Материалы

ანტიოქიის წმინდა მელიტონ პატრიარქის, წმინდა მინა ეგვიპტელის და მეორე წმინდა მელიტოს ეპისკოპოსის, წმინდა ბურა მღვდლისა და წმინდა შინუ დიაკონის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-11-13

წმინდა მელიტონ ეპისკოპოსი († 381) დაიბადა მცირე ჰაიქის ქალაქ მელიტინეში.   358 წელს გახდა მცირე ჰაიქის ქალაქ სებასტიის ეპისკოპოსი,   ხოლო 360 წელს   არჩეულ იქნა ანტიოქიის პატრიარქად. იგი ყოველთვის თავს იკავებდა   თეოლოგიური დისკუსიებისაგან   და ხალხი მისგან მოელოდა, რომ იგი შეძლებდა  რელიგიური დავის გამო დაქუცმაცებულ   ქალაქ ანტიოქიაში მშვიდობის დამყარებას. ნამდვილად, მას შესწევდა უნარი ქალაქის მოსახლეობის გულის მოგებისა.    მაგრამ  არიანელ იმპერატორ კონსტანტინეს  მიერ ორგანიზებულ ანტიოქიის კრებაზე ამხელენ მის  მართლმადიდებლობას და გადაასახლებენ. მელიტოს პატრიარქის კალამს ეკუთვნის თეოლოგიური ნაშრომი „რწმენის თხზვა“, რომელიც უამრავ დაბნეულს დაეხმარა დაბრუნებოდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. წმინდანმა მონაწილეობა მიიღო  381 წლის კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაში, თავმჯდომარეობდა მას, მაგრამ კრების დასრულებამდე გარდაიცვალა.  

წმინდა მინა  († 304)  ეროვნებით  ეგვიპტელი ოფიცერი იყო რომის არმიაში. როცა იხილა მის გარშემო არსებული სიბილწე,  უსამართლობა და ბოროტება,   გადაწყვიტა განდგომოდა ამქვეყნიურ ცხოვრებას, დასახლდა ფრუგიის მთებში. ერთ-ერთ  წარმართულ დღესასწაულზე ჩამოვიდა ხალხთან,  დაგმო   წარმართული კერპები, იქადაგა ქრისტიანული სარწმუნოება. რის გამოც იგი აწამეს და  თავი მოჰკვეთეს.

სპარსული წარმოშობის წმინდა მელიტოსი ქრისტიანი ჯარისკაცი იყო სპარსეთის ჯარში. მან უარი თქვა სამხედრო სამსახურზე, აკურთხეს  ქალაქ ბითრაზანის    ეპისკოპოსად. არაერთხელ იქნა დევნილი კერპთაყვანისმცემლების მიერ, მაგრამ აგრძელებდა მქადაგებლობით საქმიანობას და მიაღწია სპარსეთის დედაქალაქ ტიზბონამდე. აქ მან უარი განაცხადა მზის თაყვანისცემაზე და წამებულ იქნა   სპარსეთის მეფე შაპუჰის (331-378) მეფობის დროს, მასთან ერთად მოწამებრივი გვირგვინი დაიდგეს მღვდელმოწამე ბურამ და წმინდა შინუ დიაკონმა.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են