Материалы

ივნისი

წმინდა გრიგოლ განმანათლებლის მარხვის ბარეკენდანი

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-06-18

ბარეკენდანი მარხვის წინა კვირა დღეა, რომელიც ეძღვნება წმინდა გრიგოლ განმანათლებლის წმინდა ნაწილების აღმოჩენის დღესასწაულს.  გრიგოლ განმანათლებლის  წმინდა ნაწილები მიიჩნევა ქრისტიანული ეკლესიის   ერთ-ერთ  ყველაზე პატივსაცემ  სიწმინდედ. დღესასწაულს წინ უძღვის ერთკვირიანი მარხვა - ორშაბათიდან შაბათამდე.  

წმინდა ნერსეს დიდი კათოლიკოსისა და ხად ეპისკოპოსის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-06-17

სომეხთა ერთ-ერთი უნიჭიერესი კათოლიკოსია წმინდა ნერსეს დიდი კათოლიკოსი   (353-373 წლები), რომელსაც სამართლიანად მიენიჭა „დიდის“ სახელი.   ისტორიული წყაროების თანახმად, იგი  წმინდა გრიგოლ განმანათლებლის საგვარეულოდანაა. კათოლიკოს ფარენის გარდაცვალების შემდეგ სომეხთა მეფე არშაკის სამეფო კარის მსახურთმთავარი ნერსესი, ჯერ კიდევ საერო პირი, მიიჩნიეს საპატრიარქო   ტახტის საუკეთესო კანდიდატად და მეფის იძულებით იგი ხელდასხმულ იქნა კათოლიკოსად. შემდგომში საპატრიარქო ტახტის იძულებული მფლობელი გახდა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის   პირველი დიდი რეფორმატორი და თავისი ხალხის უდიდესი ქველმოქმედი.   მისი ინიციატივით მოწვეულ აშტიშატის ეროვნულ-საეკლესიო კრებაზე   (354) პირველად იქნა მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც   არეგულირებენ  სასულიერო-საეკლესიო    ცხოვრებას, განსაზღვრავენ ოჯახის მორალურ პრინციპებს. კათოლიკოსის ნერსეს დიდის ინიციატივით დაფუძნდა მონასტრები და სკოლები,   უსახლკაროთა და უმწეოთათვის  აშენდა თავშესაფარები  და საავადმყოფოები. კათოლიკოსი   მისი ხალხის გვერდით იყო ყველგან და ყოველთვის. ძირავის  ბრძოლაში გამარჯვება მიღწეულიქნა ასევე ნერსეს დიდის წყალობით, იგი მთელი ბრძოლის დროს   მთაზე  ლოცულობდა სომხური ჯარის გამარჯვებისათვის. ამგვარი უდიდესი ეროვნული და საეკლესიო ღვაწლის გამო მას „განმანათლებელი“ უწოდეს.  პატრიარქის ყველა საქმის მხარდამჭერი და თანამოაზრე იყო წმინდა ხად ეპისკოპოსი, რომელსაც  ისტორიკოსი ფავსტოს ბუზანდი უწოდებს პატრიარქ  ნერსეს დიდის თანამოტახტეს.    სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ   წმინდანად   შერაცხა   მისი ორი ერთგული შვილი და მათი ხსენების დღეს ერთად აღნიშნავენ მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაულის მომდევნო შაბათს.

წმინდა ნუნე (ნინო) და მანე ქალწულთა ხსოვნის დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-06-13

წმინდა ნუნე და მანე იმ ჰრიფსიმეანთ ქალწულთაგანნი არიან,   რომლებმაც იმპერატორ  დიოკლეტიანეს დევნის დროს დატოვეს რომი და სომხეთში ჩამოვიდნენ.   მაგრამ ამ  ორ ქალწულს   განგებით არ ეწერა თანამორწმუნეებთან ერთად წამება. სომხეთამდე მიღწეულნი  განცალკევდნენ 37 ქალწულთაგან: მანე წავიდა ეკეღიაც პროვინციის სეპუჰის მთაზე, სადაც  მღვიმეში განცალკევებით იცხოვრა. ქალწული მანე ამ მღვიმეში ცხოვრობდა   "ანგელოზის ცხოვრებით",  ლოცვითა და ღვთაებრივი ძალით გაძლიერებული. ამ   მღვიმეს შემდგომში მისი სახელით „მანეს მღვიმეს“ უწოდეს.  ისტორიკოსი საინტერესო ამბავს გადმოგვცემენ მანეს ბოლო დღეების შესახებ. იმ პერიოდში წმინდა გრიგოლ  განმანათლებელსაც სურდა საზოგადოებისაგან განცალკევება და სიცოცხლის ბოლო დღეების განმარტოებით გატარება. ამ სურვილით  შთაგონებული  სომეხთა კათოლიკოსი მიდის  დარანაღიაც მთებში, სეპუჰის მთის მღვიმესთან, სადაც ცხოვრობდა განცალკევებული მანე.  როდესაც მიუახლოვდა მღვიმეს, მანეს ხმა მოესმა, რომელიც წმინდა გრიგოლს ეუბნებოდა, რომ სამი დღის მერე მოსულიყო არჩეულ მღვიმესთან. კათოლიკოსმა შეასრულა წმინდანის სურვილი და როდესაც სამი დღის შემდეგ დაბრუნდა, წმინდანი მანე გარდაცვლილი იყო, გრიგოლმა იგი მღივემეშივე   დაკრძალა (323 წ.).

წმინდა ნუნე    (ქართულ  წყაროებში  ნინო), გადაურჩა სომეხთა მეფე ტრდატის დევნას,    საქართველოში წავიდა,  დედაქალაქ მცხეთაში,   სადაც    ცხოვრება გააგრძელა ლოცვითა და     წმინდა ცხოვრებით,  იქადაგა   და მოაქცია მთელი ხალხი.   სასწაულებისა და   ქველმოქმედებისთვის ის მიჰყავთ სამეფო კარზე. მან განკურნა ავადმყოფი დედოფალი. როდესაც მიიყვანეს დედოფალი მაყვლოვანში, დააწვინეს წმინდანის კილიკზე (უხეში ბეწვისგან დამზადებული სამოსი, რომელიც ასკეტებს ემოსათ) და დაიწყო ნუნემ ლოცვა და ვედრება ღვთის მიმართ, აიღო თავისი ჯვარი, შეახო სნეულს თავზე, ფეხებსა და მხრებზე. დედოფალი მაშინვე განიკურნა და ფეხზე წამოდგა. წმინდა ნუნემ ძვირფას საჩუქრებზე უარი განაცხადა, იქადაგა სახარება, განკურნებულმა  დედოფალმა ირწმუნა ქრისტე, ქრისტე ირწმუნეს   სხვა დიდებულებმაც.  ამ ყველაფრის შედეგად ელჩები გაგზავნეს წმინდა გრიგოლ განმანათლებელთან და მეფე ტრდატთან თხოვნით, რომ სასულიერო პირები გამოეგზავნათ თავიანთ ქვეყანაში - ნათლობების შესასრულებლად და ხალხის სამსახურისთვის. ასე გახდა წმინდა ნუნე ქართველთა მოციქული.

ბეთლემელი ყრმების, აკაკი მოწამის, მოვკიმა მღვდლისა და კოტრიატიუს ჯარისკაცის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-06-12

ბეთლემელ ყრმათა  დახოცვის ამბავს მოგვითხრობს  მათეს სახარება  (მათე: 2:16-18): "იუდეველთა მეფის" დაბადების შესახებ ბეთლემში ჩამოსული  აღმოსავლელი მოგვების მიერ გავრცელებული ამბავი  სასტიკად აშფოთებს იუდეის  მეფეს  ჰეროდეს და  ხალხს.    ეჭვიანობით აღსავსე მეფემ, რომ ვერ შეძლო ჩვილის პოვნა, ბრძანა ბეთლემსა და ქალაქის შემოგარენში მცხოვრები ორ წლამდე ბავშვების დახოცვა.   ბეთლემის უდანაშაულო ბავშვების ხოცვა, ფაქტობრივად, გახდა ქრისტეს რწმენისათვის დაღვრილი პირველი სისხლი.  ბეთლემის ჩვილ ბავშვებს სომეხთა ეკლესიამ მიუძღვნა უამრავი ლამაზი საგალობელი,   მათი ხსენების დღე კი აღინიშნება მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაულის მომდევნო ორშაბათ დღეს.   

იმავე დღეს სომეხთა ეკლესია აღნიშნავს  ქრისტეს რწმენისათვის წამებული სამი ქრისტიანი წმინდანის -  აკაკი მოწამის, მოვკიმა მღვდლისა და კოტრიატიუს  ჯარისკაცის ხსენების დღეს, მათგან პირველი წამებულ იქნა ლიკიანუს იმპერატორის დროს. მან გაუძლო არაადამიანურ ტანჯვას, ცოცხალი დარჩა მხეცებშიც კი. ნეტარ წმინდანს თავი   მოჰკვეთეს 310 წელს.  ბიზანტიაში  დაბადებული მღვდელი მოვკიმა იყო მაღალჩინოსანი ქრისტიანი,   სამხედრო მოსამსახურის შვილი.   როგორც   ქრისტიანობის თავდადებული მქადაგებელი, მრავალი  ტანჯვა-წამება განიცადა მაკედონიის ქალაქ ამფიპოლის ნაცვალისაგან, შემდეგ გაგზავნეს ბიზანტიაში, სადაც თავი მოჰკვეთეს.  წმინდანის კიდობანზე  იმპერატორმა კონსტანტინემ ააგო დიდი ეკლესია.  კერპთაყვანისმცემელი იმპერატორის დეკუსის წამების მსხვერპლი გახდა კოტრიატიუსი.  ის თავს მიიჩნევდა  "მსახურად ზეციური მეფისა", ქრისტიანული რწმენის ძალითა და ლოცვით მამაცმა წმინდანმა გაუძლო მრავალ წამებას, ამით მაგალითი უჩვენა წამებისაგან დასუსტებულ  სხვა ქრისტიანებს.     თავის რწმენაში ურყევ კოტრიატიუსს თავი მოჰკვეთეს.

წმინდა ეჯმიაწინის, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის გამოცხადებისა

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-06-11

შოღაკათის დღესასწაული მთავარ საკათედრო ტაძრის წმინდა ეჯმიაწინის ახლად გახსნის დღესასწაულია. ისტორიკოს აგათანგეღოსის გადმოცემის თანახმად, წმ. გრიგორს ქრისტე გამოეცხადა ზეციდან, რომელმაც მიწას მეხი სტყორცნა ოქროს ჩაქუჩით, ტაძრის ასაშენებელი ადგილის მისათითებლად. შესაბამისად, პატრიარქმა ეკლესიასა და თვით ქალაქსაც სახელად ეჯმიაწინი დაარქვა, რაც ნიშნავს: ”ადგილი სადაც მხოლოდშობილი დაეშვა”. წმიდანის ამ ხილვას ეწოდება „შოღაკათ“ (სინათლის წვეთი), ვინაიდან წმინდა გრიგოლ განმანათლებელი ხედავს, თუ როგორ დაეწვეთა ციდან  სინათლის სხივი. მთავარი საკათედრო ტაძარი წმინდა ეჯმიაწინი      იკურთხა 303 წელს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე.  სომეხთა ეკლესია ყოვლადწმინდა   ღვთისმშობლის მიძინების  წინა შაბათს აღნიშნავს შოღაკათის დღესასწაულს.  1700 წლის განმავლობაში სომეხთათვის სანუკვარ  მოსალოცად ქცეული მთავარი საკათედრო ტაძარი წმინდა ეჯმიაწინი სომხური წმინდა  სამოციქულო ეკლესიის რწმენის   აკვანი და   წმიდათა წმიდა ადგილია თავისი სულიერი, ეროვნული და ისტორიული მნიშვნელობით, დაარსებული ღმერთის მხოლოდშობილი ძის მიერ. წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ხილვით ღმერთი ჩამოვიდა ჩვენს სამოთხე ქვეყანაში და იწინასწარმეტყველა სომეხი ხალხის    მომავალი, როგორც ერთი რჩეული ხალხისა, რომელმაც პირველმა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა  და გულით მიიღო ზეციური მამის სიყვარულის მოძღვრება.

წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ნაწილების აღმოჩენა

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-06-24

წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ნაწილების აღმოჩენა სომეხთა უდიდესი   წმინდანის ხსოვნისადმი მიძღვნილ  სამ დღესასწაულთაგან ერთია. გადმოცემის თანახმად, წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა   სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა განმარტოებით, სეპუჰის მთის მანეს მღვიმეში, სადაც გარდაიცვალა  326 წელს. მისი ცხედარი იპოვეს მწყემსებმა, რომლებმაც  ვერ იცნეს გარდაცვლილი კათოლიკოსი და მისი   სხეული  დაფარეს ქვების გროვის ქვეშ. შემდეგ გრიგოლ განმანათლებელი   ხილვით აცნობებს  თავის მოწაფე  გარნიკ ბასენცის მისი წმინდა ნაწილების ადგილს,   რის შემდეგაც კათოლიკოსის წმინდა ნაწილებს გადააბრძანებენ და დაასვენებენ გარანაღის პროვინციის სოფელ თორდანში. წმინდა გრიგოლ განმანათლებლის წმინდა ნაწილები ყველა   ქრისტიანული ეკლესიის  ყველაზე დიდ სიწმინდეთაგანია. სომეხთა კათოლიკოსის წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი, როგორც წმინდა რელიქვია,  გადაასვენეს ვაღარშაპატში,  ბიზანტიასა და იტალიაში. წმინდა ეჯმიაწინის მთავარ საკათედრო  ტაძარში  ინახება სომეხთა  ეკლესიის    ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიწმინდე - განმანათლებლის წმინდა  მარჯვენა,   რომლითაც იკურთხება  წმინდა მირონი. წმინდა გრიგორ განმანათლებლის ნაწილების აღმოჩენის დღესასწაული აღინიშნება სულთმოფენობის დღესასწაულის შემდეგ მეოთხე შაბათ დღეს. ამ დღეს ყველა ეკლესიაში აღევლინება საღმრთო ლიტურგია.  დღესასწაულს წინ უძღვის ერთკვირიანი მარხვა და წინასადღესასწაულო ცერემონია - ნახატონაკი.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის და ათინოგენი ეპისკოპოსის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-06-08

წმინდა იოანე ნათლისმცემლის და ათინოგენი ეპისკოპოსის წმინდა ნაწილების სომხეთში გადმობრძანების ხსენების დღეა. ათინოგენი წმინდა გრიგოლ განმანათლებლის მეუღლის - მარიამის, ძმა იყო, პიტაქტონის ეპისკოპოსი, რომელიც გმირულად ეწამა თავისი რწმენისთვის. წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა, კესარიაში ხელდასხმის შემდეგ, სომხეთში ჩამოაბრძანა წმინდა იოანე ნათლისმცემლის და ეპისკოპოს ათინოგენის   წმინდა ნაწილები, დაასვენა აშტიშატში, „ინნაკნია“ სახელწოდებით ადგილას და ბაგავანში, შემდეგ აქ სამლოცველოები ააშენა. ბაგავანში ტრდატ  მეფისა და სამეფო კარის მსახურთა მონათვლის შემდეგ განმანათლებელი წმინდა წირვას აღავლინა და ყოველ წელს, ახალი წლის სტუმართმოყვარე ვანატურის დღესასწაულის ნაცვლად, იოანე ნათლისმცემლის და ათინოგენი ეპისკოპოსის   დღესასწაულის აღნიშვნა დაადგინა.

წმინდა გაიანეანთ ქალწულთა ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-06-06

37 ქრისტიან ქალწულთაგან ერთია,   რომის მთებში მდებარე წმინდა პავლეს მონასტრის მონაზონი.   დიოკლეტიანე იყო წარმართი და დევნიდა ქრისტიანებს. იმპერატორს სურდა ცოლად შეერთო ლამაზ ქალწული - ჰრიფსიმე,    რომელიც არ დაეთანხმა, და სხვა ქალწულთან ერთად   გაიქცა ალექსანდრიაში, შემდეგ - სომხეთში. ტრდატ მეფემ, გაიგო რა ქალწულთა ამბავი, თვითონ მოინდომა ლამაზი ქალწულის დაუფლება. ჰრიფსიმე გაიანესთან ერთად მიჰყავთ სასახლეში, რათა ჰრიფსიმეს  მოუწოდონ, რომ არ    შეეწინააღმდეგოს მეფეს.  ტრდატმა ვერ დაიმორჩილა ლამაზი ქალწული, რის შემდეგაც განრისხებულმა მეფემ ბრძანა  ქალწულების მოკვლა. გაიანე აწამეს და თავი მოჰკვეთეს. მისი ცხედარი წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა კიდობანში დაასვენა და დალუქა სამეფო კარის სამღვდლო-საკათოლიკოსო ბეჭდით. შემდგომში, ზუსტად ამ სამლოცველოების ადგილას ეჯმიაწინში აშენებენ  წმინდა რიფსიმეს, წმინდა გაიანეს და წმინდა შოღაკათის ეკლესიებს.

სამოციქულო ეკლესია წმინდა ქალწულთა ხსოვნის დღესასწაულს აღნიშნავს სულთმოფენობის დღესასწაულიდან ერთი კვირის შემდეგ -   ორშაბათს და სამშაბათს. მათ ხსენების დღეს სომეხთა ეკლესიებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია. დღესასწაულის წინა დღეს, საღამოს, ღვთისმსახურების შემდეგ სრულდება ქალწულებისადმი მიძღვნილი საგალობლები.

წმინდა ჰრიფსიმეანთ ქალწულთა ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-06-05

არისტოკრატიული წარმოშობის ჰრიფსიმე  37 ქრისტიან ქალწულთაგან ერთი-ერთია, რომელიც მონაზონ  გაიანესთან ერთად ცხოვრობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს    (284-305 წლებში) რომის მთებში მდებარე წმინდა პავლეს მონასტერში.  მშვენიერმა ქალწულმა   თავისი მშვენიერებით მოხიბლა   იმპერატორი, რომელმაც დაუყოვნებლივ მოინდომა ქალწულზე ქორწინება.   ღვთისმოსავი  ქალწულები არ დაემორჩილნენ იმპერატორის სურვილს და მონაზვნის წინამძღოლობით ალექსანდრიაში გაიქცნენ. გადმოცემის თანახმად,  მათ ხილვა ჰქონდათ,  მოევლინათ  ღვთისმშობელი   და უთხრა, რომ წასულიყვნენ   არარატის ქვეყანაში - სომხეთში. ქალწულები ვაღარშაპატში მიდიან, გზაში ვარაგა მთასთან გავლისას, ჰრიფსიმე  ცხოველმყოფელი ჯვრის ერთ ნაწილს,   რომელიც მას მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული და რომელსაც ყოველთვის კისერზე ატარებდა, ასვენებს სომხურ მიწაში. ეს წმინდა ნაწილი სასწაულით იპოვეს VII საუკუნეში. მას შემდეგ, სომხური სამოციქულო ეკლესია ჯვრის დღესასწაულებს შორის იწყებს ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაულის აღნიშვნასაც. ტრდატ მეფემ, გაიგო რა ქალწულთა ამბავი, თვითონ მოინდომა ლამაზი ქალწულის დაუფლება. ჰრიფსიმე გაიანესთან ერთად მიჰყავთ სასახლეში, მოუწოდებენ მას, რომ არ    შეეწინააღმდეგოს მეფეს.  მაგრამ ტრდატმა ვერ დაიმორჩილა ლამაზი ქალწული, რის შემდეგაც განრისხებულმა ბრძანა  ქალწულთა მოკვლა. წამებულ ქალწულთა ნაწილებს პოულობს და მიწას აბარებს წმინდა გრიგოლ განმანათლებელი.  ამ წმინდა ნაწილებზე სამლოცველოებს აგებს.  შემდგომ აქ აშენებენ წმინდა რიფსიმეს, წმინდა გაიანეს და წმინდა შოღაკათის ეკლესიებს. ქალწულთა  წამებას   გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა  სომეხი ხალხის ისტორიაში. მათი წამების შემდეგ,   13-წლიანი პატიმრობიდან   გაათავისუფლეს წმინდა გრიგოლ განმანათლებელი, რომელიც მოწოდებული იყო სომეხთა ქვეყანაში ქრისტეს ნათელის გასავრცელებლად.    

სომეხთა სამოციქულო ეკლესია წმინდა ქალწულთა ხსოვნის დღესასწაულს აღნიშნავს სულთმოფენობის დღესასწაულიდან ერთი კვირის შემდეგ -   ორშაბათს და სამშაბათს. მათ ხსენების დღეს სომეხთა ეკლესიებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია. დღესასწაულის წინა დღეს, საღამოს, ღვთისმსახურების შემდეგ სრულდება ქალწულებისადმი მიძღვნილი საგალობლები.

წმინდა კირაკოსისა და მისი დედის - წმინდა იუდიტას ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-06-29

წმინდა იუდიტა  ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი ქალი იყო, მას სამი წლის ბავშვი ჰყავდა, რომელსაც კირაკოსი ერქვა.  როდესაც ქრისტიანების დევნა   დაიწყო, იგი მიიმალა ტარსონში. მაგრამ აქაც ვერ იყო   მშვიდად, ვინაიდან დევნა გრძელდებოდა.  წმინდანებს აპატიმრებენ და აწამებენ.  პატარა კირაკოსი ხედავდა რა დედის წამებას, ძლიერად ტიროდა, მსაჯულის თბილი სიტყვების მიუხედავად, ქრისტეს რწმენით გაძლიერებული, დედის სიტყვებს იმეორებდა:  "მე ვარ ქრისტიანი და   თაყვანს ვცემ ჩვენს უფალს - იესოს."  

ბავშვი ცდილობდა მსაჯულის ხელიდან გათავისუფლებას და დედასთან მისვლას.  მან მოსამართლეს ძლიერ დაარტყა ხელზე, ხოლო ამ უკანასკნელმა ბავშვი კიბეზე დააგორა.  კირაკოსმა თავი ქვას დაარტყა  და სული განუტევა,  შეუერთდა ბეთლემელ უდანაშაულო ჩვილთა გუნდს, მისი დედა- წმინდა იუდიტა – კი ადიდებდა  უფალს იმის გამო, რომ მისი შვილი ქრისტესთვის ეწამა. დედასაც წარმოუდგენელი წამება ელოდა, ბოლოს მას თავი მოჰკვეთეს.  ეს მოხდა   305 წელს. სომხურმა ეკლესიამ კირაკოსს მიუძღვნა სპეციალური შარაკანი (სასულიერო ჰიმნი, საგალობელი).

წინასწარმეტყველ დანიელისა და სამი ყმაწვილის - შადრაქის, მეშაქისა და აბედ-ნეგოს ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-06-27

წმინდა დანიელი  ძველი აღთქმის ოთხ დიდ  წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთია. დანიელის წიგნი შედგება 14 თავისგან და დაწერილი უნდა იყოს ქრისტეშობამდე VII-VI საუკუნეებში. წმინდა დანიელი  ებრაელი იოვაკიმის  მეფობის დროს (ძველი წელთაღრიცხვის 597 წ.) ტყვედ წაყვანილი ერთ-ერთი ბაბილონელი ჭაბუკია, რომელიც აღიზარდა   ნაბუქოდონოსორის სამეფო კარზე და   მოგვიანებით, თავისი გონებისა და ნიჭის წყალობით, სამეფო კარზე მიიღო მნიშვნელოვანი თანამდებობა. ორი მამაკაცის მიერ ერთი ქალის, სახელად შუშანის, უსაფუძვლოდ დადანაშაულებისაგან   გადარჩენისა და    მეფე ნაბუქოდონოსორის სიზმრის კომენტირების შემდეგ,   დანიელი   დიდ სახელს იხვეჭს  (თავი 10). დანიელის წარმატება შურით აღავსებთ სხვა თანამდებობის პირებს, ისინი  დანიელს ბრალს სდებენ     სხვა ღმერთების თაყვანისცემაში  და მეფისგან მოითხოვენ დანიელის ჩაგდებას  ლომების  ხაროში. მეორე დღეს, როდესაც მეფე პირადად მიდის ერთგული და გონიერი მოხელის   დაკარგვის საგლოვიაროდ,  გაკვირვებული რჩება.   მეფის გლოვის საპასუხოდ, დანიელი ეხმიანება მას და ამბობს: „ ჩემმა ღმერთმა  ანგელოზი  გამომიგზავნა, მან პირი შეუკრა ლომებს და მათაც არა მავნეს რა, ღვთის წინაშე სუფთა აღმოვჩნდი. და არც შენს წინაშე მიმიძღვის ბრალიო. დიდად გაიხარა დარიოსმა და ბრძანა მისი ხაროდან ამოყვანა. მან ნახა, რომ დანიელი მართლაც უვნებელი იყო. მეფის ბრძანებით, მოიყვანეს ისინი, ვინც დააბეზღეს უცოდველი დანიელი და ლომებთან ჩაყარეს. მხეცებმაც ჰაერშივე დაიჭირეს და დაფლითეს ისინი.

ანანია, აზარია და მისაელი. სასახლეში მათ სახელები შეუცვალეს და დაარქვეს -      შადრაქი,   მეშაქი,  აბედ-ნეგო. ახალგაზრდები აღიზარდნენ სამეფო კარზე წინასწარმეტყველ დანიელთან ერთად    და დანიელ  წინასწარმეტყველის მსგავსად შეინარჩუნეს  რწმენა.      ერთხელ ზეიმის დროს, როდესაც ყველა თაყვანს სცემდა მეფე ნაბუქოდონოსორის ოქროს კერპს,   შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო უარს აცხადებენ კერპის თაყვანისცემაზე.   მეფემ ისინი ჩაყარა   ღუმელში, მაგრამ ისინი კვლავ ადიდებდნენ უფალსა და უფლის  მფარველი ანგელოზის მეშვეობით გადარჩნენ. ამ  სასწაულის    მოწმე ნაბუქოდონოსორი   ათავისუფლებს ახალგაზრდებს,   ადიდებს   მათ, აკურთხებს   და თაყვანს სცემს ღმერთს.   წინასწარმეტყველ  დანიელისა და    მისი სამი მეგობრის ხსენების დღე აღინიშნება  სულთმოფენობის შემდეგ მეოთხე კვირა დღის მომდევნო   სამშაბათს.  

წმინდა მოწამეების ანტონინეს, თეოფილეს, ანიკიტეს და ფოტინეს ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-06-26

წმინდა ანტონინე  ცხოვრობდა ალექსანდრიაში, მან არ მოისურვა  კერპებისთვის  მსხვერპლის შეწირვა, რის გამოც  სასტიკი წამება განიცადა, შემდეგ იგი ცეცხლზე დაწვეს. ნიკომიდელი    ორი დიდებული - ანიკიტე  და მისი ძმისშვილი ფოტინე, რომლებიც ესწრებოდნენ დიოკლეტიანეს მიერ  ქრისტიანების დევნის დაწყების შესახებ  ქარტიის კითხვას,    უშიშარად გამოვიდნენ     და იმპერატორის წინაშე ხმამაღლა აღიარეს  მათი  რწმენა  და იქადაგეს  მისი სიძლიერე.      სამი წლის პატიმრობისა    და სასტიკი წამების შემდეგ, კვლავ ერთგულნი რჩებიან თავიანთი რწმენისა, რისთვისაც    ნეტარი წმინდანები, სხვა მოწამეებთან ერთად, ცოცხლად დაწვეს.  

ლიბიელი დიაკვანი თეოფილე  წამებულია კერპთაყვანისმცემელ მაქსიმინუსის მეფობის დროს, ქრისტეს  რწმენის  უშიშრად ქადაგებისათვის.

 ამ წმინდანების ხსენების დღე  სომხურ სამოციქულო ეკლესიაში აღინიშნება სულთმოფენობის შემდეგ,   მეოთხე კვირა დღის მომდევნო ორშაბათს.

წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ნაწილების აღმოჩენა

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-06-24

წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ნაწილების აღმოჩენა სომეხთა უდიდესი   წმინდანის ხსოვნისადმი მიძღვნილ  სამ დღესასწაულთაგან ერთია. გადმოცემის თანახმად, წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა   სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა განმარტოებით, სეპუჰის მთის მანეს მღვიმეში, სადაც გარდაიცვალა  326 წელს. მისი ცხედარი იპოვეს მწყემსებმა, რომლებმაც  ვერ იცნეს გარდაცვლილი კათოლიკოსი და მისი   სხეული  დაფარეს ქვების გროვის ქვეშ. შემდეგ გრიგოლ განმანათლებელი   ხილვით აცნობებს  თავის მოწაფე  გარნიკ ბასენცის მისი წმინდა ნაწილების ადგილს,   რის შემდეგაც კათოლიკოსის წმინდა ნაწილებს გადააბრძანებენ და დაასვენებენ გარანაღის პროვინციის სოფელ თორდანში. წმინდა გრიგოლ განმანათლებლის წმინდა ნაწილები ყველა   ქრისტიანული ეკლესიის  ყველაზე დიდ სიწმინდეთაგანია. სომეხთა კათოლიკოსის წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი, როგორც წმინდა რელიქვია,  გადაასვენეს ვაღარშაპატში,  ბიზანტიასა და იტალიაში. წმინდა ეჯმიაწინის მთავარ საკათედრო  ტაძარში  ინახება სომეხთა  ეკლესიის    ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიწმინდე - განმანათლებლის წმინდა  მარჯვენა,   რომლითაც იკურთხება  წმინდა მირონი. წმინდა გრიგორ განმანათლებლის ნაწილების აღმოჩენის დღესასწაული აღინიშნება სულთმოფენობის დღესასწაულის შემდეგ მეოთხე შაბათ დღეს. ამ დღეს ყველა ეკლესიაში აღევლინება საღმრთო ლიტურგია.  დღესასწაულს წინ უძღვის ერთკვირიანი მარხვა და წინასადღესასწაულო ცერემონია - ნახატონაკი.

წმინდა იმპერატორ კონსტანტინესა და მისი დედის - ელენეს ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-06-20

იმპერატორი კონსტანტინე (დაბადებული: იუგოსლავიის  ქალაქ   ნიშში),    რომის იმპერიის  ერთ-ერთი გამოჩენილი პირია. მან ეკლესია ოფიციალურად გაათავისუფლა 250-წლიანი   დევნისაგან და 313 წელს მილანში გამოსცა ედიქტი, რომლითაც ქრისტიანობა გამოაცხადა  ნებადართულ რელიგიად.    იმპერატორის ბრძანებით,  325 წელს ქ.ნიკეაში ჩატარდა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება. ამ კრებამ დაგმო არიოზის ერესი, რომელიც უარყოფდა იესო ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას  და ხაზი გაუსვა იმას, რომ ძე შობილია და არა ქმნილი, დაადგინა რწმენის სიმბოლო, რომ  ძე არის  „ერთარსი მამისა“, ის ღმერთია.    მან დიდი  წვლილი შეიტანა უფლის წმინდა ადგილებში - იერუსალიმსა და ბეთლემში   - დიდებული ტაძრების აშენებაში. კონსტანტინე იყო ასევე დიდი სარდალი, რომელიც ყოველთვის იმარჯვებდა ომებში. გადმოცემის თანახმად, რომის თვითგამოცხადებულ იმპერატორ მაქსენტისთან გადამწყვეტი ბრძოლის წინ წმინდა კონსტანტინე  უფალს ევედრებოდა, რომ ზეცით მოეცა ნიშანი, რომელიც მის მომხრეებს გაამხნევებდა. მართლაც, ცაზე გამოჩნდა ჯვარი წარწერით: „ამით სძლევ“. ამ ნიშნით კონსტანტინე გადის საბრძოლველად და იმარჯვებს. გარდაიცვალა 337 წელს. სიცოცხლის ბოლოს იმპერატორმა ნათელ-იღო.     იმპერატორის თანამოაზრე იყო მისი დედა წმინდა ელენე. იმპერატორს სურვილი ჰქონდა მოეძებნა ცხოველმყოფელი ჯვარი, რომელზეც გაკრული იყო ჩვენი უფალი იესო ქრისტე.  

წმინდა ელენე დედოფალს მიეწერება 327 წელს იერუსალიმში ჯვრის აღმოჩენა.   პიროვნება, სახელად  იუდა,   დედოფალს უთითებს იმ ადგილს, სადაც  შეიძლება იყოს ქრისტესა და ორი ყაჩაღის ჯვრები.  ღვთისმოსავ დედოფალს რიგ-რიგობით ჯვრებთან ახლოს მიაქვს ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდის გვამი, ცხოველმყოფელი ჯვრის ძალით ახალგაზრდა ცოცხლდება.  ჯვრის აღმოჩენის შემდეგ  კირილე  პატრიარქმა ჯვარი აღმართა ქრისტიანთა სანახავად. ელენეს თხოვნით, იერუსალიმში და მის შემოგარენში ეკლესიებსა და მონასტრებს აგებენ, სადაც თვითონვე მსახურობს. დედაქალაქში დაბრუნებული დედოფალი 327 წელს აღესრულა და ქრისტიანთა გულებში კეთილი ხსოვნა დატოვა.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են