ცნობილ მხატვარს გიორგი მანოიანს სამახსოვრო მედალი გადაეცა

2025 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამეცნიერო-კულტურულ ცენტრში „ჰოვჰანეს თუმანიანის სახლი“, ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა, ცნობილ მხატვარს გიორგი მანოიანს საქართველოს სომეხთა ეპარქიის საპატიო სამახსოვრო მედალი „ჰოვჰანეს თუმანიანი 150“ გადასცა.
მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა, თავის კურთხევასა და მილოცვაში დადებითად შეაფასა მხატვარ გიორგი მანოიანის თავდადება თბილისის სომხური კვალის დავიწყებისგან ამოღებისა და თაობებისთვის გრაფიკული და ზეთის საღებავებით შესრულებული ტილოების გადაცემის საქმეში, მისი დაუვიწყარი სიყვარული მშობლიური ქვეყნის მიმართ და უსურვა მას ჯანმრთელობა და ახალი შემოქმედებითი წარმატებები.