Материалы

წუღრუთი - „სურბ სიონ“ (სურბ ჰაკობ) ეკლესია

2 tsughruti-surb sion-დაარსებულია 1830-იან წლებში.

ეკლესიის მშენებლობა და რეაბილიტაციები: სოფელი წუღრუთი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის ახალციხის რაიონში, ახალქალაქიდან სწორხაზოვნად 5 კმ ჩრდილოეთ-დასავლეთით. სოფელ წუღრუთის სურბ ჰაკობის ეკლესია აგებულია 1830-იან წლებში. ჯერ კიდევ 1863 წელს ეკლესია იყო ხით ნაშენი[1]. ეკლესიის სამხრეთის შესასვლელის ზემოთ დღემდე შემონახული ჩანაწერის მიხედვით, 1881 წელს ძველი ეკლესიის ადგილას აშენებულია სრულიად ახალი ეკლესია[2].

1830-1840-იანი წლების იმ საარქივო ჩანაწერებში, რომლებიც ეხება სოფელ წუღრუთს[3] ეკლესია მოიხსენიება სურბ ჰაკობ სახელით. ამის შემდეგ და კერძოდ 1875 წელს[4] ეკლესია მოიხსენიება სურბ სიონის სახელით. აღნიშნული წლის მდგომარეობით ეკლესია მოძველებული იყო და ესაჭიროებოდა რემონტი. წინა რეკონსტრუქციების და ხელახლა კურთხევის შედეგად ეკლესიას უკვე მიეღო წმინდა სიონის სახელი, მაგრამ, როგორც აღინიშნა სრულიად ახალი ეკლესია სურბ სიონის სახელით აიგო 1881 წელს.

ეკლესიის სახარებები: სოფელში დღემდე ინახება ოვანეს მწერლის ხელით 974 წელს დაწერილი 395 გვერდიანი პერგმენტის სახარება[5]. ხელნაწერის არსებობისა და აღწერის შესახებ ყველაზე ადრეული ცნობები თარიღდება 1873 წლით «Այստեղ կայ մի Աւետարան, որ հանգուցեալ Կարապետ եպիսկոպոսը բերել է Կարնօյ մօտ Սպերու սուրբ Յովհաննէս վանքից միւս զարդերի հետ...»[6]: საყურადღებოა ასევე წუღრუთის სახარება და 1686 წელს ვენეციაში გამოცემული ნაბეჭდი ჟამნი. უკანასკნელი ცნობილია განსაკუთრებით მე-18-19 საუკუნის რამდენიმე ხელნაწერ მოხსენიებებში. სიძველეების მოყვარულნი წუყრუთელები, სახარების გარდა, თავიანთ სახლებში ინახავენ ასევე უამრავ სხვა საეკლესიო ნივთებს: სანაწილე, ბაირაღი და სხვა[7]։

სკოლა: 1873 წელს „მეღუ ჰაიასტან“-ში დაბეჭდილი სტატიის მიხედვით[8] ეკლესიის ეზოში, ს. ვ. პარზიანცის ძალისხმევით გაიხსნა სასწავლებელი, სადაც გაკვეთილები 1 Tsughruti Surb Sionმხოლოდ ზაფხულში ტარდებოდა. თავდაპირველად სკოლა ინახებოდა ეკლესიის მატერიალური შემოწირულობების, ხოლო მე-20 საუკუნის პირველ ათეულში, კავკასიური საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ გაცემული შესაწევარის ხარჯზე. კიდევ სხვა მოხსენებების მიხედვით, 1908 წლის მდგომარეობით, წუღრუთში ფუნქციონირებდა ერთკლასიანი სკოლა, რომლითაც სარგებლობდა ასევე მეზობელი სოფელი წირა[9].

სამრევლო მღვდელ მონაზვნები: მიუხედავად იმისა, რომ სოფელი იყო ხალხმრავალი, წუღრუთი ზოგჯერ ავსებდა უმღვდელო სოფლების რიგს, მაგრამ პერიოდულად მოიხსენიება მღვდლების სახელები, რომლებიც მოღვაწეობდნენ ეკლესიაში. 1830-იანი წლებში სურბ ჰაკობ ეკლესიის მღვდლად მოიხსენიება სტეფან ტერ-ნაჰაპეტიანცი[10]. 1851 წლის 24 მარტს წუყღრუთისთვის მღვდლად ხელდასმულ იქნა მკრტიჩ-ტერ სარგსიანი. 1876 წელს მკრტიჩ ტერ სარგსიანი ზრუნავდა ასევე მეზობელი სოფლის, წირას მოსახლეობის სულიერ საჭიროებებზე. იმავე წელს დიაკვნად დაინიშნა ოვანეს ალექსანიანი[11].

1904-1909-იან წლებში წუყრუთის მღვდლად მოიხსენიება ვარდან ოვანისიან ვარდანიანცი (დაბ. 1861წ., ხელდას. 1896წ-ს 2 აპრილს). 1912 წლის მაისში მოსახლეობამ საჩივარი წარადგინა მათი ხალხმრავალი სოფლის და წირას უკვე 7 თვის განმავლობაში მღვდელის გარეშე დატოვებისა და ამის შედეგად ეკლესიის დახურვის ფაქტის გამო. დიდი ხნის ძიების შემდეგ წუღრუთელები ბოლოსდაბოლოს პოულობენ მღვდლად ხელდასმისთვის ერთდროულად ორ შესაფერის კანდიდატს: ეღიშე ტერ-ჰაკობიანს და გევორგ ბარსეღიანს, რომელთაგან ირჩევენ პირველს. 1917 წელს სამრევლო მღვდლად მოიხსენიება ეღიშე ტერ-ჰაკობიანი[12].

ისტორიული ძეგლების ექსპერტის, ს. კარაპეტიანის ციტატების მიხედვით, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ არქივში შენახული დოკუმენტებზე დაყრდნობით, წუღრუთის სურბ სიონ ეკლესიაში მღვდლად მოღვაწე მღვდელების შესახებ მოხსენიებები, როგორც ასევე შემდგომი ცნობები (სოფლისა და მეზობელი დასახლებების მოსახლეობის მიერ) მეტყველებენ იმაზე, რომ ეკლესია ყოველთვის მოქმედი ყოფილა. ეკლესია და სოფელში შენახული ცნობილი სახარებები ყოველთვის იყო ადგილობრივი მოსახლეობის მზრუნველობისა და ყურადღების ცენტრში, რომელსაც მუდმივად მრავალი მომლოცველი მოჰყავდა წუღრუთში.

ეკლესიის ქვაჯვარის კურთხევა. 2013 წლის 8 ოქტომბერს, ახალციხის სოფელ წუღრუთის სურბ სიონ ეკლესიის ეზოში დაიდგა ქვაჯვარი და შესრულდა ქვაჯავრის კურთხევა, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანის საპატიო მონაწილეობით და კურთხევით. ეკლესია დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას და აძლევს სულიერ საზრდოს ადგილობრივ მოსახლეობას.

წმინდა ადგილები: წუღრუთის მიმდებარედ მდებარობს სურბ ჰაკობ, სურბ გევორგ, სურბ კარაპეტ, სურბ მარიამ ღვთისმშობლის სამლოცველოები[13].

საქართველოს სომხური ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი


[1] იხ. სეა, ֆ. 53, ც. 1, გ. 3843, წ. 60-61:

[2] იხ. ს. კარაპეტიანი, ახალციხე, ერევანი, 2008, გვ. 226.

[3] იხ. სეა, ֆ. 53, ც. 1, გ. 456, წ.18-ის პერ.-19; გ. 3800, წ. 4.

[4] იხ. „მეღუ ჰაიასტანი“, 1875, N 50, გვ 2.

[5] იხ. ს. კარაპეტიანი, იმავე ადგილას, გვ 226.

[6] „მეღუ ჰაიასტანი“, 1873, N 32, გვ 2.

[7] იხ. ს. კარაპეტიანი, იმავე ადგილას, გვ 227-229.

[8] იხ. „მეღუ ჰაიასტანი“, იმავე ადგილას

[9] სეა, ფ. 28, ც. 1 გ. 300. წ. 15-ის პერ.

[10] იხ. სეა, ფ. 53, ც. 1, გ. 456, იმავე ადგილას.

[11] იხ. სეა, ფ. 53, ც. 1, გ. 3868, წ. 16

[12] იხ. ს. კარაპეტიან, იმავე ადგილას, გვ 230.

[13] იხ. იმავე ადგილას, გვ. 229.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են