წალკის რაიონის სოფელ ბურნაშეთის (წმ. ღვთისმშობლის ) სურბ ასტვაწაწინ სამლოცველო
2016 წლის 10 სექტემბერს, წალკის რაიონის სოფელ ბურნაშეთის სურბ ასტვაწაწინის სამლოცველო აკურთხეს.
ავეტისიანების საგვარეულოდან რაზმიკ ავეტისიანმა, ძმისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერით, მამამისის სახლის ტერიტორიაზე ააშენა სურბ ასტვაწაწინის სამლოცველო.
კურთხევის ცერემონია შეასრულა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის მაშინდელმა მთავარმა საერთო ვიკარმა, მეუფე ბაბგენ დეკანოზ სალბიანმა. კურთხევას ესწრებოდნენ /2/ მამა თადეოს ტერ-მკრტჩიანი, მამა ტათევ მარუქიანი და მამა ღევონდ თოფაშიანი.
იმ დღეს, სასულიერო პირებმა აკურთხეს სამლოცველოს ეზოში განთავსებული ხაჩქარი, რომელიც ეძღვნება სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეთა 100 წლისთავს.