Материалы

სერგო ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა სერიიდან „ჩვენი დიდებულები“

2025 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევით  და საპატიო დასწრებით , ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორის, სერგო ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

საქართველოს სომეხ ინტელექტუალთა კავშირის პრეზიდენტმა, ენოქ თადევოსიანმა, წინამძღვრის კურთხევა ითხოვა და შინაარსიანი შესავლით ისაუბრა თბილისის მოქალაქის კოლორიტულ იმიჯზე, მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის განვლილ  რთულ ცხოვრებისეულ გზაზე და  იმ უნიკალურ შემოქმედებით ფილმებზე, რომლებმაც მტკიცე ადგილი დაიმკვიდრეს კინემატოგრაფიის საგანძურში.

კომენტარებით აღსავსე დოკუმენტურ ფილმში, დიდი კინორეჟისორის ცხოვრების განვლილი გზის გადაფურცლვით, წარმოჩენილია რეალური მოვლენები. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების მოყვარული თბილისელი სომეხი საზოგადოება კარგად იცნობს სერგო ფარაჯანოვის მიერ გადაღებულ ფილმებს, მათთვის კვლავ შთამბეჭდავი იყო „დავიწყებული წინაპრების ჩრდილების“, „ბროწეულის ფერის“ და სხვა ფილმების ხელახლა ნაჩვენები ნაწყვეტები.

ფილმის დასასრულს, კვლავ მადლიერების სიტყვები გამოხატეს სომხეთის რესპუბლიკის კომპანია „გრანდ ქენდის“ მიმართ, რომელიც თბილისელ სომხებს სისტემატიურად აძლევს შესაძლებლობას, ეპარქიის „ჰაიარტუნ ცენტრში“ უყურონ მსგავსი დოკუმენტური ფილმები სერიიდან „ჩვენი დიდებულები“.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge