Материалы

სამღერეთი- „სურბ ნშან“

1 samghereTi surb nshanდაარსდა მე-10-11 საუკუნეებში

განახლდა მე-19 საუკუნეში.

სოფელ სამღერეთის „სურბ გევორგ“ („სურბ ნშან“) ეკლესია აშენდა შუასაუკუნოვანი სომხური ეკლესიის ადგილას- ნაწილობრივ მისივე ქვებით. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს და იმერეთის ეპარქიის კონსისტორიის ფონდის საარქივო დოკუმენტებში სოფელ სამღერეთის სამრევლო ეკლესიის შესახებ პირველი ცნობები გვხვდება მხოლოდ და მხოლოდ 1857 წლიდან დაწყებული. იგი ხის ნაგებობად არის ნახსენები[1]. 1860-იანი წლების ეპარქიის ეკლესიათა ცნობარში არსებობდა ჩანაწერი სოფელში მოქმედი ორი ეკლესიის და ორი მღვდლის შესახებ[2].

ეკლესიის ერთ-ერთ პირველ აღწერაში წერია: „ ... აქვს ბრწყონვალე სამლოცველო „სურბ გევორგის“ სახელობის. ეკლესიის კედელზე არსებული წარწერის თანახმად- («Ես Բէկի շինեցի զեկեղեցիս վասն միաբանաց եկեղեցւոյն և սոքա ետուն ինձ երկու ժամ, թուին ՌԿԱ ...»), (თარგმანი: მე ბეკმა ავაშენე ეკლესია საეკლესიო ერთობისათვის, ამისათვის მათ ორი საათი მომცეს, 1061 წელი) [3]. სხვა წყაროებითაც დასტურდება ეკლესიის სიძველე. 1884 წელს გაზეთ „არძაგანქში“ გამოქვეყნებული „მოგზაურობის მოგონებათა“ ცნობების თანახმად, სოფელს ჰქონდა პატარა ზომის ქვის ძველი ეკლესია. სომეხი მოსახლეობის რაოდენობა 20 კომლად არის მოხსენებული[4].

1885-1886-იანი წლების სხვა ცნობარში სოფლის ეკლესია კვლავ „სურბ გევორგ“ სახელწოდებით არის მოხსენებული[5].

 „სურბ გევორგ“ ეკლესიის წირთხლზე არსებულ სომხურენოვან წარწერაზე ცნობებს გვაწვდის „მეღუ ჰაიასტანი“ კორესპონდენტი ალექსანდრე არარატიანცი[6].

1906 წლის მდგომარეობით, „სურბ გევორგ“ ეკლესიის ძირითადი კაპიტალი შეადგენდა 33 რ. 59 კ., მრევლის რაოდენობა კი 289-ს[7].

საბჭოთა წლებში განახლდა ეკლესიის სახურავი. ამჟამად ეკლესია მედწილად ცნობილია არა „სურბ გევორგ“, რომელი სახელწოდებითაც მრავალრიცხოვან წყაროებში დასტურდება, არამედ „სურბ ნშან“ სახელწოდებით.

2 Samghereti Surb Nshanარქიტექტურა: აშენებულია შერეული ქვისგან. მიეკუთვნება დარბაზულ ტიპს. გარე ზომებია: 10,94×5,76მ. შესასვლელი სამხრეთის მხრიდან აქვს. არსებობს ვარაუდი, რომ ეკლესიას დასავლეთის მხრიდანაც ჰქონია შესასვლელი. შიდა კედლები ნაწილობრივ აღდგენილია. ეკლესიის გარშემო გადაშლილია შუასაუკუნოვანი სომხური სასაფლაო, სადაც სომხურენოვანი წარწერების მქონე საფლავის ქვებია.

მღვდლები: „სურბ გევორგ“ ეკლესიის მღვდლებს შორის ყოფილა მღვდელი სარგის ტერ-გრიგორიანი[8].

ეკლესია საბჭოთა და პოსტსაბჭოთა წლებში: საბჭოთა წლებში „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია, სხვა 3 Samghereti Surb Nshanუმრავი ეკლესიის მსგავსად დაიხურა და საწყობად გადაკეთდა. შემდგომში სოფლის მოსახლეობამ ეკლესიის გასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები წამოიწყო. მათ მიერ გამოჩენილი ყურადღების და გულმოდგინე მზრუნველობის შედეგად ეკლესია მდგარ მდგომარეობაში შემორჩა. მოგვიანებით, 2016 წელს „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში ვანდალიზმის ფაქტი მოხდა და ეკლესია ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამჟამად სოფლის მოსახლეობის ძალისხმევით ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

 

[1] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3830, թթ. 15-ի շրջ.-16:

[2] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3848, թ. 84:

[3] საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი. საქართველოს სომეხთა ეპარქია.

[4] “არძაგანქი“, 1884, N 41, გვ. 601.

[5] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3877, թ. 58-ի շրջ.:

[6] „მეღუ ჰაიასტანი“ 1874, N 22, გვ. 3.

[7] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3811, թ. 37-ի շրջ.-38; 55: (1911 թվականի տվյալները Տե′ս ֆ. 56, ց. 16, գ.475, թ. 408-ի շրջ.-409):

[8] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 5031, թ. 2-ի շրջ.-3:

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են