Материалы

ახალქალაქის - სურბ ხაჩ ეკლესია

1 axalqalaqi-surb xachis eklesiaმოხსენებები არის 1830-იანი წლებიდან, 1850 წელს ძველი ეკლესიის ადგილას საძირკვლიდან აშენდა ახალი ეკლესია, მისამართი: ქ. ახალქალაქი, თავისუფლების ქ. 55.

სურბ ხაჩ ეკლესია მდებარეობს ქალაქ ახალქალაქის ცენტრში. ეკლესიის აგების შესახებ ძირითად ცნობებს გვაწვდიან საარქივო ჩანაწერები. 1830-იან წლებში იგი ააშენეს კარინიდან დევნილმა სომხებმა საკუთარი სახსრებით. შემდგომში, 1850-იან წლებში, ახალქალაქის მცხოვრები, კარაპეტ იაღუბიანცის ინიციატივით ძველი ეკლესიის ადგილას ააშენეს ახალი ეკლესია.[1]

ეკლესიის რეაბლიტაციები:ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარებულა 1870-1890-იან წლებში. 1884 წელს შესრულად ნაწილობრვი სარემონტო სამუშაოები ახალციხის ვიკარიუსის ხორენ ვარდაპეტ სტეფანის ინიციატივით.[2]1890-იან წლებში შესრულდა ეკლესიის მიწით გადახურული სახურავის რემონტი. რემონტი განხორციელდა ადგილობვრივი მოსახლეობის ძალისხმევით.[3]

არქიტექტურა: სურბ ხაჩ ეკლესია გუმბათოვანი ტაძარია, ფართო დარბაზით . გარე ზომებია 27,7x16 მ.სახურავს და გუმბათს იკავებს სამი წყვილი სვეტი. საკურთხევლის ორივე მხარეს ეგვტერებია. ერთადერთი შესასვლელი ამოჭრილია დასავლეთის ფასადიდან. მას აქვს ორსართულიანი სამრეკლო, აშენებულია დაუმუშავებელი ქვისგან, კირის ხსნარით და ხით. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე დამაგრებულია მე-9 მე-10 საუკუნის ორნამენტებიანი ქვაჯვარი. მეორე ქვაჯვარი მდებარეობს შიგნით, საკურთხეველში.[4]1989 წელს ქალაქის ერთ-ერთ სომხურ სასაფლაოზე მე-13 მე-14 საუკუნეებში აღმოჩენილი კიდევ ერთი ქვაჯვარი გადატანილ იქნა ეკლესიის ეზოში.[5]

სამრევლო მღვდლები: მე-19 სუკუნეში სურბ ხაჩ ეკლესიაში მღვდლად მსახურობდნენ კირაკოს მაჰტესის ძე მარტიროსიანი, [6]უფროსი მღვდელი სიმონ ტერ-ვარდანიანცი, [7]მღვდელი ჰარუთიუნ მანუსაჯიანცი, მღვდელი ჰოვჰანნეს ქაჯაზნუნი [8]და სხვები.

საეკლესიო ქონება: სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის თემის 1837 წლის მოძრავი და უძრავი ქონების სიის მიხედვით, სურბ ხაჩ ეკლესიას ჰქონია,როგორც წესჩვეულების წიგნები, უამრავი საეკლესიო ნივთი, ისე უძრავი ქონება. კერძოდ ერთი დუქანი, 8 ჰა მიწის ნაკვეთი.[9]

სკოლა: 1836 წელს სურბ ხაჩ ეკლესიის მომიჯნავედ გაიხსნა წმ. მესროპის სახელობის ორსაფეხურიანი სამრევლო სკოლა. დღემდე მდგარი შენობა აშენდა მე-20 საუკუნის პირველ ათეულში. იგი ფუნქციონირების პერიოდში რამდენჯერმე დახურულა და გახსნილა.[10]2 K. Axalkalaki Surb Xach

1871წლის 12 თებერვალს ეკლესიის გავითში გაიხსნა სანდხტიან ქალიშვილთა სკოლა, რომლის არსებობას დიდწილად ხელს უწყობდა ადგილობრივი მეწარმე, ჰოვჰანნეს ჰოვანჯანიანი.[11]

სამკითხველო: 1885 წელს სურბ ხაჩ ეკლესიის გავითის ჩრდილოეთ-დასავლთ ნაწილში, ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობებით, აშენდა სამკითხველო. ეკლესიის მატერიალური მდგომარეობა 2 k. axalkalakisurbxach 1მეტ-ნაკლებად უმჯობესდება 90-იან წლებში. შენდება ეკლესიის კუთვნილი შემოსავლის მომტანი რიგი შენობები, რომლებიდანაც მიღებული თანხა გამოიყენებოდა სკოლის, სამკითხვეოლოს საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.[12]

ეკლესია საბჭოურ და პოსტსაბჭოურ პერიოდში: 1921 წელს ეკლესია დაიხურა და იყენებდნენ მარილის საწყობად. სურბ ხაჩ ეკლესია იხსნება 1944 წელს, ადგილობრივი მორწმუნე მოსახლეობის თხოვნით.

ეპისკოპოსის, გევორგ სერაიდარიანის წინამძღვრობის პერიოდში, სხვა ეკლესიბის მსგავსად, 1977 წელს ადგილობრივი ხელისუფლების სახსრებით განხორციელდა ასევე სურბ ხაჩ ეკლესიის რეაბილიტაცია. კერძოდ, შიდა ნაწილობრივი რემონტის გარდა, აღმოფხვრილ იქნა ეკლესიის გარშემო მდებარე დანგრეული სახლები. მათ ადგილას დაიდგა საყვავილეები. გათვალისწინებულია ასევე განხორციელდეს ეკლესიის ცენტრალური გათბობა.[13]

1988 წელს ეკლესიის გავითში დაიდგა მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი და ქვაჯვარი-ძეგლი, 1915 წლის სომეხთა დიდი გენოციდის წამებულებისთვის.

1998 წელს ბიზნესმენის, არტავაზდ ჰარუთიუნიანის სპონსორობით ეკლესიის სახურავი დაექვემდებარა ნაწილობრივ რემონტს. 2000 წლის 22 ივლისს, ეკლესიის ეზოში დაიდგა ასევე ეკლესიის დამაარსებლის, არქეპისკოპოს ტ. კარაპეტ ბაგრატიონის ძეგლი.[14]

2008წლის 3 აგვისტოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოსის, ვაზგენ მირზახანიანის ხელდასმით და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი, ბაბგენ სალბიანის მონაწილეობით, აკურთხეს სურბ ხაჩ ეკლესიის წმინდა საკურთხეველი და ნათლობის აუზი (ძმები კურღინიანებისა და ა. კარაბეკიანის ქველმოქმედებით).

საქართველოს სომხური ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი


[1]სეა, ფ. 56, ც. 1, თ. 3245, წწ. 1-2.

[2]„არძაგანქ“, 1885, N 22, გვ 309.

[3]„მშაკ“, 1899, N 203, გვ 2.

[4]ს. კარაპეტიან, ჯავახეთი, ერევანი, 2006 გვ. 69.

[5]იმავე ადგილას, էջ 70.

[6]სეა, ფ. 56, ც. 1, თ. 974, წ. 1 და პერ.

[7]სეა, ფ. 53, ც. 2, თ. 339, წ. 2; գ. 332, წ. 2

[8]სეა, ფ. 53, ც. 2, თ. 374, წ. 4.

[9]სეა, ფ. 56, ც. 6, գ. 39, წ. 123 და პერ.

[10]ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას,გვ 65.

[11]„ნორაშენ“ ჟურნალი, 2007, /2/(8), გვ 8.

[12]იმავე ადგილას

[13]„ეჯმიაწინ“, 1978, გ, გვ 62.

[14]„ეჯმიაწინ“, 2008, ე, გვ 148.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են