Материалы

მოხსენება და სერტიფიკატების გადაცემა კურსდამთავრებულებისთვის

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა  ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით და თავმჯდომარეობით, ეპარქიის „ჰოვ. თუმანიანის სახლის“ ცენტრში, 2025 წლის 24 ივნისს, მოხსენებით  გამოვიდა ერევნის პუშკინის სახელობის მე-8 ძირითადი აკადემიური საშუალო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე - რიმა ასლანიანმა. მისი მოხსენება ეხებოდა სომეხი ხალხის ცხოვრებაში  წმ. გრიგორ  განმანათლებლის როლს ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელების გარდამტეხ მომენტს  და ეძღვნებოდა თემას „ძლიერი ფესვები, თამამი  მომავალი“. 

რიმა ასლანიანმა სლაიდებით წარმოადგინა სომხეთში ქრისტიანობის გავრცელების პერიოდი. ქრისტიანობის მიღება მან დაუკავშირა სომხეთის ისტორიაში კიდევ ერთი ეროვნული პროგრესის - მესროპ მაშტოცის მიერ ანბანის შექმნას. მოხსენების დასასრული  უფრო საინტერესო გახადა   სომხური ანბანის მნიშვნელობის განხილვამ, დამსწრეთა მონაწილეობით  ბრძნული გამონათქვამების ციტირებამ და სომხური დამწერლობის როლზე და მნიშვნელობაზე საუბარმა.

სკოლის ასაკის მომხსენებლის შინაარსიანი მოხსენების დაფასების შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა და საგანმანათლებლო განყოფილების ხელმძღვანელმა ევგენია მარკოსიანმა ხაზი გაუსვა მსოფლიოში სომეხთა, სომხური იდენტობის ჩამოყალიბებაში  მშობლიური ენისა და სომხური ანბანის ცოდნის მნიშვნელობას  და ამ გამოსვლის დასტურად მოიხსენია საქართველოს სომეხთა ეპარქიის მხარდაჭერით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და თბილისში მოქმედი ერთდღიანი სომხური ენის სკოლები.  

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევითა და ხელით, „წმ. ეღია წინასწარმეტყველის,,  საკვირაო (მასწავლებლები: როზა ზოჰრაბიანი, ენოქ თადევოსიანი) და წმინდა გრიგორ ნარეკაცის შაბათი დღის (მასწავლებლები: თამარა გაბოიან, ენოქ თადევოსიან) ერთდღიანი სკოლების 2023-2025 წლების კურსდამთავრებულებმა მიიღეს ორწლიანი კურსების დასრულების სერტიფიკატები.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge