Материалы

დიდი არაქალი- „სურბ ხაჩ“ ეკლესია

დაარსდა 1830-იან წლებში.4 didi aragiali- surb xachis eklesia

ეკლესიის დაარსება: ნინოწმინდიდან ჩრდილო აღმოსავლეთით 8 კმ-ში მდებარეობს სოფ. დიდი არაქალის „სურბ ხაჩ“ ეკლესია, რომელიც მე-19 საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა. ეკლესია ნახსენებია სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის 1839-1840 წწ. ცნობარში. მეფსალმუნეებად მოხსენებულნი არიან ჰარუთიუნ ტერ-ჰოვჰანისიანი და არაქელ დანიელიანი[1]. აღნიშნულ წლებში ეკლესიის მრევლის რიცხვი 149-ს შეადგენდა[2]. 1860-იან წლებში ეკლესია ხის შენობად არის მოხსენებული[3], ხოლო 1880-იან წლებში, ეპარქიის სოფლების სხვა ეკლესიების მსგავსად, ხის სახურავის მქონე ქვის ნაგებობად[4]. მე-20 საუკუნის დასაწყისში ეკლესიის წლიური შემოსავალი 41 რ. 34 კ. ვერცხლს შეადგენდა[5].

3 M.aragyalსოფ. დიდ არაქალში შემორჩენილია ასევე მე-13-14 საუკუნეებით დათარიღებული „წერუნი“ სახელწოდების ცნობილი დანგრეული ეკლესიის ნაშთები[6].

არქიტექტურა: „სურბ ხაჩ“ ეკლესია სამ სვეტსზე ამაღლებული ქვისგან აშენებული, ხის სახურავის მქონე ნაგებობაა. აშენებულია ტუფისაგან, გამონაკლისს წარმოადგენს ჩრდილოეთ კედელი, რომელიც მთლიანი თლილი ქვისგან არის აშენებული. ეკლესია წარმოადგენს ორგუმბათიან, დიდებულ ნაგებობას. გარე ზომებია 13,61x9,15 მ. სამხრეთ ფასადზე შესამჩნევია აღდგენის კვალი[7].

სამრევლო მღვდლები: სოფ. დიდი არაქალის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ჩანაწერთა წიგნაკების თანახმად, 2 Didi Aragiali Surb Xachეკლესიის მღვდლებს შორის ყოფილან მღვდელი სტეფანოს ტერ-სტეფანოსიანი[8] და მღვდელი ბარსეღ ტერ-ჰოვჰანისიანი[9].

სკოლა: საქართველოს და იმერეთის ეპარქიის 1869 წლის სკოლათა ცნობარის თანახმად სოფლის საეკლესიო-სამრევლო სკოლა, რეგიონის რიგი სოფლების სკოლების მსგავსად, 1864 წელს, ადგილობრივების სახსრებით გაიხსნა. 1869 წლის მდგომარეობით სკოლას 22 მოსწავლე და 1 მასწავლებელი ჰყავდა[10]. 1870-იან წლებში მასწავლებლად მოხსენებულია მელქონ მანუკიანი[11].

1 Didi Aragiali Surb Xachეკლესიის განახლება და ხელახლად კურთხევა: ეკლესიას 2014-2015 წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია. 1830 წელს დაარსებულმა „სურბ ხაჩ“ ეკლესიამ, რომელსაც სრული რესტავრაცია ართურ და აიდა ისოიანების წყალობით ჩაუტარდა- კეთილმოეწყო მისი ეზო და მიმდებარე სივრცე, 2015 წლის 12 ოქტომბერს კვლავ გაუღო კარები მორწმუნე მრევლს. ეკლესიას რესტავრაცია არქიტექტორ აზატ მღდესიანის პროექტით ჩაუტარდა, დიზაინი არმენ ღუკასიანს ეკუთვნის, ხოლო სკულპტურების/ამოკვეთილი ორნამენტების ავტორი გევორგ მნაცაკანიანს. 12 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ ახლად რესტავრირებული ეკლესიის კარების გახსნის რიტუალი შესრულდა. მომდევნო დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობითა და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის და რეგიონის სასულიერო დასის მონაწილეობით უძველესი „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ხელახლად კურთხევის წესი ჩატარდა. „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში პირველი საღმრთო ლიტურგია ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიის სულიერმა მწყემსმა, ღირსმა მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა აღავლინა[12].

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

 

[1] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 457, թ. 58:

[2] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3800, թ. 4:

[3] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3848, թ. 74:

[4]  „არძაგანქ“, 1885, N 3, გვ. 41:

[5] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3912, մաս 1, թ. 112-ի շրջ.-113:

[6] ს. კარაპეტიანი, ჯავახქ, ერევანი, 2006, გვ. 371.

[7] ს. კარაპეტიანი, იმავე ადგილას.

[8] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 813, թ. 2:

[9] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 810, թ. 2; գ. 840, թ. 2:

[10] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3977, թ. 54-ի շրջ.-55:

[11] სეა, ֆ. 56, ց. 15, գ. 52, թ. 43-ի շրջ.-44:

[12] http://armenianchurch.ge/hy/lurer?start=435: საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრეს მდივანი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2023 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են