Материалы

მოქმედი ეკლესიები და სამლოცველოები

ლომატურცხი - წმინდა მაცხოვრის ( სურბ ამენაფრკიჩ) ეკლესია

2 მოხსენიებულია 1840-იანი წლებიდან.

ეკლესიის დაარსება: ახალქალაქიდან ჩრდილოეთით 17 კმ-ში მდებარე სოფელ ლომატურცხში (წმინდა მაცხოვრის) სურბ ამენაფრკიჩ ეკლესიის შესახებ ყველაზე ადრეული ცნობები გვხვდება  სომხური სამოციქულო ეკლესიის   საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის ფონდის საარქივო დოკუმენტებში. იგი ცნობილია სურბ ფრკიჩ და სურბ ამენაფრკიჩ სახელწოდებებით. ამგვარად, 1857-1860-იანი წლების ცნობარში იგი მოხსენიებულია სურბ ფრკიჩ სახელით[1], ხოლო 1864-1867 წლების მეორე  სხვა ცნობარში კი როგორც სურბ ამენაფრკიჩ[2].

XIX საუკუნის 60-იან წლებში ეკლესია ჯერ კიდევ ხის იყო[3]. გაზეთ „არძაგანქის“(,,ექოს,,)  ცნობით, 1885 წელს ის უკვე ქვით იყო ნაშენი, ხის სახურავით[4]. მე-19 საუკუნის 90-იან წლებში ეკლესიას რემონტი სჭირდებოდა. მთავრობის აკრძალვების გამო, დაწყებული სამშენებლო სამუშაოები სირთულეებით წარიმართა[5]. XX საუკუნის დასაწყისში ეკლესია კვლავ ავარიულ მდგომარეობაში იყო. 1905 წელს სამუშაოები მიმდინარეობდა სრულიად ახალი ეკლესიის აშენებაზე. ეკლესიის კედელზე არსებული წარწერის თანახმად, სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 1906 წელს [6].

სოფლის ჩრდილო-დასავლეთ კიდეზეა გადაჭიმული სოფლის სასაფლაო.

არქიტექტურა.  სურბ ამენაფრკიჩ ეკლესია ტუფითაა ნაგები და ორფერდა დარბაზის ტიპს მიეკუთვნება. საერთო ზომებია 16.82x9.67 მ. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე თაღოვანი სარკმელებია გახსნილი. შესასვლელი სამხრეთის მხრიდანაა. სახურავის დასავლეთ ნაწილში აშენებულია სამრეკლო, რომელიც 4 სვეტს ეყრდნობა. ორფერდა სახურავი ლითონის ფირფიტებით არის მოპირკეთებული. ინტერიერი ერთი დიდი დარბაზია, სადაც არცერთი გამყოფი სვეტი არ არის. კედლები შელესილი და შეღებილია. ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს წმინდა საკურთხეველი, მარჯვენა და მარცხენა მხარეს კი სამლოცველოები. ჩრდილოეთ კედელზე ასევე ნათლობის აუზია განთავსებული. თაღოვანი ჭერი მოპირკეთებულია ხის ფიცრებით [7]. 

1სამრევლო მღვდლები. სურბ ფრკიჩ ეკლესიის ერთ-ერთი მღვდელი იყო მამა ღუკას მღვდელი ტერ-ბაღდასარიანი[8].

სკოლა. სოფელ ლომატურცხის საეკლესიო-სამრევლო სკოლა გაიხსნა 1863 წელს ადგილობრივი მოსახლეობის სახსრებით. 1869 წლის მონაცემებით, მასში 201 მოსწავლე სწავლობდა.[9] ერთ-ერთი მასწავლებელი იყო ჰოვანეს ტერ-ბაღდასარიანი.[[10]:

ეკლესიის ხელახალი კურთხევა.  სურბ ამენაფრკიჩ ეკლესია იმ ეკლესიების რიცხვს ეკუთვნის, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დროს ფუნქცია დაკარგეს და კოლმეურნეობის საწყობად, ხოლო შემდეგ ქორწილებისა და ზიარების ცერემონიების დარბაზად გადაკეთდა, ბოლოს კი ჩავარდა მიტოვებულ მდგომარეობაში.

2016 წელს, ყოფილი ლომატურცხელი ძმების- სედრაკ და ართურ ხაჩატრიანების ინიციატივითა და ქველმოქმედებით, მოკლე დროში სოფლის მშენებლები ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობითა და ადგილობრივი გევორგ ირიციანის კოორდინაციით, განხორციელდა ეკლესიის რეკონსტრუქციის სამუშაოები.

2017 წლის 11 ივნისს, მისი პირველი კურთხევიდან 111 წლის შემდეგ, გაიმართა ხელახალი კურთხევის საზეიმო ცერემონია.

ეკლესიის ხელახალი კურთხევა აღასრულა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის მთავარი ვიკარიატის ვიკარიუსის მეუფე, ბაბგენ სალბიანის მონაწილეობით, კარგახსნის ცერემონიის შემდეგ, წმინდა  მირონით აკურთხეს სურბ ფრკიჩ ეკლესიის წმინდა  სატრაპეზო, ნათლობის აუზი და ეკლესიის 16 სვეტი წმინდა მირონით სცხეს. აღდგენილ და ხელახლა კურთხეულ ეკლესიაში აღევლინა პირველი წმინდა და უკვდავი ლიტურგია. წმინდა ლიტურგია დასრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მფარველი ლოცვით.

სადღესასწაულო დღე სოფლის მოსახლეობისთვის  დასრულდა სედრაკ და ართურ ხაჩატრიანების მიერ ორგანიზებული  სტუმარმასპინძლობით[11].

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

[1]ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 3830, ნ. 40-41-ის ირგვ.:

[2]ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 3843, ნ. 56-ის ირგვ.:

[3]ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 3848,ნ. 74-ის ირგვ. - 75:

[4] „არძაგანქ“( ,,ექო,,) , 1885, No3, გვ. 43:

[5]ს.ე.ა., ფ. 56, ს. 1, წ. 8948, ნ. 1 და ირგვ., 25-26:

[6] ს. კარაპეტიან, ჯავახქ, ერევანი, 2006, გვ. 214:

[7] საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი: საქართველოში სომეხთა ეპარქია:

[8]ს.ე.ა., ფ. 53, ს. 2, წ. 2707, ნ. 2; წ. 2713, ნ. 2:

[9] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 3977, ნ. 55-ირგვ.- 56:

 [10]ს.ე.ა.,ფ. 56, ს. 15,წ. 52, ნ. 43:

[11]http://armenianchurch.ge/hy/lurer/34-news/1347-ekghecu-ocum: საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესსამსახური.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge