Материалы

ხაჩკოვი- „სურბ გევორგ“ ეკლესია

1 xachgiughi - surb gevorgis eklesiaიხსენიება მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან

ეკლესიის დაარსება:  ხაჩკოვი სომხური სოფელია წალკის რაიონში, რომლის მოსახლეობასაც ძირითად მეზობელი აშკალის მკვიდრები წარმოადგენენ, თუმცა სოფელი შემდგომ პერიოდში გადმოსახლებული სომხურენოვანი მოსახლეობით დაკომპლექტდა.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის კონსისტორიის ფონდის საარქივო დოკუმენტები სოფ. ხაჩკოვის „სურბ გევორგ“ ეკლესიის შესახებ ცნობებს გვაწვდის მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან დაწყებული. ეპარქიის ეკლესიათა ცნობარში იგი ნახსენებია ქვის შენობად, მრევლის რაოდენობა- 290[1].

2 Tsalka Xach Gyugh Surb Gevorgეკლესიას თავდაპირველად ხის სახურავი ჰქონდა, თუმცა შემდგომში რესტავრაცია ჩაუტარდა და ხის სახურავი შეიცვალა. „მოგზაურობის მოგონებათა“ მიერ მოწოდებული ცნობების თანახმად, სოფელში „სურბ გევორგ“ ქვით ნაგები და ხის სახურავბის მქოდე ეკლესიის გარდა ყოფილა ასევე „სურბ კარაპეტ“ სამლოცველო (ქვით ნაგები)[2], რომელიც სოფლის ჩრდილოეთ მხარეს, მაღლობზე მდებარეობს, სადაც ყოველ წელიწადს გაზაფხულის დადგომასთან ერთად, აღინიშნება „სურბ კარაპეტ“ სამლოცველოს მომლოცველობის დღე[3].

არქიტექტურა: „სურბ გევორგ“ ეკლესია ბაზილიკური ტიპის, შერეული ტუფისგან აშენებული ნაგებობაა. ზოგადი ზომებია-11,17x8,2 მ. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთის ხაჩკოვი- „სურბ გევორგ“ ეკლესია

წალკის რაიონი

იხსენიება მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან

ეკლესიის დაარსება:  ხაჩკოვი სომხური სოფელია წალკის რაიონში, რომლის მოსახლეობასაც ძირითად მეზობელი აშკალის მკვიდრები წარმოადგენენ, თუმცა სოფელი შემდგომ პერიოდში გადმოსახლებული სომხურენოვანი მოსახლეობით დაკომპლექტდა.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის კონსისტორიის ფონდის საარქივო დოკუმენტები სოფ. ხაჩკოვის „სურბ გევორგ“ ეკლესიის შესახებ ცნობებს გვაწვდის მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან დაწყებული. ეპარქიის ეკლესიათა ცნობარში იგი ნახსენებია ქვის შენობად, მრევლის რაოდენობა- 290[1].

ეკლესიას თავდაპირველად ხის სახურავი ჰქონდა, თუმცა შემდგომში რესტავრაცია ჩაუტარდა და ხის სახურავი შეიცვალა. „მოგზაურობის მოგონებათა“ მიერ მოწოდებული ცნობების თანახმად, სოფელში „სურბ გევორგ“ ქვით ნაგები და ხის სახურავბის მქოდე ეკლესიის გარდა ყოფილა ასევე „სურბ კარაპეტ“ სამლოცველო (ქვით ნაგები)[2], რომელიც სოფლის ჩრდილოეთ მხარეს, მაღლობზე მდებარეობს, სადაც ყოველ წელიწადს გაზაფხულის დადგომასთან ერთად, აღინიშნება „სურბ კარაპეტ“ სამლოცველოს მომლოცველობის დღე[3].

არქიტექტურა: „სურბ გევორგ“ ეკლესია ბაზილიკური ტიპის, შერეული ტუფისგან აშენებული ნაგებობაა. ზოგადი ზომებია-11,17x8,2 მ. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთის მხრიდან აქვს, რომლის ზედა ნაწილში აშენებულია სამსართულიანი მეტალის ქარის სამრეკლო. შიდა სივრცე ერთნავიანია. საკურთხეველი აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ჩრდილოეთ ნაწილში არის სასანთლე. ეკლესიის შესასვლელის მარცხენა ნაწილში არსებობს ეკლესიის განახლებასთან დაკავშირებული სომხურ ენაზე შესრულებული წარწერა: „ეკლესია ააშენეს |ტერ ხორენის წინაპრებმა |აღადგინეს მისმა |ხორენ ხაჩატურის|ბულუდიანმა  | მის ძმებთან ერთად | 2002 წ.“[4]. (” ԵԿԵՂԵՑԻՆ ԿԱՌՈՒՑԵԼ ԵՆ | ՏԵՐ ԽՈՐԵՆԻ ՆԱԽՆԻՆԵՐԸ, | ՎԵՐԱԿԱՌՈՒՑԵՑԻՆ ՆՐԱ | Ծիծեռնակ ԽՈՐԵՆ ԽԱՉԱՏՈՒՐԻ | ԲՈՒԼՈՒԴՅԱՆՆ | ԻՐ ԵՂԲԱՅՐՆԵՐՈՎ | 2002 թ.“)[4].

სკოლა: საქართველოსა და იმერეთის საწინამძღვროების საარქივო დოკუმენტების თანახმად, 1908 წელს სოფელში აშენდა სამრევლო სასწავლებელი. საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლად და სამეურვეო საბჭოს წევრად ნახსენებია ბაგრატ ხაჩატურის ძე არაქიანცი [5].

ეკლესიის განახლება და ხელახლად გახსნა: საბჭოთა პერიოდში სხვა ეკლესიების მსგავსად რეპრესირებული იყო ხაჩკოვის „სურბ გევორგ“ ეკლესიაც. 1924 წელს იგი დაიხურა და საწყობად გადაკეთდა. შემდგომში- 2002 წელს, წარმოშობით ხაჩკოველი რუსეთში მცხოვრები ხორენ ბულუდიანის შემოწირულობითა და ფინანსური მხარდჭერით ეკლესია სოფლის მოსახლეობის მიერ გაიწმინდა და დაიცალა ეკლესიისათვის უსარგებლო ნივთებისაგან, ამის შემდეგ განახლდა და იგი პირვანდელ სახეს დაუბრუნდა.

2002 წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახლადდანიშნული წინამძღვრის ნაცვლის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის მღდელმონაზვნის, არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის და მღვდლის სამველ თოროსიანის მიერ ეკლესიის კარების გახსნის რიტუალი შესრულდა. 6 ოქტომბერს მრავალრიცხოვანი სტუმრების თანდასწრებით შესრულდა ეკლესიის კურთხევის წესი და საზეიმოდ გაიხსნა 1924 წელს დაკეტილი ეკლესიის კარები. ეკლესიის გახსნას პირველი ნათლობის ჩატარება მოჰყვა. სასულიერო რიტუალის შემდეგ ხალხური ცეკვისა და სიმღერის ფონზე ქველმოქმედის მიერ სიყვარულის სადილი მოეწყო[6].

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

[1] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3848, թ. 75:

[2] „არძაგანქ“ 1885, N 3, გვ. 40:

[3] „ეჯმიაწინ“ იმავე ადგილას.

[4] საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი.
საქართველოს სომეხთა ეპარქია.

[5] სეა, ֆ. 35, ց. 1, գ. 432, թ. 1 և շրջ.:

[6] „ეჯმიაწინ“ 2002,(X), გვ. 127-128:

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2023 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են