Материалы

ბალხო - სურბ ჰარუთიუნის ეკლესია

დაარსდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში44148922 307827906683373 3358713117516234752 n

ეკლესიის მშენებლობა: სოფელ ბალხოს ეკლესია დაარსდა მე-19 საუკუნის 30-იან წლებში, სოფლის მოსახლეობის ინიციატივით. ეკლესია, სახელწოდებით „სურბ ჰარუთიუნ“, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს და იმერეთის თემის ეკლესიების 1839-1840-იანი წლების რიგშია მოხსენებული. [1] 1868 წლის რეაბილიტაციას შემდეგ, ეკლესიის დასავლეთის მხრიდან გახსნილი შესასვლელის ზღუებლზე შესრულებულ სამშენებლო ოქმში იგი მოიხსენიება „სურბ ჰარუთიუნ“ სახელწოდებით, [2]ხოლო 1869 წლიდან მოყოლებული, არქივულ დოკუმენტებში მოიხსენიება „სურბ საჰაკ პართევ“ სახელწოდებით. [3]

1868 წლეს მღვდელ მინას მკრტჩიანის ხელმძღვანელობით, ძველი ეკლესიის ადგილზე ახალი ეკლესიის სამშენებლო სამუშაოები შესრულდა. მოგვიანებით, 1898 წლეს აშენდა ეკლესიის გალავანი. შენარჩუნებულია ასევე ამის დასადასტურებელი შესაბამისი სამშენებლო ოქმები. [4]რეაბილიტაციის შემდეგ, ეკლესია აკურთხეს და შემდგომში „სურბ ჰარუთიუნ“ სახელწოდებით მოიხსენიეს.

44082463

არქიტექტურა - ეკლესია აშენებულია წითელი ტუფისგან. ეკუთვნის ორმაგად დახრილი დარბაზის ტიპს. საერთო ზომებია: 17,1x9,50მ. ეკლესიის მხატვრული-დეკორატიული საშუალებად გამოყენებულია კომპოზიციური დეკორატიული კედლის სვეტები. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე გახსნილია ოთხკუთხედი, ხოლო დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებზე, ნახევრად წრიული ფანჯრები. შესასვლელი დასავლეთის მხრიდან არის. დასავლეთით გამოსახულია ჯვარი, რომლის ქვემოთაც ორსტრიქონიანი სომხური წარწერაა აღბეჭდილი. სახურავის დასავლეთის მხრიდან აშენებულია სამრეკლო. ორმაგად დახრილი სახურავი დაფარულია ფირფიტით. დარბაზი გაყოფილია 44082463 ნაწილად, რომლებიც ერთმანეთს თაღებით უკავშირდებიან. საკურთხეველი მდებარეობს დასავლეთ მხარეს, მის მარჯვენა და მარცხენა მხარეებში განლაგებულია საკურთხევლები. ხოლო ნათლობის აუზი ჩრდილოეთ კედელზე მდებარეობს. [5]

მღვდლები- 1830-1970-იან წლებში სურბ ჰარუთიუნ (საჰაკ პართევ) ეკლესიაში მსახურობდა მღვდელი მინას მკრტჩიანი. [6]

სკოლა - სოფლის საეკლესიო სკოლის შესახებ არქივულ დოკუმენტურ ინფორმაციას 1860-იანი წლებიდან იძლევიან. 1865 წლის ახალქალაქის და წალკის სკოლების მდგომარეობის საინფორმაციო დოკუმენტების თანახმად, მოსწავლეების რიცხვი იმ დროისთვის 21-ს შეადგენდა. [7]

ეკლესია საბჭოთა კავშირის პერიოდში - საბჭოთა კავშირის პერიოდში ეკლესიამ თავისი ფუნქიები დაკარგა, იგი გადაქცეული იყო კოლმეურნეობის საწყობად, ხოლო პოსტ საბჭოთა კავშირის პერიოდში უყურადღებოდ იყო დატოვებული. შემდგომ, ლოცვის გარეშე დატოვებულ, მოუვლელ ეკლესიას სოფლის პატივცემული შვილების ქველმოქმედებით ნაწილობრივ გაუკეთდა რეაბილიტაცია. 2004 წელს, ეკლესიის პირველი ნაწილობრივი რეაბილიტაციის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთის და წალკის მეუფე ტერ ბაბკენ სალბიანის მხრიდან შესრულდა ეკლესიის კურთხევის წესი და ტაძარი შევიდა საქართველოს სომეხთა თემის ეკლესიების რიგში.[8]

ეკლესიის რესტავრაცია და კურთხევა: 2018 წლის 25 აგვისტოს სოფელ ბალხოს სურბ ჰარუთიუნ ეკლესიის კურთხევის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ეკლესია რესტავრირებულ იქნა სოფლის პატივცემული შვილის, რუსეთში მცხოვრები მესროპ მოვსისიანის მიერ გაწეული ქველმოქმედებით.

ეკლესია აკურთხა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ტერ ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანმა, მამა მღვდლების, ტერ ტათევ მარუქიანის, ტერ თადეოს ტერ-მკრტჩიანის და ტერ ტიგრან მხითაიანის დახმარებით. გახსნის ცერემონიის შემდეგ, წმინდა მირონით აკურთხეს სურბ ჰარუთიუნ ეკლესიის წმინდა საკურთხეველი, ნათლობის აუზი და 16 სვეტები.

რესტავრირებულ და ნაკურთხ ეკლესიაში პირველი წმინდა და უკვდავი წირვა არაგოვას „სურბ გევორქ“ ეკლესიის და მეზობელი სოფლების სასულიერო მეუფემ, ტერ თადევოს მღვდელ ტერ-მკრტჩიანმა აღავლინა. [9]

[1] სომხეთის ეროვნული არქივი, ֆ. 53, ց. 1, წ. 457: გვ. 50.

[2] ს. კარაპეტიან, ჯავახეთი, ერევანი, 2006, გვ. 94.

[3] სომხეთის ეროვნული არქივი, , ֆ. 53, ց.1, წ. 3856, გვ. 9.

[4] ს. კარაპეტიან, იგივე.

[5] საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შემსწავლელი ცენტრი. საქართველოს სომეხთა ეპარქია.

[6] სომხეთის ეროვნული არქივი, , ֆ. 53, ց. 1, գ. 457, იგივე, წ. 3868, გვ. 17.

[7] სომხეთის ეროვნული არქივი, ֆ. 53, ց. 1, წ. 3848, թ. 2-ի շրջ.:

[8] სამცხე-ჯავახეთის და წალკის საერთო პრელაციის პრესმდივანი.

[9] საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესმდივანი

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են