ალექსანდრე ხატისოვი — დოკუმენტური ფილმის ჩვენება
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში ყოველთვის დიდი ინტერესით მიმდინარეობს „ჩვენი დიდებულები“ სერიიდან დოკუმენტური ფილმების ჩვენება, რომელიც რეგულარულად იმართება საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს სომეხ ინტელექტუალთა კავშირის თავმჯდომარის, ენოქ თადევოსიანის ინიციატივით.
2026 წლის 24 მაისს ნაჩვენები იქნა ალექსანდრე ხატისოვს (ხატისიანს) მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი, რომლის ჩვენებასაც თავისი კურთხევით დაესწრო ეპარქიის მზრუნველი წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი.
ისტორიკოსმა ენოქ თადევოსიანმა საინტერესო და შინაარსიანი შესავლით ისაუბრა სომეხი ხალხის ისტორიის რთულ გზაზე, ჯერ კიდევ საქართველოს მეფე დავით აღმაშენებლის მმართველობის პერიოდში ქვეყანაში დამკვიდრებული სომხების თავდადებულ საქმიანობაზე, რომელსაც ყოველთვის და ყველგან თან ახლდა მათი მნიშვნელოვანი წვლილი ეკონომიკურ, სამშენებლო და კულტურულ განვითარებასა და ქვეყნის კეთილდღეობაში.
ფილმის გმირი, ალექსანდრე ხატისოვი, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში უწყვეტად იკავებდა თბილისის მერის თანამდებობას, გამოირჩეოდა გონიერი მმართველობით, განხორციელებული საქმიანობით, ქალაქისა და მისი მოსახლეობისთვის მოტანილი პროგრესითა და მიღწევებით.
ფილმში ალექსანდრე ხატისოვი ასევე წარმოდგენილია ახლადშექმნილ სომხეთის რესპუბლიკაში მისი მოღვაწეობის წლებში, რომლებიც მძიმე და მრავალი სირთულით აღსავსე იყო.
ფილმს დამსწრეთა მხრიდან ეპარქიის წინამძღვრის, ინიციატორისა და, რა თქმა უნდა, კომპანია „გრანდ ქენდის“ მიმართ მადლიერების სიტყვები მოჰყვა.
„ჩვენი დიდებულები“ სერიიდან დოკუმენტური ფილმების ჩვენება „ჰაიარტუნ“ ცენტრში კვლავ გაგრძელდება.
Հայերեն
ქართული
English
Русский 

