Материалы

„ჰაიარტუნ“ ცენტრის ART ჯგუფისა და ერევნის „ბალაიანის“ სტუდიის გამოფენა „ბავშვობა“

2025 წლის 14 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრმა უმასპინძლა ერევნის „ბალაიანის“ მხატვრული სტუდიის მოსწავლეებს, მათ მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად. მოეწყო „ჰაიარტუნ“ ცენტრის ART ჯგუფის (მასწავლებელი: ანა კარაპეტიანი) და ერევნის ART სტუდიის (ხელმძღვანელი: სოფი ბალაიანი) მოსწავლეების ერთობლივი გამოფენა სახელწოდებით „ბავშვობა“. დარბაზის კედლები მორთული იყო ბავშვების ფანტაზიით შესრულებული ნახატებით, რომელთა თემატიკა მრავალფეროვანი იყო, ნახატები კი ფერადი და ექსპრესიული. ასევე ჩატარდა მასტერკლასი, რომლის დროსაც თბილისისა და ერევნის სამხატვრო ჯგუფების მოსწავლეებმა გამოსახეს მათ გვერდით მჯდომი ადამიანი, მოამზადეს პატარა საჩუქრები, რომლებიც ერთმანეთს გაცვალეს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, ღირსი მამა კირაკოს სიმონიანმა გადასცა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანის კურთხევა და მამობრივი კეთილი სურვილები. მამაომ მაღალი შეფასება მისცა სამხატვრო სტუდიების მუშაობის საგანმანათლებლო მნიშვნელობას ახალგაზრდა თაობის ესთეტიკური განვითარების მიმართულებით.

„ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა, სტუმრებს მისალმებისას აღნიშნა, რომ ცენტრის ART სამხატვრო ჯგუფმა, რომლის მოსწავლეებიც 5-9 წლის ბავშვები არიან და ჯგუფი რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა,  შეძლო სათანადოდ თავის წარმოჩენა პირველ ღონისძიებაზე. ხოლო ერევნის „ბალაიანის“ სამხატვრო სტუდიის დირექტორმა სოფი ბალაიანმა მადლობა გადაუხადა ერთობლივი ღონისძიების შეთავაზების მიღებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა გაგრძელდება.

ბოლოს, საჩუქრების გაცვლა და ნაყინით მასპინძლობა გაიმართა.

 

3

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge