Материалы

ნინოწმინდა (ხოჯაბეკ)- „სურბ სარგის“ ეკლესია

3 xojabeki surb sargisდაარსდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში.

ეკლესიის დაარსება: სოფ. ხოჯაბეკი მდებარეობს ახალქალაქიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 16 კმ-ში, ხანჩალის ტბის აღმოსავლეთ ნაპირიდან 2 კმ-ში, ზღვის დონიდან 1930-1950 მ სიმაღლეზე. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა ნინოწმინდის რაიონულ ცენტრს, ამჟამად იგი რაიონულ ცენტრს შეუერთდა და ერთ თემად ითვლება. სოფ. ხოჯაბეკის მოსახლეობამ მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან კონსისტორიის დამტკიცების გარეშე დაარსა თავისი სამრევლო ეკლესია. ჯერ კიდევ 1848 წლამდე ეკლესია არ იყო ნაკურთხი. იმავე წელს მათ ეკლესიის კურთხევის თხოვნით მიმართეს კონსისტორიას[1]. ეპარქიის საარქივო დოკუმენტაციაში 1866 წლის მდგომარეობით, ეკლესია ქვის ნაგებობად არის მოხსენებული[2]. „სურბ სარგის“ ეკლესია თავის მიზანს მე-19 საუკუნის 80-იან წლებამდე ემსახურებოდა. 1882-1884 წლებში ახალი ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ეკლესიის აშენებასა და კურთხევაზე ცნობებს გვაწვდის ეკლესიის დასავლეთ კედელზე, შესასვლელის ზედა ნაწილში გამოჭრილი სარკმლის წირთხლზე შესრულებული სამშენებლო წარწერა, რომლის თანახმადაც ეკლესია ადგილობრივების სახსრებით აშენდა. ეკლესია 1884 წელს იკურთხა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს არისტაკესის მიერ[3].

2 Xojabeki Surb Sargisმე-20 საუკუნის დასაწყისში „სურბ სარგის“ ეკლესიის კაპიტალი 417 რ. 58 კ. შეადგენდა, ხოლო უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი- 76 რ. 46 კ. ვერცხლს[4].

არქიტექტურა: „სურბ სარგის“ ეკლესია აშენებულია მთლიანი თლილი ქვისგან. გარე ზომებია: 18,68 x 11,02 მ. შესასვლელი დასავლეთის მხრიდან აქვს. ორმაგი სამრეკლო დასავლეთის მხარეს აქვს აშენებული[5].

სკოლა: სოფლის საეკლესიო-სამრევლო სკოლა 1864 წელს აშენდა, ადგილობრივთა სახსრებით[6]. 1 Xojabeki Surb Sargis1875 წლის ეპარქიის სკოლათა ცნობარის თანახმად საბავშვო ბაღი ეკლესიის ეზოში ყოფილა განთავსებული. მასწავლებლად სიმეონ თუმასიანცია მოხსენებული[7].

ეკლესია საბჭოთა და პოსტ საბჭოთა წლებში: საბჭოთა წლებში ეკლესია საწყობად იყო გადაქცეული და 1993 წლის 13 ნოემბრამდე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს გევორგ სერაიდარიანის მიერ მისი ხელახლად გახსნასა და კურთხევამდე ეკლესია საკუთარ მიზანს ვერ ემსახურებოდა. 1995 წელს ხოჯაბეკელებმა დიდი ზეიმით აღნიშნეს როგორც სოფლის დაარსების 165-ე წლისთავი, ასევე ეკლესიის აშენების 110 წლის იუბილე. იმავე წლის 13 აგვისტოს, „სურბ სარგის“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღევლინა. მწირველი გახლდათ ვარდაპეტი სეპუჰი, საქმეთა მმართველი მღვდელი ეღია[8].

ეკლესიის განახლება და ხელახლად კურთხევა: ეკლესიის შემდგომი აღდგენითი სამუშაოები 1Xojabeki Surb Sargisგანხორციელდა ადგილობრივი სულიერი მწყემსის, მღვდელ არმაშ პოღოსიანის ინიციატივით. ეკლესია აღდგა და მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო იმავე სოფელში დაბადებული, ამჟამად რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ძმები თათულ და არმენ ღარსლიანების ქველმოქმედებით.

2010 წლის 4 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსაამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობითა და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის მღვდელმონაზონ ბაბგენ სალბიანის მონაწილეობით შესრულდა „სურბ სარგის“ ეკლესიის კურთხევის წესი, რომელსაც საღმრთო ლიტურგიის ჩატარების წმინდა რიტუალიც მოჰყვა[9].

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

 

[1] ს. კარაპეტიანი, ჯავახქ, ერევანი, 2006, გვ. 245.

[2] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3848, թ. 74:

[3] ს. კარაპეტიანი, იმავე ადგილას.

[4] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3912, մաս 1, թ. 111-ի շրջ.-112:

[5] ს. კარაპეტიანი, იმავე ადგილას.

[6] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3977, թ. 54-ի շրջ.:

[7] სეა, ֆ. 56, ց. 15, գ. 52, թ. 43-ի շրջ.:

[8] „ეჯმიაწინ“,1995,7, გვ. 130-131.

[9] „ეჯმიაწინ“, 2010, 8-9, გვ. 146.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են