Материалы

მარტი

მსაჯულის კვირა

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-03-30

დიდი მარხვის მეხუთე კვირას  მსაჯულის კვირა ეწოდება.  დღის საიდუმლოს ხსნის ქვრივი ქალისა და მსაჯულის იგავი (ლუკა 18:1-5).    იგავი იმის შესახებაა, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ. „ერთ ქალაქში იყო ერთი მსაჯული, ღვთისა არ ეშინოდა და ხალხისა არ რცხვენოდა. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი. მივიდა მასთან და უთხრა: „დამიცავი ჩემი მოქიშპისაგან“. დიდხანს უარობდა. მერე თავისთვის თქვა: „მართალია, ღვთისა არ მეშინია და ხალხისა არ მრცხვენია, მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და თავი არ მომაბეზროს“. თქვა უფალმა: „გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული? განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი? თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როცა ძე კაცისა მოვა, ნეტა ჰპოვებს ამქვეყნად რწმენას?“

ორმოცი წმინდა ყრმის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-03-29

IV საუკუნის დასაწყისში  წამებული ორმოცი მოწამე პატარა ჰაიქის (მცირე ჰაიქის) სხვადასხვა ქალაქებიდან   იყო და ქალაქ სებასტიის საიმპერატორო ჯარის სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა. როცა იმპერატორი ლუკინიუსის ბრძანებით დუქსმა ლუსიასმა დაკითხა სამხედროები - ჯარში ქრისტიანი ჯარისკაცების გამოვლენის მიზნით, 40 მათგანი, რწმენის ერთგულნი, გაბედული პასუხებით    აღიზიანებენ მოსამართლეს  და მათ აპატიმრებენ.    ზამთრის ცივ ღამეს, ისინი ჩაყარეს სებასტიის მახლობლად მდებარე ტბაში, ერთმა მათგანმა ვერ გაუძლო წამებას, ამოვიდა ტბიდან და გაიქცა იქვე   მახლობლად მდებარე ქოხში, თუმცა აღასრულა სიცოცხლე, ვერც მიწიერი სიცოცხლე შეინარჩუნა, ვერც ზეციერს მიაღწია.     გარიჟრაჟზე  ყველა მოწამე გამოჩნდა ნათლის   გვირგვინით შემკობილი. მცველ ჯარისკაცთაგან ერთმა ეს რომ დაინახა,  ქრისტეს რწმენით აღივსო,  ტბაში ჩავარდა და მათსავით გვირგვინოსანი გახდა.   ღვთაებრივი   სასწაულით ზამთრის ყინვას გაუძლეს მოწამეებმა, დილით კი ისინი აწამეს. მათი ნაწილები დასვენებულია სებასტიაში, სადაც შემდგომში ააშენეს „40 ყრმის“ სახელწოდებით 40 გუმბათოვანი  ტაძარი, რომელიც თემურლენგის შემოსევამდე იდგა.   წმინდა მოწამეთა ამბავი მოგვიწოდებს -  ცხოვრების  ყველა სირთულეშიც კი ერთგულნი ვიყოთ ქრისტეს რწმენისა, გავუმკლავდეთ    ვნებებს, რათა გვეღირსოს   ზეციური გვირგვინი.

განზოგება (გაშუალედება)

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-03-26

განზოგებაზე დიდი მარხვა არ წყდება, ანუ ვინც მარხულობს, აგრძელებს მარხვას.  მალაქია ორმანიანის თანახმად, სახელწოდება განზოგება  ეწოდება დღეს, რომელიც აშუალედებს დიდ მარხვას, რომელსაც სადღესასწაულო მნიშვნელობა არა აქვს. განზოგებაა დიდი მარხვის მეოთხე ოთხშაბათი ანუ 24-ე დღე.  განზოგებიდან დაწყებული სიმშვიდის ღვთისმსახურების დროს ასრულებენ “სტეღის” საგალობლებს.

ხალხური ტრადიციის თანახმად, ამ დღეს დიასახლისები აცხობენ ბაღარჯს (კვერს), რომელშიც ათავსებენ მონეტას. მას, ვისაც შეხვდება მონეტა, იმ წელს წარმატება ექნება.

მოურავის კვირა

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-03-23

დიდი მარხვის მეოთხე კვირას მოურავის კვირა ეწოდება, დღის საიდუმლო  აიხსნება უსამართლო მოურავის არაკით.   ამას მოიხსენიებს მხოლოდ ლუკას სახარება.   არაკის შინაარსი შემდეგია: ერთ მდიდარ კაცს ჰყავდა მნე. ამბავი მოუტანეს, რომ მნე ანიავებდა მის ქონებას. დაიბარა და ანგარიში მოსთხოვა. მნე ფიქრობდა: „რა ვქნა, პატრონი მართმევს სამნეოს“. დაიბარა თავისი ბატონის ყველა მოვალე   და მათ დაუთმო   ვალის ნაწილი.   შეაქო ბატონმა უსამართლო მნე, ხერხიანად რომ მოიქცა. ერთი შეხედვით, თითქოს, წინააღმდეგობა არის ამ ქებაში. მაგრამ, უსამართლო მმართველმა       მოვალეებს უბოძა ის, რაც თავის სასარგებლოდ ეწერა, ვალის ბოძებით არანაირი ზიანი არ მიაყენა პატრონს.  რადგან ამ სოფლის ძენი ნათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ მოდგმაში.  და მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონისგან, რომ, როცა გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სავანეში.  მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია; და ვინც მცირედშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა.   ჰოდა, თუ უსამართლო მამონას არ უერთგულეთ, ჭეშმარიტს ვინ განდობთ?  და თუ სხვისას არ უერთგულებთ, თქვენსას ვინ მოგცემთ?  არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს. ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც!“. სანაქებოა  უარის თქმა, რაც  ზუსტად მარხვის აზრია. 

მარხვა ადამიანს სძენს რაიმე  ცდუნებაზე უარის თქმის უნარს,   საიდანაც იწყება თვითშეკავება. არაკის   ალეგორიული მნიშვნელობა ისაა, რომ მდიდარი კაცი უფლის განსახიერებაა, მნე კი - ცოდვილის, ვინც დიდი დროის მანძილზე ანიავებს უფლის ბოძებულს იქამდე, სანამ უფალი მას პასუხსაგებად არ იბარებს.   უსამართლო მმართველი ასახიერებს ყველა იმას, ვინც მოინანია,   მიუტევა მევალეებს   და გახდა   ანგელოზთა და სამართლიანთა საყვარელი.

იერუსალიმის პატრიარქი წმინდა იოანეს, სომეხთა კათოლიკოსის წმინდა ჰოვანეს ოძნელის (ოძუნელის), ვარდაპეტების წმინდა ჰოვჰან ვოროტნეცისა და წმინდა გრიგორ ტათევაცის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-03-22

დიდი მარხვის მესამე შაბათ  დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია  აღნიშნავს გამოჩენილი თეოლოგების - სასულიერო პირების წმინდა ჰოვანეს ოძნელი კათოლიკოსის, წმინდა ჰოვჰან ვოროტნეცის და წმინდა  გრიგორ ტათევაცი ვარდაპეტის ხსენების დღეს. წმინდა ჰოვანეს ოძნეცი, რომელსაც ასევე „იმასტასერს“ უწოდებდნენ, სომეხთა ეკლესიის წმინდანად შერაცხილი ერთ-ერთი კათოლიკოსია. ისტორიკოსების ცნობების თანახმად, გარდა სულიერი და ინტელექტუალური სრულყოფისა, ის   გამოირჩევა ასევე ელეგანტურობით. კათოლიკოსობის  11 წელი (717-728 წწ.) წმინდა ჰოვანეს ოძნეცი კათოლიკოსი უმკლავდებოდა  არაბულ  და ბიზანტიურ შევიწროებებს, იბრძოდა   სექტანტობის   წინააღმდეგ. წმინდა კათოლიკოსმა ჰოვანეს ოძნეციმ  დაგვიტოვა    მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა. მისი „სომხურ კანონთა კრებული“ სომხურ სინამდვილეში პირველი დიდი იურიდიული    კრებულია, სადაც თავმოყრილია საეკლესიო  კანონები, იგი ასევე ცნობილია როგორც ავტორი  მრავალი საეკლესიო თხზულებისა.   წმინდა ჰოვანეს კათოლიკოსის  მთავარ  ინიციატივად ითვლება 726 წლის დვინის კრება შეკრებილი   სომხური ეკლესიის კეთილმოწყობისათვის, ასევე იმავე წლის მანაზკერტის კრება, რომელიც შეიკრიბა სომხურ  და სირიულ  ეკლესიებს შორის კავშირის გასამტკიცებლად.  კათოლიკოსის   წმინდა ჰოვანეს ოძნეცის საფლავი მდებარეობს თავის მშობლიურ ოძუნთან - სოფელ არდვის სრბანეს (სურბ ჰოვანეს) ეკლესიის ეზოში,   რომელიც გახდა სანუკვარი მოსალოცი ადგილი მორწმუნე სომეხთათვის. 

ერთმანეთთანაა დაკავშირებული   წმინდა ჰოვჰან ვოროტნეცი (1315-1388)   და წმინდა  გრიგორ ტათევაცი (1346-1410) ვარდაპეტების  სახელები.  წმინდა  გრიგორ ტათევაცი, სომეხთა ეკლესიის   სწავლული და უდიდესი თეოლოგი, სწავლობდა  წმინდა ჰოვჰან ვოროტნეცისთან, შემდგომში  განავითარა  თავისი მასწავლებლის   მიერ დაარსებული ცნობილი ტათევის სკოლა. იგი ავტორია უაღრესად ღირებული სასულიერო ნაშრომებისა და ქადაგებებისა, რომელთაგან გამოირჩევა „გირქ ჰარცმანც“ და ქადაგებების წიგნები. ტათევაცის ჩანაწერების წყალობით მოაღწია ჩვენამდე წმინდა ჰოვანეს ვოროტნეცის  ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ. ჰოვჰან კათოლიკოსი ცნობილი მქადაგებელი იყო.

უძღები შვილის კვირა

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-03-16

სომეხთა სამოციქულო ეკლესიას მორწმუნეთათვის დაწესებული აქვს მონანიებისა და მარხვის პერიოდი, რომლის ყოველ კვირა დღეს, ბიბლიის რომელიმე ისტორიის შესაბამისად,  აქვს თავისი სახელწოდება. დიდი მარხვის მესამე კვირა დღეს  უძღები შვილის კვირა ეწოდება, ლუკას სახარების    უძღები შვილის შესახებ იგავის შესაბამისად (იხ. ლუკა 15:11-32), ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. უმცროს შვილს მისი თხოვნით მამამ ქონებიდან თავისი წილი მისცა. ის წავიდა შორეულ ქვეყანაში, დაიწყო იქ უწესოდ ცხოვრება და გაფლანგა ყველაფერი. მალე იმ ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო. ის ღორის მწყემსად დაუდგა ერთ იქაურ კაცს და მოხარული იქნებოდა, ღორების საჭმელი რომ მაინც ჰქონოდა თავისთვის, მაგრამ იმასაც არ აძლევდნენ. გაჭირვებამ ჭკუა ასწავლა: გაახსენდა მამა, სინანული იწყო და გადაწყვიტა, მამასთან დაბრუნებულიყო და მოჯამაგირედ მაინც დასდგომოდა. ასეც მოიქცა. როცა მამამ ის შორიდან დაინახა, შეებრალა, მიეგება, გადაეხვია და კოცნა დაუწყო. შემდეგ მოსამსახურეებს უბრძანა, შეემოსათ იგი საუკეთესო ტანსაცმლით, ბეჭედი წამოეგოთ თითზე, ფეხსაცმელი ჩაეცმიათ და ლხინი გაემართათ.   უფროსმა შვილმა   იწყინა და არ უნდოდა სახლში შესვლა. გამოვიდა მამა მის დასაძახებლად, მაგრამ მან უპასუხა: „შენ ჩემთვის ერთი თიკანიც არ მოგიცია არასდროს, რომ მეგობრებთან მომელხინა, ხოლო მისთვის, რომელმაც თავისი ქონება გაფანტა უწესოდ, დაკალი ნასუქი ხბო“. მამამ უთხრა: „შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და ყოველივე ჩემი შენია. ჩვენ ის უნდა გვიხაროდეს, რომ შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. უფროსი და უმცროსი შვილები სამართლიანი და  ცოდვილი სულებია, და როგორც მამა იღებს უძღებ  შვილს, ისევე ღმერთი იღებს ცოდვილს, რომელმაც მოინანია.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge