Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქია

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია განუყოფელი ნაწილია სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიისა, რომლის ცენტრი მთავარი საკათედრო წმიდა ეჯმიაწინია. ეპარქია ხელმძღვანელობს ბიბლიით, სომხური ეკლესიის წესებით და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის განკარგულებებით. ეპარქიის წინამძღვარი ინიშნება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის განკარგულებით.
საქართველოს სომეხთა ეპარქია მოიცავს საქართველოს ტერიტორიას. ეპარქიის მთავარი საკათედრო ტაძარი თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიაა. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია აერთიანებს და წარმართავს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ეკლესიებს, წარუძღვება სომხურ ქრისტიანულ სათვისტომოს, წარსდგება მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინ ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ. საქართველოს სომეხთა ეპარქიის შემადგენლობაში შედის თბილისის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარის, ქვემო ქართლის რეგიონებში მდებარე თემები, მოქმედი და უმოქმედო ეკლესიები. 2013 წლის მდგომარეობით სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიას ჰყავს 16 მღვდელმსახური, 50 მოქმედი ეკლესია.
2011 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად საქართველოში მოქმედ რელიგიურ თემებს შეუძლიათ მიიღონ სტატუსი. ამ კანონის თანახმად, 2012 წლის 12 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
ამჟამად საქართველოს სომეხთა ეპარქია საქართველოს ხელისუფლებისაგან მოითხოვს საბჭოთა ხელისუფლების დამკვიდრებამდე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 442 სომხური ეკლესიების დაბრუნებას, რომლებიც დღეს ჩამონგრეულია და ნანგრევებად ქცეული, რომელთა ტერიტორიაზე სხვა ობიექტებია აშენებული, რომლებიც გაქართულებულია და მოქმედებენ, როგორც ქართული მართლმადიდებელი ტაძრები. საქართველოს სომეხთა ეპარქია მოითხოვს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული: თბილისის „სურბ ნორაშენ ასტვაწაწინ“, „სურბ ნშან“, „მუღნეცოც სურბ გევორგ“, „ერევანცოც სურბ მინას“, „შამხორეცოც კარმირ ავეტარან“, ახალციხის „სურბ ნშან“ ეკლესიების დაბრუნებას. საქართველოს ხელისუფლებას ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ჯერ ნაბიჯი არ გადაუდგამს, თუმცა თბილისის „სურბ ნორაშენ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են