Материалы

ვიდეოფილმი „ჩვენი დიდებულები“ სერიიდან, რომელიც თბილისელი სომეხი არქიტექტორის, გაბრიელ ტერ-მიქელოვის ხსოვნას ეძღვნება

სომხეთის რესპუბლიკის კომპანია „გრანდ ქენდი“ პერიოდულად ამარაგებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრს „ჩვენი დიდებულების“ სერიიდან ერის ღირსეული შვილების ხსოვნისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს სომეხი მოღვაწეები ღირსეულ ადგილს იკავებენ კულტურის, ხელოვნების, განათლების, არქიტექტურისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებს შორის.

2025 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს სომეხ ინტელექტუალთა კავშირის თავმჯდომარის, ისტორიკოსის, ენოქ თადევოსიანის ინიციატივით, „ჰაიარტუნ“ ცენტრში აჩვენეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც სახელოვანი თბილისელი სომეხი არქიტექტორის, გაბრიელ ტერ-მიქელოვის ხსოვნას ეძღვნება.

„ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორის, ევგენია მარკოსიანის, გახსნითი სიტყვის შემდეგ, ისტორიკოსმა ენოქ თადევოსიანმა წარმოადგინა თბილისსა და ბაქოში სომეხი არქიტექტორების საქმიანობის, ურბანულ განვითარებაში დატოვებული წარუშლელი კვალისა და ფილმის გმირის -  გაბრიელ ტერ-მიქელოვის შესახებ.

შთაბეჭდილება შთამბეჭდავი იყო, დამსწრეთა კმაყოფილება უსაზღვრო  როგორც ფილმიდან,  ისტორიკოსის გამოსვლიდან, ასევე კომპანია „გრანდ ქენდის“ მხრიდან დოკუმენტური ფილმების მეშვეობით ერის დიდებულთა ხსოვნის თაობებისთვის გადაცემის გამო.

„ჰაიარტუნ“ ცენტრში გაგრძელდება „ჩვენი დიდებულების“ სერიის დოკუმენტური ფილმების ჩვენება.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge