დილისკა - სურბ სარგის ეკლესია (წმინდა სარგის)
სურბ სარგისი დაარსდა 1830-იან წლებში.
დილისკა ჯავახეთის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული სოფელია. სოფელში დაცული არქეოლოგიური ძეგლები მიუთითებს, რომ დილისკა უძველესი დროიდან იყო დასახლებული. ეს არის (ჯავახეთის) იმ მცირერიცხოვან სოფლებს შორის, სადაც 1830 წელს ცნობილი კარნოს იძულებით გადასახლების დროს მკვიდრი სომხური მოსახლეობა იყო.[1]
ეკლესიის დაარსება. ახალქალაქის სოფელ დილისკას სურბ სარგისის ეკლესია მოხსენიებულია სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის 1840 წლის საეკლესიო ცნობარში, რომლის თანახმად ტაძრის იმდროინდელი მრევლი იყო 499 [2]. ახალი ეკლესია აშენდა 1870-იანი წლების დასაწყისში[3]. 1885 წელს ეკლესია იყო ქვით აშენებული, ხის სახურავით. მას ასევე ჰქონდა გრიგორ ეპისკოპოსის ხელით შექმნილი ხელნაწერი სახარება [4].
არქიტექტურა. ეკლესია ნაგებია უხეში ქვით, კირის ხსნარით, მიეკუთვნება ერთნავიან დარბაზულ ტიპს. გამონაკლისს წარმოადგენს დასავლეთის ფასადი, რომელიც ნაგებია თლილი ქვით. კედლები შიგნიდან მორთულია XV-XVI საუკუნეების ხაჩკარებით. ეკლესიის გარე ზომებია 19,68x12 მ. (2Diliska Surb Sargis )2დილისკა სურბ სარგის დასავლეთ ფასადის თავზე ექვს სვეტიანი სამრეკლოა[5]. შესასვლელი არის დასავლეთის მხრიდან. ამ უკანასკნელის წინა მხრიდან იხსნება ნახევარწრიული ფანჯარა. სახურავი მოხრილია. ადრე ხის იყო, ახლა კი მოპირკთებულია ლითონით. წინად ინტერიერი ოთხი წყვილი ხის სვეტით იყოფოდა სამ ნავად, ახლა კი არის ერთი დიდი დარბაზი ყოველგვარი საყრდენი სვეტების გარეშე. წმიდა საკურთხეველი აშენებულია აღმოსავლეთ ნაწილში, მარჯვენა და მარცხენა სამსხვერპლოებით. ჩრდილოეთ კედელზე ნათლობის აუზია[6].
სამრევლო მღვდლები. 1830-1840-იან წლებში სურბ სარგის ეკლესიაში მღვდლად მსახურობდა მამა - ჰოვანეს მღვდელი ტერ-სარგსიანი. მწიგნობრები (დიაკვანები) იყვნენ ჰოვანეს ტერ-ბარსეღიანი, ალექსანდრ ვარდანიანი და ტონაკან ჰამბარიანი[7].
სკოლა. 1837 წელს სოფელში დაარსდა პირველი ხალფას სკოლა.[8] საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის 1869 წლის სასკოლო ბიულეტენის მიხედვით, სოფელ დილისკას საეკლესიო-სამრევლო სკოლა დაარსდა 1864 წელს. სოფლის საზოგადოების სახსრებით 1869 წლის მონაცემებით მას ჰყავდა 70 მოსწავლე, ერთი მასწავლებელი.[9] სკოლა ფუნქციონირებდა 1885 წლამდე, მოგვიანებით სოფელში გაიხსნა რუსული სახელმწიფო სკოლა, რომელიც მუშაობდა 1918 წლამდე.[10]
ეკლესია საბჭოთა და პოსტსაბჭოთა წლებში: ბევრი ეკლესიის მსგავსად, სოფელ დილისკის წმინდა სარგისის ეკლესიაც საბჭოთა წლებში ეკონომიკური მნიშვნელობის შენობის სტატუსში აღმოჩნდა 1 Diliska Surb Sargis . იმ წლებში ეკლესია, რომელიც არ ემსახურებოდა თავის დანიშნულებას, თანდათან სავალალო მდგომარეობაში ჩავარდა ნესტისა და ავარიულობის გამო. თუმცა მოგვიანებით ეკლესია და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად განახლდა და კეთილმოეწყო დილისკაში დაბადებული სამველ ნაჰატაკიანის ფინანსური მხარდაჭერითა და ქველმოქმედებით.[11]
ეკლესიის ხელახალი კურთხევა. 2009 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის მიერ და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატის მთავარი ვიკარიუსის, მამა ბაბგენ სალბიანის მონაწილეობით, ხელახლა აკურთხეს ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკას ეკლესია სურბ სარგისი. ეკლესიის ხელახალი კურთხევისას ტაძრის კურთხევა შესრულდა, შემდეგ ხელახლა აკურთხეს თექვსმეტი სვეტი, ნათლობის აუზი, ხატები და ხაჩქარები (ჯვარქვები). შემდეგ აღევლინა პირველი საღმრთო ლიტურგია[12].
ჯავახეთში წმინდა სარგისის დღესასწაული განსაკუთრებული საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც ათიათასობით ახალგაზრდას აერთიანებს სომხური ეკლესიის გარშემო. მიღებული ტრადიციის თანახმად, იმ დღეს ახალგაზრდები ახლო და შორეული სოფლებიდან და დასახლებებიდან მიემგზავრებიან ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკას სურბ სარგისის ეკლესიაში.[13]
ეკლესია დღესაც მოქმედებს. წარმოშობით დილისკიდან, ამჯერად რუსეთში მცხოვრები ნაირი ნაჰატაკიანის ქველმოქმედებით 2017 წელს კვლავ განახლდა სურბ სარგისის ეკლესია. ეკლესიამ უფრო მდიდრული სახე მიიღო, ფრესკებით მორთული საკურთხეველითა და ნათლობის წმინდა აუზით. 2017 წლის 9 დეკემბერს განახლებული ეკლესიის ეზოში სომეხთა გენოციდის წმინდანად შერაცხული მსხვერპლთა და უცნობი ჯარისკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი ხაჩქარების კურთხევის ცერემონია გაიმართა. ტაძრისა და მემორიალური ხაჩქარების კურთხევა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა შეასრულა სასულიერო პირების მონაწილეობით.[14]
საქართველოს სომეხთა ეპარქია
საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი
[1] „ეჯმიაწინი“, 2009, ჟ.ბ.12, გვ. 134.
[2]ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, გ. 3800 ნ. 4-ის ირგ.
[3] „მშაკი“, 1876, No21, გვ.3.
[4] „არძაგანქ,,, 1885, No3, გვ.42
[5] ს. კარაპეტიანი, ჯავახეთი, ერევანი, 2006 წ., გვ.159-160.
[6]საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი. საქართველოს სომეხთა ეპარქია
[7]ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 457 60-ის ირგ.
[8]ს. კარაპეტიანი, იქვე, გვერდი 159.
[9]ს.ე.ა., ფ. 53, წ. 1, ს. 3977 ფ.ფ. 54-55.
[10]ს. კარაპეტიანი, იქვე.
[11] https://www.aysor.am/am/news/2009/12/09/sb-sargis/89236
[12] „ეჯმიაწინი“, იქვე.
[13]http://armtimes.com/hy/article/126956: საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესსამსახური.
[14] http://armenianchurch.ge/hy/lurer/34-news/1510-khachqar-diliska: საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესსამსახური.