Материалы

აპრილი

წმინდა ჯვრის გამოჩენის დღესასწაული

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-04-28

ეს დღესასწაული  იერუსალიმში წმინდა ჯვრის ნიშნის გამოჩენის ხსოვნაა.  351 წელს გოლგოთადან    ზეთისხილის მთამდე ცაზე გამოჩნდა სინათლის ჯვარი. ამ    საოცარი მოვლენის შესახებ  იერუსალიმის ეპისკოპოსმა კირილემ  წერილი მისწერა კონსტანტინოპოლის  იმპერატორ კონსტანტინეს და ეს საოცარი მოვლენა მართლმადიდებლური სარწმუნოების   სიმართლის მტკიცებად მიიჩნია.  ამიტომ, კირილე იერუსალიმელი მოუწოდებს   იმპერატორ  კონსტანტინეს უარი თქვას არიანელთა დაცვაზე. იერუსალიმის  ეპისკოპოსის  კირილეს  წერილი ნათარგმნია სომხურად და ყოველწლიურად   იკითხება წმინდა ჯვრის გამოჩენის დღესასწაულზე.    სომხური  სამოციქულო ეკლესია წმინდა ჯვრის დღესასწაულს ზეიმობს წმინდა აღდგომის დღესასწაულიდან 28   დღის შემდეგ. ვინაიდან წმინდა აღდგომის დღესასწაული მოძრავია, წმინდა    ჯვრის   დღესასწაულიც მერყეობს 19 აპრილიდან   23 მაისამდე. 

წითელი კვირა

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-04-21

სომხური სამოციქულო ეკლესიის კალენდრით, აღდგომის დღესასწაულის მომდევნო კვირა დღეებს სპეციალური სიმბოლური სახელწოდებები აქვთ. წმინდა აღდგომის მომდევნო მეოთხე კვირას ეწოდება     წითელი კვირა. წითელი  ქრისტეს ეკლესიისა და რწმენისათვის თავდადებულ მოწამეთა სისხლის    სიმბოლოა. ქრისტიანობის ადრეულ პერიოდში, როდესაც ქრისტიანებს სასტიკად დევნიდნენ, ბევრმა არჩია მომკვდარიყო,  ვიდრე ეღალატა სარწმუნოების იმ   პრინციპთათვის, რომლებიც კაცობრიობას უანდერძა განხორციელებულმა ღმერთმა, იესო ქრისტემ, "უფლის თვალში საპატიოა მის  წმინდანთა   გარდაცვალება" (ფსალმ. 115:15), მაგრამ დღეს არ არის საჭირო წამება და სისხლის  ღვრა, გარდაცვალებამ, ბრძოლამ ცოდვისა და ბოროტების წინააღმდეგ და გამარჯვებამ სრულიად სხვა შინაარსი შეიძინა. „იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე,  ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად“ - განაცხადა   პავლე მოციქულმა (ებრ. 12:3-4) და ყველა ქრისტიანი დაარიგება: „რადგანაც, თუ მოკვდა, ცოდვისთვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რაკიღა ცოცხლობს, ღმერთისთვის ცოცხლობს.ასევე თქვენც მკვდრებად შერაცხეთ თავი ცოდვისთვის და ცოცხლებად - ღმრთისთვის ქრისტე იესოს მიერ“(რომ. 6:10 - 11).

მსოფლიო ქრისტიანთა სამლოცველოს კვირა (მწვანე კვირა)

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-04-14

იესო ქრისტეს  წმინდა აღდგომის დღესასწაულის მომდევნო მესამე კვირას ეწოდება  მსოფლიო ქრისტიანთა სამლოცველოს კვირა  (მწვანე კვირა), იერუსალიმის პირველი ეკლესიის დაფუძნების  ხსოვნის ნიშნად. ამ  ეკლესიად მიიჩნევა სიონის  ზედა ოთახი, სადაც   იესო ქრისტემ დააწესა წმინდა ზიარების საიდუმლო. დღესასწაული,  ხალხური გადმოცემის თანახმად, უკავშირდება  გაზაფხულზე ბუნების აღორძინებას.   

აღდგომის განახლება (ახალი კვირა)

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-04-07

აღდგომის განახლება ეწოდება სამი მიზეზის გამო.

აღდგომა თავისუფლებას ნიშნავს და ეს დღე ორმაგი თავისუფლების დღედ არის მიჩნეული. უფალმა ჩვენ ცოდვებისგან გვიხსნა, თუმცა ჩვენ ვიმყოფებით ვნებათა ზეგავლენის ქვეშ. ხოლო როდესაც უფალი ყველაფერს ახლიდან აკეთებს და ყველა საჭიროებებისაგან გვათავისუფლებს, ამას ეწოდება აღდგომის განახლება. აღდგომის განახლება ეწოდება ჩვენი აღდგომის მიზეზის გამო. ქრისტემ პირველ კვირას აღდგა თავისი სულით და სიძლიერით, ხოლო მეორე კვირას სხეულით და ჩვენ კი გარდაცვლილთაგან აღდგომით უკვდავება უნდა მოვიპოვოთ. დღესასწაულს ახალი კვირა და აღდგომის განახლება ეწოდება, რადაგნ ახლებურად აღვნიშნავთ ჩვენი სულის ხსნას, სულიერი სიხარულით და სადღესასწაულო განწყობით.

იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-04-06

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მომდევნო შაბათი დღეს    სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში აღინიშნება იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე. სახარებების (მათე, მარკოზი) თანახმად, იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედია, რომელმაც მესიის (ქრისტეს) მოსვლა იწინასწარმეტყველა. ცხოვრობდა უდაბნოში (ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის ელიას მსგავსად), ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მოუწოდებდა მონანიებისაკენ. მონათლა მრავალი ებრაელი, მონათლა ასევე იესო ქრისტე მდინარე იორდანეში. იოსებ ფლავიუსის (ახ. წ. I საუკუნე) ცნობით, იოანე ნათლისმცემელი ჰეროდე I-ის (I საუკუნის I ნახევარი) თანამედროვე იყო. ჰეროდემ თავისი საყვარლის ჰეროდიადას საამებლად იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა.  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ წმინდა იოანე ნათლისმცემელი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის უდიდესი წმინდანია. წმინდანის სახელს ღვთისმსახურების დროს იხსენებენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ. გადმოცემის თანახმად, წმინდა გრიგოლ განმანათლებელს კესარიიდან სომხეთში ჩამოუტანია წმინდანის წმინდა ნაწილები და დაუსვენებია ქალაქ მუშთან, სადაც შემდგომში აუგიათ მონასტერი „სურბ კარაპეტ“.

წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის მორწმუნეთა მფარველი წმინდანი და ყოველი მორწმუნე, ვინც ლოცვით მიმართავს წმინდანს, იღებს მის მოწყალებას.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են