სურბ ეჯმიაწინის მთავარ საკათედრო ტაძარში დასრულდა სასწავლო კურსები

მთავარი საკათედრო ტაძარ სურბ ეჯმიაწინის ინიციატივით ორგანიზებულ „სომხური არსის“ პროგრამის ფარგლებში სამკვირიანი კურსების დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულმა ახალგაზრდებმა მიიღეს კურსებში მონაწილეობის სერთიფიკატები. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლები, თბილისის სურბ გევორგ საკათედრო ეკლესიიდან ანა მკრტიჩიანი, ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიიდან ლანა ერანოსიანი და ანი ხაჩოიანი შინ დაბრუნდნენ კურსების სხვა მონაწილეებთან მეგობრული კავშირებით, ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-თან შეხვედრით და მისი უწმინდესობა პატრიარქის კურთხევით, არმენოლოგიისა და თეოლოგიის ახალი ცოდნით და სულიერი მოღვაწეობის ახალი მუხტით.