მამა ეღიშეს გზა მარადისობისკენ

2025 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ასობით წარმომადგენელმა თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძრიდან მარადისობაში გააცილა საქართველოს სომეხთა ეპარქიის გამორჩეული სულიერი მსახური, ღირსი მამა ეღიშე უფროსი მღვდელი ჰარუთუნიანი, რომელიც 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამ დღეს, ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა, წმინდა ლიტურგია აღავლინა თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში.
წმინდა ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო სამრევლო ვიკარიუსი, ღირსი მამა დეკანოზი ნშან ჰმაიაკიანი, სასულიერო პირები, საქართველოს სომხებით დასახლებული რეგიონებიდან და სომხეთიდან ჩამოსული ეკლესიის მსახურები, მორწმუნეები და მრავალი მოქალაქე.
წმინდა ლიტურგიის დროს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა, საგალობლების შესრულებითა და ფსალმუნების კითხვით, სომხური ეკლესიის რიტუალური წესებით შეასრულა გარდაცვლილის საბოლოო ზეთისცხება.
სასულიერო პირებმა ღმერთს ევედრებოდნენ მამა ეღიშეს სულის ღვთის ნათელში შეწირვის თხოვნით.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა აღნიშნა გარდაცვლილი მამა ეღიშეს ურყევი თავდადება ეკლესიის მსახურებისადმი, ქრისტიანული იდეების ურყევი აღქმა და მათი თაობებისთვის გადაცემა. ამის დასტურია მამა ეღიშეს სწავლებებისა და სწორი ინტერპრეტაციების წყალობით მისი შვილისა და შვილიშვილის ეკლესიის მსახურებისადმი თავდადება და მრავალი ახალგაზრდის ეკლესიისაკენ მიმართულების შერჩევაა,
მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ უწმინდესმა ეპისკოპოსმა კირაკოსმა მამა ეღიშეს შუბლი და მაჯა ბოლოჯერ სცხო წმინდა მირონით და მის მარჯვენა მხარეს დადო წითელი სახარება/კარმირ ავეტარანი. სასულიერო პირთა ყველა წევრმა ერთმანეთის მიყოლებით დაემშვიდობა გარდაცვლილს.
წმინდა ლიტურგიის შემდეგ დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. მამა ეღიშე ჰარუთუნიანის ნეშტი, სასულიერო პირთა და ასობით მოქალაქის დიდი მსვლელობის თანხლებით, სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში გადაასვენეს, სადაც ეკლესიის ღირსეულმა ერთგულმა თავისი სამუდამო განსასვენებელი იპოვა ერის დიდებული ადამიანების გვერდით. მართალთა ხსოვნა კურთხევით იქნება...