საქართველოს სომხურ ეკლესიებში აღინიშნა ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაული

2025 წლის 27 ივლისს, სომხური ეკლესიის ხუთი მთავარი დღესასწაულიდან ერთ-ერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაული აღინიშნა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, დღესასწაული ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში წმინდა და უკვდავი ლიტურგიით აღინიშნა. თბილისელი და საქართველოს სომხებით დასახლებული რეგიონების მორწმუნე მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით მონაწილე გახდა, როგორც ხალხი იძახის, ვარდავარის დღესასწაულში.
თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ეკლესიაში სადღესასწაულო წმინდა და უკვდავი ლიტურგია აღავლინა ღირსმა მამა ვირაპ ღაზარიანმა, ხოლო ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში ლიტურგია აღავლინა ღირსი მამა ჰოვსეფ ჰარუთუნიანმა.
წმინდა ლიტურგიის დროს, ლიტურგიაზე მყოფმა მღვდლებმა შესაფერისი ქადაგება წაიკითხეს დღის საიდუმლოზე. ფერისცვალების დღესასწაულმა დაადასტურა ის ჭეშმარიტება, რომ იესო ღვთის ძეა. ეს ღვთის უწყებაა მოციქულებისა და მთელი მსოფლიოსთვის. „მოუსმინეთ მას. ის არის მიწისა და ცის, ცოცხლებისა და მკვდრების უფალი, რადგან მან აღადგინა მოსე მკვდრეთით და ელია ცოცხლებისგან“. ღირსმა მღვდლებმა ყველგან დამსწრეებს მიულოცეს იესო ქრისტეს ფერისცვალების დღე და უსურვეს, რომ ჩვენს სულებში დაფარული ნათელი წერტილის ბრწყინვალებით და ჩვენი ერის, ჩვენი ხალხისა და ჩვენი ეკლესიისადმი ერთგულებისა და ერთიანობის იდეით ეცხოვრათ.
სადღესასწაულო განწყობა ეკლესიების ეზოებშიც გაგრძელდა. ერთმანეთზე წყლის შესხურების ჩვეულება, რომელიც წარმართული დროიდან იღებს სათავეს და ქრისტიანული სუნთქვა მიიღო, თავის გამოხატულებას პოულობდა წყლის მორწყვის თამაშებში, რომლებსაც თან ახლდა ჰარმონიული მუსიკა, ლამაზი წრიული ცეკვები, რაც ქმნიდა მხიარულ განწყობას ყველა მონაწილეებისათვის.
უფლის იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, სამრევლო დღესასწაულები გაიმართა ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ/წმინდა გრიგორ განმანათლებლის, ახალქალაქის „სურბ ხაჩ / წმინდა ჯვრის“, ნინოწმინდის „სურბ სარგის“, ბათუმის „სურბ ფრკიჩ / წმინდა მაცხოვრის“ და სხვა სომხებით დასახლებულ ადგილების ეკლესიებში.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ფერისცვალებითა და ვარდავარის წყლებით განწმენდილი მორწმუნეები სულიერად განახლდნენ ქრისტეში ახალი ცხოვრების ლოცვით.