ზაკ - სუზაკ - (წმინდა) სურბ მინასის ეკლესია
დაარსდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში.
ეკლესიის დაარსება. ზაკი ახალქალაქის რაიონის ერთ-ერთი სომხებით დასახლებული სოფელია, რომელიც სახელად „წითელი“ ბორცვის ფერდობზე მდებარეობს. სოფელ ზაკის სურბ მინასის ეკლესია დაარსდა 1830-იან წლებში. სოფლის ეკლესიის შესახებ ცნობები გვხვდება 1839-1840 წლების სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის სამღვდელოებისა და ეკლესიების ბიულეტენში[1]. 1866 წლისთვის ეკლესია იყო ხის[2], 1885 წელს - ქვით ნაგები, ხის გადახურვით[3]. ჯერ კიდევ 1885 წელს გადაიდგა ნაბიჯები ძველი ეკლესიის ადგილზე ახლის ასაშენებლად, მაგრამ სამუშაოები გაგრძელდა 1890-იან წლებამდე. კერძოდ, 1893 წელს დაწყებული სამშენებლო სამუშაოები ნებართვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაუმთავრებელი დარჩა. 1895 წელს სოფლის მცხოვრებლებმა ნებართვის თხოვნით მიმართეს მკრტიჩ კათალიკოსს შუამდგომლობისთვის 4]. ახალი ეკლესიის აშენების ნებართვა მხოლოდ 1905 წელს მიეცა[5] და დასრულდა 1909 წელს. საზეიმო კურთხევა შედგა 1911 წლის 29 აპრილს[6].
არქიტექტურა: ეკლესია ნაგებია ბაზალტით და მიეკუთვნება ბაზილიკურ არქიტექტურულ ტიპს. საერთო ზომებია 17.17x10.6 მ. ეკლესიის სამხრეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებზე ნახევარწრიული სარკმელია. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს სამხრეთისა და დასავლეთის მხრიდან. დასავლეთ მხარეს მარჯვენა და მარცხენა კედლებზე ორი პროექციაა, რომლებზეც დეკორატიული თაღი ეყრდნობა. შესასვლელის ზემოთ არის ტუფის ქვისგან გამოკვეთილი ჯვარი. გადახურვის დასავლეთ მხარეს ორსართულიანი სამრეკლოა, ხოლო ორფერდა სახურავი თუნუქითაა გადახურული. ინტერიერში კედლები შელესილი და მოხატულია. აღმოსავლეთ ნაწილში არის წმინდა საკურთხეველი, მარჯვენა და მარცხენა მხარეს სამსხვერპლოებით. ნათლობის აუზი მდებარეობს ჩრდილოეთ კედელზე. ჭერი გადახურულია ხის პანელებით[7].1 ზაკვი სურბ მინასის ეკლესია 1 Zakvi Surb Minasis Eklesia
სამრევლო მღვდლები. 1830-1840-იან წლებში სურბ მინას ეკლესიაში მღვდლად მსახურობდა მამა კარაპეტი დავთიანი, მწიგნობრები (დიაკვნები) იყვნენ ჰაკობ ტერ-კარაპეტიანი და მარტიროს მკრტჩიანი[8].
სკოლა. თანახმად საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის 1869 წლის ბიულეტენისა, სოფელ ზაკის სკოლა დაარსდა 1864 წელს სოფლის საზოგადოების სახსრებით. 1869 წელს მას ჰყავდა 36 მოსწავლე და 1 მასწავლებელი.[9]
სასაფლაო. სოფლის ჩრდილო-დასავლეთ კიდემდე ვრცელდება სასაფლაო, სადაც სხვა საფლავის ქვებს შორის შემორჩენილია სამრევლო მღვდლის - მამა ტერ-ისაჰაკის საფლავის ქვაც[10].
ეკლესია საბჭოთა და პოსტსაბჭოთა წლებში. საბჭოთა პერიოდში, განსაკუთრებით 1930-იან წლებში ეკლესია დაიხურა და მარცვლეულის საწყობად გადაკეთდა. პოსტსაბჭოთა წლებში- 1990-იან წლებში, თანასოფლელის შაჰენ მარტიროსიანის ძალისხმევით ტაძარი გაიწმინდა და გარემონტდა. მოგვიანებით, რუსეთში მცხოვრებიზაკის ყოფილი მკვიდრი, ძმები მნაცაკანის, ლევონ და აშოტ გასპარიანების ფინანსური მხარდაჭერით, სურბ მინას ეკლესია ძირეულად განახლდა და მეუფე შმავონ საღოიანმა ეკლესია აკურთხა.
ეკლესიის ეზოში მოთავსებულია ძმები გასპარიანების მიერ დადგმული სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეთა ხსოვნისადმი და სომხური აღორძინებისადმი მიძღვნილი ხაჩქარები (ჯვარქვები).
წმინდა მინას ეკლესიის ეზოში არის ეკლესიის დამფუძნებელი მღვდლისა და მისი ვაჟის- მამა მაკარისა და მამა ჰაკობ კარაპეტიანების საფლავის ქვები[11].
საქართველოს სომეხთა ეპარქია
საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი
[1]ს.ე.ა., ფ. 53, წ. 1, ფ. 457 . ნ.50:
[2] ს.ე.ა.,ფ 53, წ. 1, გ. 3848, ნ.74 -ის ირგვ.
[3] „არძაგანქ , 1885, No3, გვ.43.
[4]ს.ე.ა., ფ. 56, ს. 18, წ. 289 ნ. 2 და ირგვ.
[5]ს.ე.ა, ფ. 56, ს. 1, გ. 8949 ნ. 7 და ირგვ.
[6]ს.ე.ა., ფ. 35, ს.1, გ. 682 ნ. 8-9:
[4]ს.ე.ა, ფ. 56, ს. 18, გ.. 289, ნ. 2 და ირგ.:
[5]ს.ე.ა., ფ. 56, ს. 1, წ.. 8949, ნ. 7 და ირგვ.:
[6]ს.ე.ა, ფ. 35, წ..1, ს. 682, ნ.ნ. 8-9:
[7]საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია.
[8]ს.ე.ა., ფ. 53, წ.. 1, ს. 457, იქვე.
[9]ს.ე.ა, ფ. 53, წ.. 1, ს. 3977, ს. 55-56 ირგვ.
[10] ს. კარაპეტიანი, ჯავახეთი, ერევანი, 2006, გვ. 173
[11]საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი. საქართველოს სომეხთა ეპარქია.