Материалы

იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-04-06

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მომდევნო შაბათი დღეს    სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში აღინიშნება იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე. სახარებების (მათე, მარკოზი) თანახმად, იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედია, რომელმაც მესიის (ქრისტეს) მოსვლა იწინასწარმეტყველა. ცხოვრობდა უდაბნოში (ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის ელიას მსგავსად), ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მოუწოდებდა მონანიებისაკენ. მონათლა მრავალი ებრაელი, მონათლა ასევე იესო ქრისტე მდინარე იორდანეში. იოსებ ფლავიუსის (ახ. წ. I საუკუნე) ცნობით, იოანე ნათლისმცემელი ჰეროდე I-ის (I საუკუნის I ნახევარი) თანამედროვე იყო. ჰეროდემ თავისი საყვარლის ჰეროდიადას საამებლად იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა.  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ წმინდა იოანე ნათლისმცემელი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის უდიდესი წმინდანია. წმინდანის სახელს ღვთისმსახურების დროს იხსენებენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ. გადმოცემის თანახმად, წმინდა გრიგოლ განმანათლებელს კესარიიდან სომხეთში ჩამოუტანია წმინდანის წმინდა ნაწილები და დაუსვენებია ქალაქ მუშთან, სადაც შემდგომში აუგიათ მონასტერი „სურბ კარაპეტ“.

წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის მორწმუნეთა მფარველი წმინდანი და ყოველი მორწმუნე, ვინც ლოცვით მიმართავს წმინდანს, იღებს მის მოწყალებას.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են