ხანდო - სურბ ხაჩ ეკლესია
ხანდო - სურბ ხაჩის ეკლესია დაარსდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში.
ეკლესიის დაარსება: სოფელი ხანდო სამცხე-ჯავახეთის ახალქალაქის რაიონის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სოფელია. სოფლის სურბ ხაჩ ეკლესია 1950-იან წლებში აშენდა. ეკლესიის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 1856 წელს [1].
მანამდე სოფელში მოქმედებდა X-XI საუკუნეების სამრევლო ეკლესია სახელწოდებით სურბ ასტვაწაწინი[2], რომელიც გარემონტდა მოსახლეობის მიერ და შემორჩენილია დღემდე.
სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის 1839-1840 წლების საინფორმაციო ცნობარებში მოიხსენიება სურბ ასტვაწაწინისა და სურბ ხაჩის სახელწოდებით ეკლესიების შესახებ [3]. 1857 წლიდან სოფლის სამრევლო ეკლესიად მოიხსენიება მხოლოდ სურბ ხაჩი[4]. 1866 წლის მონაცემებით, ეკლესია ხის იყო[5], ხოლო 1885 წელს - ქვით ნაგები[6]. ეკლესიის სამხრეთ მხარეს განლაგებულია სასაფლაო [7].
არქიტექტურა. ეკლესია ნაგებია შერეული ტუფით და ეკუთვნის დარბაზულ ტიპს. საერთო ზომებია 11.63x17.69 მ. მშენებლობის დროს შემკვრელ მასალად გამოიყენებოდა კირი. დასავლეთის კედელი შელესილია ცემენტის ხსნარით. შესასვლელი სამხრეთის მხრიდანაა. შესასვლელის ზემოთ სომხური წარწერით კრამიტია. სახურავი 1 ხანდო სურბ ხაჩ თუნუქით არის მოპირკეთებული. სამრეკლო ამ უკანასკნელის დასავლეთ ნაწილშია აგებული. შენობის აღმოსავლეთ მხარეს საკურთხეველია[8].
სამრევლო მღვდლები. 1839-1870 წლებში სოფლის სამრევლო მღვდელად მოიხსენიება მამა ვარდან ტერ-სტეფანიანცი, მწიგნობრებად- დიაკვნებად - თოროს კიურეღიანი, ჰარუთუნ ხაჩატრიანი[9], ხოლო 1880-იან წლებში - ხაჩატურ ტერ-ვარდანიანი[10].
სკოლა. თანახმად საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის 1869 წლის სკოლების საინფორმაციო ცნობარისა, სოფლის საეკლესიო-სამრევლო სკოლა დაარსდა 1864 წელს საზოგადოების სახსრებით. 1869 წლის მონაცემებით, სკოლას ჰყავდა 60 მოსწავლე, 1 მასწავლებელი [11].
ეკლესიის ხელახალი კურთხევა. 2006 წლის მონაცემებით, ეკლესია ნახევრად დანგრეული და ავარიული იყო. სურბ ხაჩ ნახევრად დანგრეული ეკლესია საფუძვლიანად გარემონტდა და ტერიტორია მოწესრიგდა , წარმოშობით ხანდოს სოფლიდან - არკადი და ჰამბარძუმ თოროსიანების, ქველმოქმედებით. მანამდე, 2003 წელს, თოროსიანებმა, მეგობრებთან ერთად, ასევე განაახლეს X-XI საუკუნის სურბ ასტვაწაწინ (სურბ მარკოს) ეკლესია. სურბ ხაჩ ეკლესიის ხელახალი კურთხევის ცერემონია სოფელ ხანდოსთვის ბოლო ათწლეულების უდიდეს მოვლენად იქცა. 2009 წლის 8 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ვიკარიუსის და სასულიერო პირების მონაწილეობით, ხელახლა აკურთხეს სოფელ ხანდოს წმინდა ჯვრის ეკლესია [12]. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ხელახალი კურთხევის საზეიმო რიტუალი შეასრულა, რასაც პირველი ლიტურგიის ცერემონია მოჰყვა. ლიტურგიის შემდეგ, ეკლესიის ეზოში გაიმართა გრანდიოზული ზეიმი და შესაწირავის კურთხევა.[13]
საქართველოს სომეხთა ეპარქია
საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი
[1] ს.ე.ა., ფ. 56, ს. 1, წ. 3436, ნ. 8:
[2] ს. კარაეპტიან. ჯავახქ, ერევანი, 2006, გვ. 217:
[3] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 457, ნ. 49-ის ირგვ; ტ. 3800, ნ. 4-ის ირგვ.
[4] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 3830, ნ. 42-ის ირგვ.-43:
[5] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 3848, ნ. 74-ის ირგვ.
[6]"არძაგანქ" (,,ექო,,), 1885, N 3, გვ. 43:
[7] ს. კარაპეტიან, იქვე, გვ. 220:
[8] საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი: საქართველოში სომეხთა ეპარქია:
[9]ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 457, იქვე; ს. 2, წ. 2772, ნ. 2; ნ. 2774, ნ. 2:
[10]ს.ე.ა, ფ. 53, ს. 2, წ. 2797, ნ. 3:
[11]ს.ე.ა, ფ. 53, გ. 1, გ. 3977, ნ. 54-ის ირგვ.-55:
[12]„ეჯმიწინ“, 2009 (ე), გვ. 142-143:
[13] სომეხთა ეპარქიის პრესსამსახური:
საკონტაქტო ინფორმაცია
5, Samghebro St., 0105 – Tbilisi, Georgia
Phone: +995322724111
Email: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.