პატარა სამსარი -( წმინდა აღდგომის) სურბ ჰარუთიუნ ეკლესია
ატარა სამსარი - სურბ ჰარუთიუნის ეკლესია დაარსდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში.
1829-1830 წლებში, კარნოს პროვინციიდან ახალქალაქში გადასახლებულმა სომეხთა ნაწილმა 1836 წელს დააარსა სოფელი ეხთილა სამსარი (პატარა სამსარი), რომელიც ახალქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 18 კილომეტრში მდებარეობს.
ეკლესიის მშენებლობა: 1852 წელს სოფლის მაცხოვრებლებმა გამოთქვეს ეკლესიის აშენების სურვილი[1]. სურბ ჰარუთიუნის სახელობის ეკლესიის შესახებ ცნობებს უკვე ვხვდებით 1860-იანი წლების საარქივო დოკუმენტებში. კერძოდ, ეკლესიის სახელი მოხსენიებულია სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის ეკლესიების 1866 წლის ანგარიშში, რომლის მიხედვითაც იმ დროს ის ჯერ კიდევ ხის იყო[2]. ძველი ეკლესია XIX საუკუნის ბოლოს აღადგინეს.
1891 წლის აღდგენაზე ინფორმაციას იძლევა ეკლესიის დასავლეთ შესასვლელთან შემორჩენილი სამშენებლო ჩანაწერი [3]. თუმცა, ის 1899 წლის 19 დეკემბრის მიწისძვრამ დაანგრია და აღადგინეს 1900 წელს. ეკლესია ამჟამად დგას[4]. არსებობს მტკიცებულება
მასზედ, რომ 1907 წლის 27 აპრილს, როდესაც ხრიმიან ჰაირიკი ტიფლისში გაემგზავრა კავკასიის მეფისნაცვლის შესახვედრად, უკან დაბრუნებისას მან გაიარა ჯავახქის სოფლები და აკურთხა რამდენიმე ეკლესია, მათ შორის იყო ასევე პატარა სამსარის სურბ ჰარუთიუნ ეკლესიაც[5].
არქიტექტურა. სურბ ჰარუთიუნ ეკლესია ნაგებია შერეული ტუფით და მიეკუთვნება ორფერდა დარბაზის ტიპს. საერთო ზომებია 16.94x9.47 მ. სამხრეთ /1 Axalqalaqi Patara Samsari Surb Harutyun/ ფასადის ქვედა მარჯვენა კუთხეში ორი ორნამენტი ჩანს. ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის კედლები ცემენტის ხსნარით არის შელესილი. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე კვადრატული სარკმელებია. შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა, რომლის მარჯვენა მხარეს და ზედა ნაწილში არის სომხური წარწერა. შესასვლელის ზედა ნაწილში ტუფისგან ჯვარია გამოკვეთილი. სახურავის დასავლეთ მხარეს აგებულია სამრეკლო. სახურავი ორფერდაა, მოპირკეთებული ლითონის ფურცლით. ინტერიერის კედლები შელესილი და შეღებილია. შიდა ნაწილი კოლონადით სამ ნავად იყოფა. აღმოსავლეთ ნაწილში საკურთხეველია მარჯვენა და მარცხენა მხარეს მდებარე სამლოცველოებით [6].
სამრევლო მღვდლები. სურბ ჰარუთიუნ ეკლესიის მღვდლებს შორის იყვნენ ხაჩატურ აბგარიანცი[7], მაკარ ჰარუთუნიანი [8]. მღვდლები მსახურობდნენ 1860-1880-იან წლებში.
სასაფლაო: სურბ ჰარუთიუნ ეკლესიის გარშემო სასაფლაოა განლაგებული, სადაც ასევე შემორჩენილია XIX საუკუნის საფლავის ქვები.
ეკლესიის რესტავრაცია: 2005 წელს საბჭოთა წლებში საწყობად გადაკეთებული ეკლესია სოფელში მცხოვრები ჰუსიკ აბგარიანის მიერ გაიწმინდა და განაახლდა, 2006 წელს კი - ჰოვიკ აბგარიანის მიერ გაკეთდა რესტავრაცია. 2008 წლის აგვისტოში, მისი უწმინდესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ლოცვა-კურთხევით და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის მთავარი ვიკარიატის ვიკარიუსის მეუფე ბაბგენ სალბიანის ხელითა და სულიერი მოძღვრის მონაწილეობით, სოფელ პატარა სამსარის სურბ ჰარუთიუნ ეკლესიის გუმბათის ჯვარი და ხატები აკურთხეს. ჯვარი დამზადდა სოფლის მორწმუნე სომხების - ართურ და სასუნ აბგარიანების ფინანსური მხარდაჭერით. ჯვრის კურთხევის შემდეგ, სასუნ აბგარიანმა ჯვარი ეკლესიის სამრეკლოს გუმბათზე დადგა.[9]
2009 წელს, საშა გაბრიელიანის ქველმოქმედობით, მომზადდა სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ხაჩქარი, რომელიც აკურთხეს და ეკლესიის შესასვლელთან დადგეს.
საქართველოს სომეხთა ეპარქია
საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი
[1]ს.ე.ა., ფ. 56, ს. 1, წ. 3436, ნ.8:
[2]ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 3848, ნ. 74-ირგ.:
[3]ს. კარაპეტიანი, ჯავახქი, ერევანი, 2006, გვ. 535:
[4]ს. კარაპეტიანი, იქვე.
[5]არარატი, 1907/ D/, გვ. 332:
[6]საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი: საქართველოს სომეხთა ეპარქია:
[7] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 2, წ. 1972. ნ. 2; წ. 1991, ნ. 3:
[8] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 2, წ. 1996, ნ. 3:
[9] ეჯმიაწინი, 2008, ტ. 8, გვ. 147:
საკონტაქტო ინფორმაცია
სამღებროს ქ. 5, 0105 – თბილისი, საქართველო 5, Samghebro St., 0105 – Tbilisi, Georgia
ტელეფონი: +995322724111 Phone: +995322724111
ელ. ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.