Материалы

მოქმედი ეკლესიები და სამლოცველოები

კარწახი - სურბ ჰოვანეს კარაპეტის ეკლესია

2.2დაარსდა 1830-იან წლებში.

ეკლესიის დაარსება და რესტავრაციები. ახალქალაქის რაიონის სოფელი კარწახი ერთ-ერთი უძველესი სომხებით დასახლებული სოფელია. სოფელში მდებარე  სურბ ჰოვანეს კარაპეტის ეკლესია დაარსდა 1930-იან წლებში. ეკლესია მოხსენიებულია 1839-1840 წლების სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის კონსისტორიის სამღვდელოებისა და ეკლესიების ანგარიშში[1].

1860 წელს კარწახის მოსახლეობამ ძველი ეკლესიის რემონტი და შემდეგ მისი შემოღობვა დაგეგმა[2]. თუმცა, ძველი ეკლესია პატარა იყო და არ აკმაყოფილებდა გადატვირთულ კარწახს, ამიტომ 1880-იან წლებში მათ ახალი ეკლესიის აშენება გადაწყვიტეს[3]. შემონახული სამშენებლო ჩანაწერის თანახმად, ეკლესიის მშენებლობა 1894 წელს დასრულდა[4], სხვა წყაროს თანახმად კი, 1896 წელს[5], ამ უკანასკნელის ცნობით, მშენებლობის შეჩერების მიზეზი სახსრების ნაკლებობა იყო. როგორც ჩანს, ეკლესიის მშენებლობა 1896 წელს დასრულდა, სამრეკლოს აშენებით. ზარები შესწირა თბილისელმა ბაგრატ ალიბეკიანმა [6]:

1880-1896 წლებში, ყოფილი ეკლესიის ადგილას აშენებული ბაზილიკის ტიპის სამრეკლოთი დიდებული ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობდნენ იმ პერიოდის თბილისელი გამოჩენილი სომეხი ვაჭრები[7].  

არქიტექტურა. ეკლესია შავი ბაზალტით არის აგებული.  ბაზილიკის ტიპის ნაგებობაა. ეკლესიის გარე ზომებია 23.75x13.25 მ[8]. მას აქვს ორი შესასვლელი, გახსნილი სამხრეთიდან და დასავლეთიდან. დასავლეთ შესასვლელზე სომხური წარწერაა, რომლის ზემოთაც წითელი ტუფისგან დამზადებული ჯვრის ფორმის ქანდაკებაა. ფასადებზე დეკორატიული თაღებია, კედლებზე კი თაღოვანი სარკმლებია გახსნილი. დასავლეთ კედელზე, ზედა მარცხენა და მარჯვენა ნაწილებში მრგვალი ნიშებია. დასავლეთ ფასადზე სამრეკლოა აგებული. სახურავი დახრილია, მოპირკეთებულია ტუფის კრამიტით. ინტერიერში კედლები უხეშია. დარბაზი თაღოვანი სვეტებით სამ ნავად არის გაყოფილი. შენობის აღმოსავლეთ ნაწილში წმინდა საკურთხეველია, მარჯვენა და მარცხენა მხარეს სამლოცველოებით. ჩრდილოეთ კედელზე ნათლობის აუზია აგებული[9]. ეკლესიის შესასვლელის დასავლეთ ფასადზე, სამრეკლოს ქვედა ნაწილში, სამშენებლო ჩანაწერებია, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა  ს. კარაპეტიანის მიერ[10].

1სამრევლო მღვდლები: სურბ ჰოვანეს-კარაპეტ ეკლესიის მღვდლებს შორის იყვნენ მამა ეღია მღვდელი ტერ-ჰოვანისიანი  [11], მამა ჰოვანეს მღვდელი ტერ-გრიგორიანი  [12], მამა ჰაკობ მღვდელი მიქაელიანცი [13], მამა მარტიროს მღვდელი ტერ-მარტიროსიანცი[14]. ისინი მღვდლად მსახურობდნენ 1860-1880-წწ.

სკოლა. კარწახის სოფლის სკოლის შესახებ ყველაზე ადრეული ინფორმაცია 1837 წლით თარიღდება[15], თუმცა 1869 წლის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის სკოლის ბიულეტენის კიდევ ერთი ანგარიშის თანახმად, სოფლის სკოლა 1864 წელს სოფლის თემის სახსრებით დაარსდა. უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 1860 წელს კარწახის მაცხოვრებლებს უკვე ჰქონდათ სკოლის გახსნის განზრახვა და ამ თხოვნით კონსისტორიას მიმართეს[16]. 1869 წლის მონაცემებით, სკოლას ჰყავდა 56 მოსწავლე, 2 მასწავლებელი [17].

ეკლესიის ხელახალი კურთხევა: 2012 წლის ივლისში,  ჯივანის (სერობ სტეფანის ძე ლევონიან) ტრადიციულ განდიდების დღეს, საქართველოს სომხური ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საეპისკოპოსოს მთავარი ვიკარის, მისი ყოვლადუსამღვდელოება მამა ბაბგენ სალბიანისა და სასულიერო პირების მონაწილეობით ჩატარდა კარწახის სურბ  ჰოვანეს-კარაპეტ ეკლესიის ხელახალი კურთხევა. ეკლესიის ხელახალი კურთხევის წმინდა ცერემონია 13 ივლისის საღამოს, „დრნბაცექის,, - კარის გაღების“ ცერემონიით დაიწყო. ხელახლა აკურთხეს ეკლესიის 16 სვეტი, წმინდა საკურთხეველი, ნათლობის აუზი და ხატები [18].

ეკლესია გარემონტდა წარმოშობით კარწახელი მფარველთა ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერით.

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

[1]ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 457, ნ. 53-ის ირგვ.

[2]ს.ე.ა., ფ. 56, ს. 1, წ. 4152, ნ. 1 და ირგვ.

[3] „ნორ-დარ / ახალი ეპოქა/“, 1891, N 150, გვ. 3

[4] ს. კარაპეტიანი, ჯავახეთი, ერევანი, 2006, გვ. 285

[5] „ნორ-დარ“, 1896, N 180, გვ. 3

[6] „ნორ-დარ“, 1898, N 13, გვ. 4

[7]http://armeniს.ე.ა.church.ge/hy/news/34-news/274-karcax, საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესსამსახური:

[8] ს. კარაპეტიანი, იქვე:

[9] საქართველოს სომეხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი: საქართველოს სომეხთა ეპარქია

[10] ს. კარაპეტიანი, იქვე, გვ. 286

[11]ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ.457, იქვე

[12]ს.ე.ა., ფ.. 53, ს. 2, წ. 3214, ს. 2; წ. 3226, ნ.

[13]ს.ე.ა., ფ. 53, ს. 2, წ. 3237, ნ.

[14]ს.ე.ა., ფ. 53, ს. 2, წ. 3245. ნ.

[15]ს.ე.ა., ფ.. 53, ს. 1, წ. 3931, ნ. 69

[16]ს.ე.ა., ფ. 56, ს. 1, წ. 4152, იქვე

[17]ს.ე.ა., ფ..53, ს. 1, წ 3977, ს. 53-ის ირგვ.-54

[18]http://armeniს.ე.ა.church.ge/hy/news/34-news/274-karcax, საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესსამსახური.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge