Материалы

პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „ჩემს სულში...“

2025 წლის 1 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, ეპარქიის „ჰაიარტუნ’ ცენტრის  გალუსტ გულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა ჯავახეთში მოღვაწე მხატვრის, ჰაზკერტ კირაკოსიანის პერსონალური გამოფენა.

ცენტრის კედლები მორთული იყო მხატვრის ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატებითა და გრაფიკული ნამუშევრებით, რომლებიც წარმოადგენდა მშობლიური ბუნების, შინაგანი ანარეკლებისა და სხვადასხვა იდეების ოსტატურად შექმნილ გამოსახულებებს.

 გამოფენის გახსნას დაესწრო თავად ავტორი, მრავალგზის ჯილდოს მფლობელი იუველირი, ჰაზკერტ კირაკოსიანი, რომელიც 40-წლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა ფუნჯსა და ხატვას.

პერსონალურ გამოფენას ესწრებოდნენ შემოქმედები, მხატვრები, დიზაინის ოსტატები, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები და ახალგაზრდა შემოქმედები.

გამოფენის გახსნისას, „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა, ევგენია მარკოსიანმა, ხაზი გაუსვა ჰაზკერტ კირაკოსიანის ფასდაუდებელ შრომას, რომელიც მის მშობლიურ სოფელ დილიფში, ნინოწმინდის რაიონში, XIX საუკუნის „წმინდა ვარდანანც“ ეკლესიის კედლების ფრესკებით მორთვას ემსახურებოდა. როგორც ჩანს, ეს მისთვის სტიმული იყო, რომ კვლავ მიეძღვნა მხატვრობას, რათა გამოეხატა მისი შინაგანი სამყაროდან მომდინარე სულიერება.

დღეს, როდესაც მხატვრის სახელოსნო  სავსეა პეიზაჟებით, პორტრეტებითა და წარმოსახვითი იდეების გამომხატველი ტილოებით, მხატვარმა თავის პერსონალურ გამოფენას იდუმალი სახელი უწოდა „ჩემს სულში...“.

მხატვარმა მაის კირაკოსიანმა და გაზეთ „ ვრასტანის ,,/ საქართველოს“ / რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა ისაუბრეს ავტორის შემოქმედებასა და მხატვრობაში მის დაბრუნებაზე.

ღირსი მამა კირაკოს სიმონიანმა, ავტორს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევა და კეთილი სურვილები გადასცა და თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ავტორის გზავნილს, რომელმაც თავისი ფუნჯის შტრიხები და მდიდარი პალიტრა ტილოს მიუძღვნა, საიდანაც მხატვრის იდეები ომის კატასტროფებისა და მშვიდობისკენ ლტოლვის შესახებ გამოირჩევა. ჰაზკერტ კირაკოსიანის ნახატების გამოფენები უწყვეტი იქნება, რაც ხელს შეუწყობს მხატვრის ნახატების პოპულარიზაციას, ხოლო „ჩემს სულში...“ პერსონალური გამოფენა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge