სააღდგომო ვიზიტი რუსთავის სურბ გრიგორ ნარეკაცის სახელობის სულიერ ცენტრში
2026 წლის 12 აპრილს, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის კალენდრის მიხედვით აღინიშნებოდა კრკნაზატიკი (აღდგომის განმეორებითი დღესასწაული), რომელიც დაემთხვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქრისტეს დიდებული აღდგომის დღესასწაულს.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, ეპარქიის რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცის“ სახელობის სულიერ, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში, კურთხეულ ვემქვაზე, სადღესასწაულო წმინდა ლიტურგია აღავლინა ცენტრის ხელმძღვანელმა, ღირსმა მამა ჰოვსეფ ჰარუთუნიანმა.
საღმრთო მსახურების მიმდინარეობისას მღვდელმა შესაბამისი ქადაგებით ისაუბრა წმინდა აღდგომის დღესასწაულზე, სიცოცხლის გამარჯვებაზე სიკვდილზე და სიკეთის გამარჯვებაზე ბოროტებაზე.
მამა ჰოვსეფმა მორწმუნეებს გადასცა ეპარქიის წინამძღვრის მილოცვა და კეთილი სურვილები. მან, ღირს დიაკონ გევორგ ავეტისიანთან ერთად, აკურთხა ბზობის სიმბოლო — ტირიფის ტოტები და მორწმუნეთა მიერ მოტანილი სააღდგომო ნობათი.
დღე მართლაც სადღესასწაულო გახდა რუსთავის სომეხი მორწმუნეებისთვის.
Հայերեն
ქართული
English
Русский 
