Материалы

წმინდა ნუნე (ნინო) და მანე ქალწულთა ხსოვნის დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-06-13

წმინდა ნუნე და მანე იმ ჰრიფსიმეანთ ქალწულთაგანნი არიან,   რომლებმაც იმპერატორ  დიოკლეტიანეს დევნის დროს დატოვეს რომი და სომხეთში ჩამოვიდნენ.   მაგრამ ამ  ორ ქალწულს   განგებით არ ეწერა თანამორწმუნეებთან ერთად წამება. სომხეთამდე მიღწეულნი  განცალკევდნენ 37 ქალწულთაგან: მანე წავიდა ეკეღიაც პროვინციის სეპუჰის მთაზე, სადაც  მღვიმეში განცალკევებით იცხოვრა. ქალწული მანე ამ მღვიმეში ცხოვრობდა   "ანგელოზის ცხოვრებით",  ლოცვითა და ღვთაებრივი ძალით გაძლიერებული. ამ   მღვიმეს შემდგომში მისი სახელით „მანეს მღვიმეს“ უწოდეს.  ისტორიკოსი საინტერესო ამბავს გადმოგვცემენ მანეს ბოლო დღეების შესახებ. იმ პერიოდში წმინდა გრიგოლ  განმანათლებელსაც სურდა საზოგადოებისაგან განცალკევება და სიცოცხლის ბოლო დღეების განმარტოებით გატარება. ამ სურვილით  შთაგონებული  სომეხთა კათოლიკოსი მიდის  დარანაღიაც მთებში, სეპუჰის მთის მღვიმესთან, სადაც ცხოვრობდა განცალკევებული მანე.  როდესაც მიუახლოვდა მღვიმეს, მანეს ხმა მოესმა, რომელიც წმინდა გრიგოლს ეუბნებოდა, რომ სამი დღის მერე მოსულიყო არჩეულ მღვიმესთან. კათოლიკოსმა შეასრულა წმინდანის სურვილი და როდესაც სამი დღის შემდეგ დაბრუნდა, წმინდანი მანე გარდაცვლილი იყო, გრიგოლმა იგი მღივემეშივე   დაკრძალა (323 წ.).

წმინდა ნუნე    (ქართულ  წყაროებში  ნინო), გადაურჩა სომეხთა მეფე ტრდატის დევნას,    საქართველოში წავიდა,  დედაქალაქ მცხეთაში,   სადაც    ცხოვრება გააგრძელა ლოცვითა და     წმინდა ცხოვრებით,  იქადაგა   და მოაქცია მთელი ხალხი.   სასწაულებისა და   ქველმოქმედებისთვის ის მიჰყავთ სამეფო კარზე. მან განკურნა ავადმყოფი დედოფალი. როდესაც მიიყვანეს დედოფალი მაყვლოვანში, დააწვინეს წმინდანის კილიკზე (უხეში ბეწვისგან დამზადებული სამოსი, რომელიც ასკეტებს ემოსათ) და დაიწყო ნუნემ ლოცვა და ვედრება ღვთის მიმართ, აიღო თავისი ჯვარი, შეახო სნეულს თავზე, ფეხებსა და მხრებზე. დედოფალი მაშინვე განიკურნა და ფეხზე წამოდგა. წმინდა ნუნემ ძვირფას საჩუქრებზე უარი განაცხადა, იქადაგა სახარება, განკურნებულმა  დედოფალმა ირწმუნა ქრისტე, ქრისტე ირწმუნეს   სხვა დიდებულებმაც.  ამ ყველაფრის შედეგად ელჩები გაგზავნეს წმინდა გრიგოლ განმანათლებელთან და მეფე ტრდატთან თხოვნით, რომ სასულიერო პირები გამოეგზავნათ თავიანთ ქვეყანაში - ნათლობების შესასრულებლად და ხალხის სამსახურისთვის. ასე გახდა წმინდა ნუნე ქართველთა მოციქული.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են