Материалы

ბუღაშენ - სურბ ჰარუთიუნის ეკლესია

1 bughasheni-surb harutyunდაარსდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში

ბუღაშენ - სურბ ჰარუთიუნის ეკლესიის დაარსება - 1830 წელს კარნო რაიონის სოფელ ტანძუტის და ბრნაკაპანის სომეხი მოსახლეობა გადმოსახლდა ბუღაშენში. იმ წლებში ხალხის სახსრებით სოფელში აშენდა ხის, ხოლო შემდგომ ქვის, ხით დახურული ეკლესია. ეკლესია აკურთხეს სურბ ჰარუთიუნის სახელით. 1840 წლის მდგომარეობით ეკლესიაში საეკლესიო მსახურების რაოდენობა 111-ს შეადგენდა. [1]1840-იან წლებში იგი ჯერ კიდევ ხისგან იყო აშენებული, [2] 1880-იან წლებში ქვისგან იყო აშენებული და ხით დაფარული. [3]1889 წელს ეკლესია მიწისძვრის შედეგად დაინგრა, ხოლო 1909 წელს საფუძვლიანად გაუკეთდა რესტავრაცია. ასევე, შენარჩუნდა რესტავრაციის დამამტკიცებელი სამშენებლო ოქმი. [4] რესტრავრაციის შემდეგ, ეკლესია მოქმედებდა 1930-იან წლებამდე. საბჭოთა წლებში იგი დაიხურა და სათავსოდ გადაიქცა, ხოლო მეუფე გაძევებულ იქნა. [5]

2 Bughasheni Surb Harutiunis Eklesiaარქიტექტურა - ეკლესია აშენებულია ნაცრისფერი ტუფისგან. ეკუთვნის ორმაგად დახრილი დარბაზის ტიპს. საერთო ზომებია 15,93 x10,14 მ. ბუღაშენი - სურბ ჰაუთიუნის ეკლესიის დასავლეთ მხარე აშენებულია დამუშავებული ქვით. იმავე მხრარეს დგას ექვს სვეტებზე მიყრდნობილი ბასწვერიანი ფორმის სამრეკლო. [6] ეკლესიის ფასადები გაფორმებული არ არის. ფანჯრები გახსნილია სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე. შესასვლელი გახსნილია დასავლეთ კედლიდან. შესასვლელის ზემოთ სომხური წარწერაა. ორმაგად დახრილი სახურავი დაფარულია ფირფიტით. შიდა ტერიტორიაზე კედლები გალესილი და შეღებილია. აღმოსავლეთით საკურთხეველია, რომლის მარჯვენა და მარცხენა მხარეებში განლაგებულია სამლოცველოები. ხოლო ემბაზი მდებარეობს ჩრდილოეთ კედელზე. ჭერი დაფარულია პლასტიკური მოდულებით.[7]

მღვდლები - 1830-1880-იან წლებში სოფელ ბუღაშენის სურბ ჰარუთიუნ ეკლესიაში მსახურობდნენ მღვდლები: მარტიროს საღათელიანი[8], მღვდელ მინას მკრტჩიანი[9], მღვდელი გალუსტი. მღვდელი გალუსტი, წმინდა ჰარუთიუნ პალიანცი[10], რომლებიც მსახურობდნენ 1830-1880-იან წლებში:

სკოლა - სოფლის საეკლესიო სკოლის შესახებ მოგონებები შევიძლია მოვიპოვოთ 1860-იან წლების დოკუმენტებში. კონკრეტულად კი, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს და იმერეთის ეპარქიის სკოლების 1869 წლის საინფორმაციო წყაროების თანახმად, სოფელ ბუღაშენის საეკლესიო სკოლას იმ დროისთვის 28 მოსწავლე ჰყავდა. იგი დაარსდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, 1864 წელს.[11]

https://armenianchurch.ge/images/stories/ekegheciner/Akhalqalaq/bughashen_surb_harutiun/3_%D5%A5%D5%A9%D5%A5_%D5%B0%D5%A1%D6%80%D5%B4%D5%A1%D6%80_%D5%A7_%D5%AF%D5%A1%D5%B4_%D5%B8%D6%80%D5%BA%D5%A5%D5%BD_2_-%D6%80%D5%A4_%D5%AD%D5%B8%D6%80%D5%A1%D5%B6%D5%AB_%D5%B4%D5%A1%D5%BD%D5%A8_bughasheni-surb_harutyun.jpgეკლესიის ხელახლა კურთხევა: 2009 წლის 8 აგვისტოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ტერ ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანის და სამცხე-ჯავახეთის და წალკის საერთო წინამძღვრობის სასულიო წინამძღვრის ტერ ბაბგენ სალბიანის მონაწილეობით, ახალქალაქის რეგიონის სოფელ ბუღაშენის სურბ ჰარითიუნ ეკლესია ხელხალად იქნა ნაკურთხი, რის შემდეგაც აღავლინდა პირველი წირვა-ლოცვა. სურბ ჰარუთიუნ ეკლესია რესტავრირებულ იქნა და ტერიტორია მოწესწიგდა ბუღაშენელი, რუსეთში მცხოვრები ხაჩატურ ეღოიანის დახმარებით. [12]

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევითი ცენტრი

[1] სომხეთის ეროვნული არქივი, ֆ. 53, ց. 1, գ. 3800, թ. 4-ի շրջ.:

[2] სომხეთის ეროვნული არქივი, ֆ. 53, ց. 1, գ. 3802(1), թ. 63-ի շրջ.-64:

[3] «არძაგანქ», 1885, N 3, გვ. 43.

[4] ს. კარაპეტიან, ჯავახეთი, ერევანი, 2006, გვ. 126:

[5] საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრეს მდივანი. www.aysor.am/am/news/2009/08/13/churchsacr/49626

[6] ს. კარაპეტიან, იგივე.:

[7] საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევითი ცენტრი

[8] სომხეთის ეროვნული არქივი, ֆ. 53, ց. 1, თ. 457, გვ. 50:

[9] სომხეთის ეროვნული არქივი, ֆ. 53, ց. 2, գ. 1031, թ. 2:

[10] სომხეთის ეროვნული არქივი, ֆ. 53, ց. 2, գ. 1044, թ. 2:

[11] სომხეთის ეროვნული არქივი, ֆ. 53, ց. 1, գ. 3977, թ. 55-իշրջ.-56:

[12] საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრეს მდივანი. www.aysor.am/am/news/2009/08/13/churchsacr/49626

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են