Материалы

სათხა- „სურბ მეწნ ნერსეს“ ეკლესია

satxa-surb metsn nersesis eklesiaდაარსდა 1869 წელს.

ეკლესიის დაარსება: ახალქალაქიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 18 კმ-ში მდებარე სოფ. სათხის „სურბ მეწნ ნერსეს ჰაირაპეტ“ ეკლესია ადგილობრივების მიერ 1869 წელს სოფელში მდებარე „სურბ ასტვაწაწინ“ ძველი ეკლესიის მიმდებარედ აშენდა. ახალი ეკლესიის საჭიროება მოსახლეობის ზრდას უკავშირდებოდა[1]. 1885 წლის გაზეთ „არძაგანქ“-ის მოწოდებული ცნობების თანახმად, სათხის ახალი ეკლესია ძველი ეკლესიის მსგავსი, თუმცა მასთან შედარებით უფრო ფართო ნაგებობა იყო[2]. 1903 წელს იგი ადგილობრივების მიერ განახლდა[3]. 1905 წელს ეკლესიის შემოსავალი 96 რ. 26 კ. ვერცხლს შეადგენდა[4].

2 Sarxa Surb Metsn Nersesზემოთ აღნიშნული „სურბ ასტვაწაწინ“ სახელობის ცნობილი  ძველი ეკლესია ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული არსებობდა, რომელიც „სურბ ასტვაწაწინ“ სახელწოდებით იხსენიება ეპარქიის ეკლესიათ 1840 წლის ცნობარში[5]. ეკლესიის მღვდლად მოხსენიებულია გევორგ ჰარუთუნიანი, მეფსალმუნედ სტეფანოს ტერ-ზაქარიანი[6].

არქიტექტურა: ეკლესიის გარე ზომებია: 22.75 x 13,95 მ. განეკუთვნება გუმბათოვან ეკლესიათა ტიპს. აშენებულია დაუმუშავებელი, თლილი ქვისა და ქვითკირისაგან[7].

სამრევლო მღვდლები: სოფ. სათხას „სურბ ნერსეს“ ეკლესიის ჩანაწერთა წიგნაკების თანახმად, ეკლესიის მღვდლებს შორის ყოფილან მღვდელი სტეფანოს ტერ-სტეფანოსიანი და მღვდელი გრიგორ ტერ-გევორგიანი[8].

სკოლა: ეპარქიის სკოლათა ცნობარის თანახმად, სოფლის საეკლესიო-სამრევლო სკოლა 1864 წელს1 Satxa Surb Metsn Nerses ადგილობრივების სახსრებით გაიხსნა. 1869 წლის მდგომარეობით ჰყავდა 86 მოსწავლე[9]. 1875 წლის ცნობარის თანახმად სოფლის საბავშვო ბაღი ეკლესიის ეზოში მდებარეობდა. მასწავლებლად მოხსენიებულია ეღიშე ტერ-სტეფანოსიანი[10].

ეკლესიის განახლება: სათხის „სურბ მეწნ ნერსეს“ ეკლესია უკანასკნელად 1994 წელს სათხაში მცხოვრები არტუშ სანოიანის ინიციატივით შეგროვებული შემოწირულობით განახლდა. განახლებისას ეკლესიის სახურავი და  გუმბათი გადაიხურა თუნუქით, გაიწმინდა და კეთილმოეწყო ეკლესიის დარბაზი.

ეკლესიის განახლებისას კარების ზღურბლს ქვეშ აღმოჩენილ იქნა სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე 7 ბორცვზე აშენებული ციხის დაარსების შესახებ გაკეთებული წარწერა, რომელიც 1658 წლით თარიღდება[11].

მოგვიანებით, წარმოშობით სათხელი მკოიანებისა და სანოსიანების ოჯახების წარმომადგენელთა მატერიალური მხარდაჭერით ეკლესიას სრული რესტავრაცია ჩაუტარდა. 2002 წლის 15 დეკემბერს, შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანის მიერ და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მონაწილეობით იკურთხა „სურბ ნერსეს მეწნ ჰაირაპეტი“ სახელობის ეკლესია.

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

 

[1]  ს. კარაპეტიანი, ჯავახქ, ერევანი, 2006, გვ. 438.

[2] „არძაგანქ“, 1885, N 3, გვ. 41:

[3]  ს. კარაპეტიანი, იმავე ადგილას.

[4] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3912, մաս 1, թ. 112-ի շրջ.-113:

[5] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3800, թ. 4:

[6] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 457, թ. 58-ի շրջ.-59:

[7]  ს. კარაპეტიანი, იმავე ადგილას.

[8] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 5003, թ. 2:

[9] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3977, թ. 54-ի շրջ.-55:

[10] სეა, ֆ. 56, ց. 15, գ. 52, թ. 43-ի շրջ.-44:

[11] ე. ლალაიანი, ერკირ, ტ.1, ერევანი 1983, გვ. 61.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2023 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են