მოწამეების წმინდა ლუკიანე მღვდლის, წმინდა ტარაქოს, წმინდა პრობოს და წმინდა ანდრონიკესა და წმინდა პავლე მოციქულის მოწაფის წმინდა ონისიმეს ხსენების დღე
- მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-11-28
ანტიოქიის მღვდელი ლუკიანე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა III საუკუნის ბოლოს და IV საუკუნის დასაწყისში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მამის ქონება ღარიბებს დაურიგა და თავი მთლიანად ბიბლიის შესწავლას მიუძღვნა. არსებობს მოსაზრება, რომ ახალი აღთქმა ლუკიანეს კორექტირებულია.
ანტიოქიაში სასულიერო სკოლა დააარსა, მაგრამ მაქსიმინუსის დევნის დროს იგი დააპატიმრეს და გადაასახლეს ნიკომიდიაში, ციხეში იმყოფებოდა ცხრა წლის განმავლობაში, 312 წელს კი თავი მოჰკვეთეს.
წმინდა ტარაქო, წმინდა პრობო და წმინდა ანდრონიკე ჯარისკაცები განუყრელი მეგობრები იყვნენ. მათაც დევნიდნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქრისტეს რწმენის მიმდევრობისათვის, ისინი დააკავეს და აწამეს ქალაქ ტარსონსა და ანაბარზაში. მათ თავი მოჰკვეთეს ქალაქ ანაბარზაში 304 წელს.
წმინდა ონისიმე გაქცეული მონა იყო. ის რომში დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს, სადაც მან გაიცნო პავლე მოციქული, მისი ხელით მოინათლა. წმინდა პავლე მოციქული მას წერილს აძლევს, რითაც ონისიმე ყოფილი ბატონისგან პატიებას და თავისუფლებას იღებს. წმინდა ონისიმე ყველგან დაყვება წმინდა პავლეს, მისი სიკვდილის შემდეგ კი ქადაგებს ესპანეთში, საბერძნეთსა და მცირე აზიაში. ღრმა მოხუცებულობის ასაკში ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად, ტრაიანეს დევნის დროს იგი დააპატიმრეს, ქვებით ჩაქოლეს და თავი მოჰკვეთეს.