანისა და ხაჩატურ ტერ-ბალიანის მხარდაჭერით, სხვადასხვა კერძებით — ღაფამით, სომხური ჰალვით, ტკბილი ფლავით, ფოხინდით, ნამცხვრებითა და სხვა ტკბილეულით — მორთული სუფრები მოაწყვეს ეპარქიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კარენ ერიციანმა და საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირმა (თავმჯდომარე - სუსანა ხაჩატრიანი).

დღის შინაარსის უნიკალური ინტერპრეტაცია განსაკუთრებული მზადებით წარმოადგინეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრის (დირექტორი — ევგენია მარკოსიანი) მოსწავლეებმა, ხატვის ჯგუფის მასწავლებლის ანა კარაპეტიანის ხელმძღვანელობით. ბავშვებმა წარმოადგინეს დღის გმირების — უტის ბებიისა და პას (მარხვის) ბაბუის — თოჯინები; თავადაც შენიღბდნენ და სიმღერებითა და ოთხსტრიქონებით უამბეს ბარეკენდანის მნიშვნელობის, კერძების მრავალფეროვნებისა და მომდევნო დღიდან დაწყებული დიდი მარხვის სულიერი გზისა და წესების შესახებ.

ღირსი მამა ვირაპ ღაზარიანის მიერ სუფრების კურთხევისა და მხარდამჭერთა, კერძო სპონსორების, სურბ გევორგის ეკლესიის ქალთა ჯგუფის ხელმძღვანელის აიდა ჩახოიანის, „ჰაიარტუნისა“ და „ჰოვჰანეს თუმანიანის სახლის“ ცენტრების, საქართველოს სომხური თემისა და Հ.Մ.Ը.Մ. Թիֆլիս (ჰომენეთმენ ტიფლისი) საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ მადლიერების გამოხატვის შემდეგ დაიწყო უხვი სტუმართმოყვარეობა.

დამსწრეებმა დღის სიხარული დაასრულეს მოხარშული კვერცხითა და სომხური ლავაშით — დიდი მარხვის გზაზე დადგომისა და მარხვის დასრულებისას შეღებილი კვერცხით ზეიმის სიმბოლური გადაწყვეტილებით. სომხური ეკლესიის ეზოში გაისმა მხიარული სიმღერა და მუსიკა, რამაც სიხარული და აღტაცება აღძრა ყველა მონაწილესა და სტუმარში, მათ შორის სხვა ეროვნების დამსწრეებშიც. ბუნ ბარეკენდანის მიერ ნაბოძები სადღესასწაულო განწყობა გვიანობამდე ტრიალებდა გარშემო.

2

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge