Материалы

წმინდა ჰრიფსიმეანთ ქალწულთა ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-06-05

არისტოკრატიული წარმოშობის ჰრიფსიმე  37 ქრისტიან ქალწულთაგან ერთი-ერთია, რომელიც მონაზონ  გაიანესთან ერთად ცხოვრობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს    (284-305 წლებში) რომის მთებში მდებარე წმინდა პავლეს მონასტერში.  მშვენიერმა ქალწულმა   თავისი მშვენიერებით მოხიბლა   იმპერატორი, რომელმაც დაუყოვნებლივ მოინდომა ქალწულზე ქორწინება.   ღვთისმოსავი  ქალწულები არ დაემორჩილნენ იმპერატორის სურვილს და მონაზვნის წინამძღოლობით ალექსანდრიაში გაიქცნენ. გადმოცემის თანახმად,  მათ ხილვა ჰქონდათ,  მოევლინათ  ღვთისმშობელი   და უთხრა, რომ წასულიყვნენ   არარატის ქვეყანაში - სომხეთში. ქალწულები ვაღარშაპატში მიდიან, გზაში ვარაგა მთასთან გავლისას, ჰრიფსიმე  ცხოველმყოფელი ჯვრის ერთ ნაწილს,   რომელიც მას მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული და რომელსაც ყოველთვის კისერზე ატარებდა, ასვენებს სომხურ მიწაში. ეს წმინდა ნაწილი სასწაულით იპოვეს VII საუკუნეში. მას შემდეგ, სომხური სამოციქულო ეკლესია ჯვრის დღესასწაულებს შორის იწყებს ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაულის აღნიშვნასაც. ტრდატ მეფემ, გაიგო რა ქალწულთა ამბავი, თვითონ მოინდომა ლამაზი ქალწულის დაუფლება. ჰრიფსიმე გაიანესთან ერთად მიჰყავთ სასახლეში, მოუწოდებენ მას, რომ არ    შეეწინააღმდეგოს მეფეს.  მაგრამ ტრდატმა ვერ დაიმორჩილა ლამაზი ქალწული, რის შემდეგაც განრისხებულმა ბრძანა  ქალწულთა მოკვლა. წამებულ ქალწულთა ნაწილებს პოულობს და მიწას აბარებს წმინდა გრიგოლ განმანათლებელი.  ამ წმინდა ნაწილებზე სამლოცველოებს აგებს.  შემდგომ აქ აშენებენ წმინდა რიფსიმეს, წმინდა გაიანეს და წმინდა შოღაკათის ეკლესიებს. ქალწულთა  წამებას   გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა  სომეხი ხალხის ისტორიაში. მათი წამების შემდეგ,   13-წლიანი პატიმრობიდან   გაათავისუფლეს წმინდა გრიგოლ განმანათლებელი, რომელიც მოწოდებული იყო სომეხთა ქვეყანაში ქრისტეს ნათელის გასავრცელებლად.    

სომეხთა სამოციქულო ეკლესია წმინდა ქალწულთა ხსოვნის დღესასწაულს აღნიშნავს სულთმოფენობის დღესასწაულიდან ერთი კვირის შემდეგ -   ორშაბათს და სამშაბათს. მათ ხსენების დღეს სომეხთა ეკლესიებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია. დღესასწაულის წინა დღეს, საღამოს, ღვთისმსახურების შემდეგ სრულდება ქალწულებისადმი მიძღვნილი საგალობლები.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են