Материалы

მოქმედი ეკლესიები და სამლოცველოები

ვაჩიანი - სურბ (წმინდა) სიონის ეკლესია

2 vachiani-surb sionis eklesiaვაჩიანი-სურბ სიონის ეკლესია დაარსდა მე-19 საუკუნის 30-იან წლებში 

გარემონტდა 1993-2014 წწ.

 ახალქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთით 6 კმ-ში მდებარე სოფელ ვაჩიანში სურბ სიონის ეკლესიის შესახებ ყველაზე ადრეული ცნობები  მე-19 საუკუნის 30-იანი წლებით თარიღდება. ეკლესიის სახელი აღნიშნული პერიოდის სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიების ეკლესიების საინფორმაციო ცნობარებშია წარმოდგენილი[1]. 1866 წელს ეკლესია ჯერ კიდევ ხის იყო[2], 1885 წელს - ქვით ნაშენი, ხის სახურავით[3]. 1887წ. „ახალი ეპოქა“ ჟურნალის ერთ-ერთ სტატიაში ეკლესია აღწერილია როგორც „საკმაოდ ლამაზი ახლადაშენებული ეკლესია“[4]. სავარაუდოდ, 1880-იან წლებში ეკლესიას ჩაუტარდა ძირითადი რემონტი. სურბ სიონის ეკლესია ასევე მოხსენიებულია ეპარქიის ეკლესიების მე-20 საუკუნის დასაწყისის საინფორმაციო ცნობარებში. კერძოდ, ის წარმოდგენილია 1905 წლის ცნობარში[5].

არქიტექტურა. სურბ სიონის ეკლესია ნაგებია ტუფით. ის მიეკუთვნება გუმბათოვან დარბაზულ ტიპს. საერთო ზომებია 17.96x11.2 მ. ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლები გარედან შელესილია, ხოლო აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლები ტუფით არის მოპირკეთებული. შესასვლელთან აგებულია სამლოცველო, რომელზეც დგას სამრეკლო. სახურავი მოპირკეთებულია თუჯით, რომელზეც პატარა გუმბათია. ინტერიერი სვეტებით იყოფა სამ ნავებად. ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში საკურთხეველია. საკურთხევლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს სამლოცველოებია. ჩრდილოეთ კედელზე კი ნათლობის აუზია. ჩრდილოეთის, სამხრეთის და აღმოსავლეთის კედლებზე სამი თაღოვანი სარკმელია გახსნილი. შესასვლელი დასავლეთის მხარესაა[6].

სამრევლო მღვდლები. სურბ სიონის ეკლესიის მღვდლებს შორის იყვნენ მამა სიმეონ კარაპეტიანი, დიაკონი ჰოვანეს ტერ-სიმონიანი[7], მამა ჰარუთიუნ იშხანიანცი, მამა გაბრიელ მკრტჩიანი, მამა სიმეონ ტერ-გაბრიელიანი[8], მამა კარაპეტი[9]. ისინი მღვდლებად მსახურობდნენ 1850-1880-იან წლებში.

1 Axalqalaqi Vachiani Surb Sionis Eklesia სკოლა. სოფლის ეკლესია-სამრევლო სკოლის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ეპარქიის სკოლების 1869 წლის საინფორმაციო ცნობარში, რომლის მიხედვითაც სოფელში სკოლა 1837 წლიდან ფუნქციონირებდა, მაგრამ მუდმივი შენობა არ ჰქონდა. 1869 წლის მონაცემებით, მასში იყო 61 მოსწავლე, 1 მასწავლებელი [10]. 1874-1875 (1 Axalqalaqi Vachiani Surb Sionis Eklesia ) წლებში ახალქალაქის ვაჩიანის სურბ სიონის ეკლესიას ერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ჰქონდა. მასწავლებლად მოიხსენიება ხაჩატურ კარაპეტიანცი [11]. 1881 წელს სოფელში გაიხსნა რუსული სამეფო სკოლა, ხოლო სომხური დაიხურა[12].

პოსტსაბჭოთა პერიოდი. 1914 წელს უკვე დაზიანდა ეკლესიის სახურავი, ხოლო საბჭოთა წლებში დაინგრა. 1990-იანი წლებიდან სოფლის მოსახლეობამ ეკლესიის აღდგენა დაიწყო. აშენდა სამრეკლო, ეკლესიის ბაზილიკური შენობა გუმბათოვან შენობად გადაკეთდა და ტერიტორია მოწესრიგდა. რეკონსტრუქციას დიდად უჭერენ მხარს რუსეთის ფედერაციაში დასახლებული ვაჩიანელები[13].

ეკლესიის ხელახალი კურთხევა. 2016 წლის ოქტომბერში, სომხეთის სამოციქულო წმინდა ეკლესიის „გიუტ ხაჩის (ჯვრის აღმოჩენის)“ დღესასწაულზე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ხელახლა აკურთხა ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანის  სურბ სიონის ეკლესია. ხელახლა აკურთხეს ეკლესიის 16 სვეტი, ნათლობის აუზი, წმინდა ტრაპეზა, ხატები. ცერემონიას ესწრებოდა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო საწინამძღვრო ვიკარიუსი-  მეუფე ბაბგენ  სალბიანი და სასულიერო პირები. ცერემონიის შემდეგ ეპისკოპოსმა ვაჩიანელებს გადასცა თბილისიდან ჩამოტანილი ხატი, რომელიც ამიერიდან სურბ სიონის ეკლესიისგან განუყოფელი იქნება. ახლად კურთხეულ ეკლესიაში პირველი ლიტურგია აღავლინა ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა, მამა ტათევ მარუქიანმა. ლიტურგიის შემდეგ ასევე შესრულდა ეკლესიის ეზოში განთავსებული სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ხაჩქარ-ძეგლის კურთხევის ცერემონია.[14]

საკურთხეველი. სოფლის მახლობლად ასევე შემორჩენილია არაერთი სამლოცველო-საკურთხეველი, რომელთა შორის ცნობილია სურბ გრ. ლუსავორიჩი, სურბ გევორგ და ვერინ ჟამ  სახელით წმინდა ადგილები.

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

[1] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 3800, ს. 4; წ. 457, გვ. 59:

[2]ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 3848, ნ. 74:

[3] „არძაგანქ- (ექო)“, 1885, No3, გვ. 41:

[4] „ნორ-დარ“, 1887, No174, გვ. 2:

[5]ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 3912, ნაწილი 1, ნ. 110-ის ირგვ.:

[6] საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი: საქართველოს სომეხთა ეპარქია:

[7]ს.ე.ა, ფ. 53, ს. 1, გ. 457, იქვე:

[8]ს.ე.ა., ფ. 53, ს. 2, წ. 5324, ნ. 2; წ. 5309, ნ. 2; ს. 5334, ნ. 3:

[9] „ნორ-დარ“, იქვე:

[10]ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 3977, ნ.53-54 ირგ.

[11]ს.ე.ა., ფ. 56, ს. 15, წ. 52, 44-ის ირგ.

[12]ს. კარაპეტიანი, ჯავახქი, ერევანი, 2006, გვ. 473:

[13]http://armenianchurch.ge/hy/news/34-news/1213-veraocvec-vachiani-surb-sion-ekeghecin: საქართველოს სომეხთა  ეპარქიის პრესსამსახური:

[14]იხ. იქვე.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge