წმინდა აღდგომის სადღესასწაულო ღონისძიება და „კვერცხის თამაში“ საქართველოს სომეხთა ეპარქიის საბავშვო ბაღში
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „წმინდა მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღში წმინდა აღდგომის დღესასწაული ტრადიციულად დიდი ზეიმით აღინიშნება, რომელშიც ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ. 2026 წლის 1 აპრილს, წმინდა აღდგომის დღესასწაულის წინ, ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევით, ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა „წმინდა მოვსეს ხორენაცის“ საბავშვო ბაღის სააღდგომო ღონისძიება.
ცენტრის გალუსტ გულბენკიანის სახელობის დარბაზი ლამაზად იყო გაფორმებული და მორთული ტრადიციული სააღდგომო ატრიბუტებით, ხოლო მაგიდებზე ელვარებდა ფერად შეღებილი კვერცხები და სადღესასწაულო ტკბილეული.
ღონისძიება დაიწყო „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორის, ევგენია მარკოსიანის მისასალმებელი სიტყვით და საერთო „მამაო ჩვენოს“ ლოცვით. მოახლოებული აღდგომის დღესასწაულის გამო, ეპარქიის წინამძღვრის კურთხევა და მილოცვა დამსწრეებს გადასცა ღირსმა მამა სამველ თოროსიანმა, რომელმაც ასევე ისაუბრა წმინდა აღდგომის დღესასწაულის არსსა და მნიშვნელობაზე.
ატმოსფერო კიდევ უფრო საზეიმო გახდა, როდესაც ბავშვებმა დაიწყეს საუბარი წმინდა აღდგომის დღესასწაულსა და სომხურ ტრადიციებზე. შემდეგ გაიმართა მხიარული სიმღერები და ცეკვები, ლექსების დეკლამაცია, რასაც მოჰყვა „კვერცხის თამაში“, რამაც განსაკუთრებული სიხარული და მხიარულება გამოიწვია დარბაზში შეკრებილთა შორის.
წმინდა აღდგომისადმი მიძღვნილი ეს ღონისძიება იქცა ლამაზ და დაუვიწყარ ზეიმად, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში მცხოვრებ სომეხ ბავშვებში ქრისტიანული ღირებულებების დამკვიდრებას და ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებას.
Հայերեն
ქართული
English
Русский 


